THE INSIDER: ფრანგული გამოცემა,რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი შავ ბაზარზე ხვდება, ГРУ-სთანაა დაკავშირებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

153
VIEWS

5 ივლისს რუსეთის სამთავრობო მედიაში РИА Новости,  საფრანგეთში მიმდინარე პროტესტზე სტატია გამოქვეყნდა. “რია ნოვოსტი” წერს რომ პროტესტის მონაწილეებს შესაძლოა ის იარაღი აღმოაჩნდეთ, რაც დასავლეთმა უკრაინას მიაწოდა. სტატია ფრანგულ გამოცემას Agoravox -ს ეყრდნობა.

„დღეს, უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში და ნატოს მიერ უკრაინის „დასახმარებლად“ გაგზავნილი იარაღის უკონტროლო ბრუნვის პირობებში, არსებობს იმის რისკი, რომ ისინი საფრანგეთში მიმდინარე არეულობის დროს  გამოიყენონ“, – აღნიშნულია სტატიაში.

saphrangethis aqtsiebi gadamotsmebuli THE INSIDER: ფრანგული გამოცემა,რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი შავ ბაზარზე ხვდება, ГРУ-სთანაა დაკავშირებული

Agoravox -ის სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტში გამოსაყენებლად განკუთვნილი დასავლური იარაღი დიდი ხანია ევროპის შავ ბაზრებზე გამოჩნდა და შესაძლებელია მომიტინგეების ხელში მალე აღმოჩნდეს არა მხოლოდ უკრაინული ტყვიამფრქვევები, არამედ Javelin ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები და Stinger საზენიტო სარაკეტო სისტემები.

აღნიშნულ თემაზე სტატიები კრემლის სხვა პროპაგანდისტულმა რუსულენოვანმა (Иносми, lenta.ru, vz.ru, mk.ru) და ქართულენოვანმა მედიებმაც გამოაქვეყნეს. 

saphrangethis aqtsiebi1 gadamotsmebuli THE INSIDER: ფრანგული გამოცემა,რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი შავ ბაზარზე ხვდება, ГРУ-სთანაა დაკავშირებული

ამავე ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი – მარია ზახაროვაც ავრცელებდა.

რა ვიცით ფრანგულ პორტალზე, რომელზეც ანტიუკრაინული სტატია გამოქვეყნდა?

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში დასავლეთის მიერ გაგზავნილი იარაღი შავ ბაზარზე ხვდება და შესაძლოა საფრანგეთში მომიტინგეებსაც ჩაუვარდეთ ხელში, Agoravox -ს ეყრდნობა, რომელიც The Insider-მა გადაამოწმა. სტატია სათაურით – “გამოჩნდება თუ არა ნატოს უკრაინისთვის გადაცემული იარაღი საფრანგეთში არეულობის დროს?” – ნამდვილად გამოქვეყნდა ფრანგულ პორტალზე Agoravox.  თუმცა Agoravox პორტალია, რომელიც ე.წ სამოქალაქო ჟურნალისტიკის მაგალითს წარმოადგენს და არაპროფესიონალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს თავიანთი ტექსტები გამოაქვეყნონ. 

ინსაიდერი წერს, რომ  Agoravox-ზე აღნიშნული სტატიის ავტორად პატრის ბრავოა მითითებული. მითითებული ბმული კი  Observateur Continental-ის მთავარი გვერდია და ამავე საიტზე გამოქვეყნებულ იმავე სტატიაში ავტორად არა პატრის ბრავო,არამედ პიერ დიუვალია მითითებული. შესაბამისად, გაუგებარია სტატიის ზუსტი ავტორიც.

Agoravox -ზე სტატიის გამოქვეყნება ყველას შეუძლია და ამ პროცესს რედაქციის ნაცვლად მოხალისე-მოდერატორები კურირებენ. მოდერატორი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, ვინც სულ ცოტა 4 სტატიას გამოაქვეყნებს საიტზე. 

AgoraVox-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მოდერაციის ქარტია, რომელშიც ვკითხულობთ:

  • AgoraVox არის პლატფორმა, რომელიც რეგისტრირებულ რედაქტორებს სთავაზობს სტატიებისა და ვიდეოების უფასოდ გამოქვეყნების შესაძლებლობას. 
  • 2012 წლიდან AgoraVox-ის გუნდი არ ახორციელებს რაიმე კონტროლს რედაქტორების მიერ გამოსაქვეყნებლად შემოთავაზებულ სტატიებსა და ვიდეოებზე.
  • როგორც სტატიებისა და ვიდეობის შინაარსი, ისე გამოქვეყნება იმართება სტატიის ავტორებისა და რედაქტორების მიერ.

აქედან გამომდინარე, AgoraVox-ზე გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია Observateur Continental. უშუალოდ Observateur Continental-ზე კი EU Disinfo Lab 2020 წელს წერდა, რომ გამოცემა კოვიდთან დაკავშირებით ავრცელებდა დეზინფორმაციებს. ვებგვერდის შესწავლის შედეგად EU Disinfo Lab-მა გაარკვია, რომ ორი საინფორმაციო პორტალი oneworld.press и observateurcontinental.fr მალავენ კავშირს Inforos-ის საინფორმაციო სააგენტოსთან. Inforos კი Washington Post -ის ანგარიშის მიხედვით რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (ГРУ) არის დაკავშირებული. 

ფრანგული პორტალი Conspiracy Watch კი Observateur Continental-ს “რუსეთთან დაკავშირებულ ანონიმური დეზინფორმაციის საიტს” უწოდებს. 

27 ივნისს პარიზის გარეუბანში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ნაელ მერზუკი მოკლა.  ამ ამბავმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი გამოიწვია. საფრანგეთში, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა რასობრივ ნიადაგზე იქნა მოკლული, რადგან, მათი თქმით, ფრანგული პოლიცია ეთნიკურ უმცირესობებს ჩაგრავს. შეტაკებები პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა.შედეგად დაზიანდა ათასობით ავტომობილი, ასევე დააკავეს 2000-ზე მეტი აქტივისტი. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია და მას ბრალად მკვლელობა ედება.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist