მოლდოვაში ტელეარხების დახურვაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

88
VIEWS

30-31 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა დავით ჯებაშვილმა და გვერდმა “ანტილიბერალური დოქტრინა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოლდოვაში დაიხურება 5 ოპოზიციური ტელეახი, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარადგინეს. კომენტარების მიხედვით, ფეისბუქ-მომხმარებლები გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციური მედიის დევნად და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აღიქვამენ. 

moldovashi telearkhebis dakhurvaze inphormatsia ukonteqstod vrtseldeba მოლდოვაში ტელეარხების დახურვაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება

მოლდოვაში ტელეარხების დახურვაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, ხუთივე არხი, რომელსაც მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდება, პრორუს და ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან არის კავშირში.

 2024 წლის 30 მაისს მოლდოვაში მიიღეს გადაწყვეტილება, დახურონ ტელევიზიები, რომლებიც პრორუს ოლიგარქ ილან შორთან და ქვეყნიდან გაქცეულ ვლადიმირ პლახატნიუკთან არის დაკავშირებული. ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ხელშემწყობი საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიცენზია შეუჩერდა 3 კომპანიას –  Telesistem TV-ს, Archidoc Group-სა და Telestar Media-ს, რომლებიც ფლობენ ტელევიზიებს: Primul în Moldova-ს, Accent TV-ს, Orizont TV-ს, Canal 2-სა და Canal 3-ს.   

როგორც მოლდოვის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, მათ დარღვევით შეასრულეს მოთხოვნა დაფინანსების შესახებ ცნობების სრულად მიწოდების თაობაზე. კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მხოლოდ ერთ საბანკო ანგარიშზე და დამალეს 5 და 8 ანგარიში, რომლებიც სხვადასხვა ბანკში ჰქონდათ. განცხადების მიხედვით, ტრანზაქციების ანალიზით დადგინდა, რომ ისინი პლახატნიუკისა და შორის ჯგუფთან იყვნენ დაკავშირებული.   

2022 წლის დეკემბერში მოლდოვაში ლიცენზია ასევე შეუჩერეს 6 ტელეარხს – First in Moldova-ს, RTR Moldova-ს, Accent TV-ს, NTV Moldova-ს, TV6-სა და Orhei TV-ს, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომი შესახებ და საზოგადოების აზრის მანიპულირებას ცდილობდნენ. აღნიშნული არხებიდან 4 რეგულარულად ავრცელებდა პროგრამებს რუსული ტელეარხებიდან, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში მაუწყებლობის ლიცენზია ევროპული საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების შედეგად შეუწყდათ

 მოლდოველი პრორუსი ბიზნესმენი, ილან შორი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. შორს თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან, რის გამოც მას ჯერ 7.5 წლით, ხოლო შემდეგ 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. 2019 წელს, როდესაც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ბიზნესმენი ისრაელში გაიქცა. ილან შორი აფინანსებდა ანტიდასავლურ საპროტესტო აქციებს მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ და მოუწოდებდა, პროდასავლური და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული პოლიტიკის გამო გადამდგარიყო.  მოლდოვის ხელისუფლების განცხადებით, დემონსტრაციები იყო რუსული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოქმედი მთავრობის კრემლისტური მთავრობით შეცვლას. შორი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული. 

აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ასევეა დასანქცირებული ოლიგარქი ვლადიმირ პლახატნიუკიც, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. მას ბრალი ედება მოლდოვის სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებასა და კორუმპირებაში. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც მმართველობა პროდასავლურმა მთავრობამ გადაიბარა, ის მოლდოვიდან აშშ-ში გაიქცა, თუმცა აშშ-მ ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, პლახატნიუკი აშშ-ის დატოვების შემდეგ თურქეთში იმყოფებოდა, თუმცა, 2024 წელს მედია ასევე წერდა, რომ ის ჩრდილოეთ კვიპროსში ცხოვრობს.   

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი დავით ჯებაშვილი ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები წარსულშიც აქვს გადამოწმებული.  

ანგარიშ “ანტილიბერალურ დოქტრინას”, რომელიც პროსახელისუფლებო და ანტიდასავლურ პოსტებს აქვეყნებს, სხვა გვერდებთან, მათ შორის, Publicist.ge-სთან ერთად, “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ირაკლი ჯანყარაშვილი მართავს. ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის, მითების დეტექტორს “ანტილიბერალური დოქტრინას” მიერ გამოქვეყნებული პოსტები ყალბ ინფორმაციად აქვს მონიშნული.  

moldovashi telearkhebis dakhurvaze inphormatsia ukonteqstod vrtseldeba 1 მოლდოვაში ტელეარხების დახურვაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist