თურქეთთან დაკავშირებით ზელენსკის სახელით გაყალბებული Twitter პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

969
VIEWS

7 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა Davit Jebashvili, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6,7,8,9) ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტერის პოსტის სქრინშოტი გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი თურქეთს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მალე შეძლებენ ყველაფრის დაძლევას და უკრაინისთვის დახმარების მიწოდება არ შეწყდება. 

სოციალურ ქსელსი გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია. მსგავსი პოსტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. 

უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას რამდენიმეჯერ გამოეხმაურა. 6 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ამ თემაზე თურქულ და უკრაინულ ენებზე ორი წერილობითი განცხადება გაავრცელა (1,2). ორივე მათგანში ზელენსკი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს, განცხადებებში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინა მზადაა თურქეთს საჭირო დახმარება გაუწიოს. 

მორიგი ორი წერილობითი განცხადება ტვიტერზე უკრაინულ და ინგლისურ ენებზე თურქეთის ტრაგედიის თემაზე ზელენსკიმ 7 თებერვალს გაავრცელა (1,2). განცხადებებში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა და მას უკრაინიდან მაშველებისა და აღჭურვილობის გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. 

რაც შეეხება გავრცელებულ სქრინშოტს, მსგავსი შინაარსის განცხადება ზელენსკის ტვიტერის გვერდზე ამჟამად არ იძებნება. მსგავს ცნობებს არც სხვა ღია წყაროებში (მედიაში ან ზელენსკის ოფიციალურ სოციალური ქსელის ანგარიშებზე) ვხვდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა, ვინც აღნიშნული ტვიტერ პოსტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ერთსა და იმავე სქრინშოტს ეყრდნობა. 

წყაროს შესახებ

“მითების დეტექტორს” ფეისბუქ ანგარიში დავით ჯებაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცებები, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ვიზუალური მანიპულაციები, წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

კიდევ ერთი ფეისბუქ ანგარიში Феврония Муромская ანტიუკრაინული შინაარსის დეზინფორმაციულ მტკიცებებს წარსულშიც ავრცელებდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist