სოციალურ ქსელში ედუარდ სააკაშვილის სახელით ყალბი განცხადება გავრცელდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

eduard
445
VIEWS

20 სექტემბერს Facebook გვერდმა “სირცხვილის კორიდორი” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედურად სააკაშვილი Twitter-ზე 20 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა, ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებას მობილიზაციისაკენ მოუწოდა და ახალგაზრდულ ორგანიზაციების ლიდერობა აღუთქვა. მასალას არ ერთვის ედუარდ სააკაშვილის twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნებული სკრინი და ის მხოლოდ წეროლობითი სახის პოსტია, რომელსაც 300-მდე მოწონება და კომენტარი აქვს.  მასალა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

"

"

“სირცხვლის კორიდორის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ვინაიდან ედუარდ სააკაშვილი მსგავსი განცხადების არსებობას უარყოფს, პირველწყაროს კი სკრინი, რომელიც სააკაშვილის twitter-ის ანგარიშიდან მსგავსი კომენტარის გაკეთებას დაადასტურებდა, არ გამოუქვეყნებია. ასეთი ტიპის მანიპულაციები მიზნად ისახავს ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის  “სირცხვილიას” პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებას და ახალგაზრდული პროტესტის მმართულად წარმოჩენას. 

“სირცხვლის კორიდორის” პოსტს თავის Facebook გვერდზე ედუარდ სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური განცხადება მოგონილია.

ედუარდ სააკაშვილი: “ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა (არ ვაპირებ) ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ”.

"

ეს სირცხვილის კორიდორის მიერ რიგით მე-2 გაყალბებული ისტორიაა.  13 სექტემბერს ფეისბუკგვერდმა” ინტერნეტ-გამოცემა ბათუმელების სახელით გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, გამოცემის შესაბამისი ბმულის მითითების გარეშე, რომელიც იუწყებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის ვაჟიშვილი მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა, რისთვისაც ის $20 000-ს აჭარბებდა, ხოლო ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას ქალიშვილის სწავლის საფასური 16 451 ლარს შეადგენდა.

ვრცლად იხილედ მითების დეტექტორის მასალა “სირცხვილის კორიდორმა” ინფორმაცია “ბათუმელების” სახელით გააყალბა 

გვერდი “სირცხვილის კორიდორი” შეიქმნა 2019 წლის 21 მაისს და ძირითადად აქვეყნებს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტების მადისკრედიტირებელ პოსტებს.

""

"

გვერდი პერიოდულად ახმოვანებს მმართველი სახელისუფლებო გუნდის გზავნილებს და ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ეწევა.

"'

""

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist