სინამდვილეში რა თქვა ჯასტინ ტრუდომ ფუნდამენტურ უფლებებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

29
VIEWS

11 იანვარს ფეისბუქ პროფილმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები”, რომელიც დეზინფორმაციის ხშირი გავრცელებით გამოირჩევა, კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადების ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ვიდეო ფრაგმენტში, რომელიც არასრული სახითაა წარმოდგენილი, შემდეგი სიტყვები ისმის:

“იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩვენ თავს ვესხმით თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს ან ვზღუდავთ თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს და ქარტია ამბობს, რომ ეს არასწორია, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ.”

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვიდეოს შემდეგი კომენტარით ავრცელებს: “კანადის პრემიერ მინისტრმა ტრუდომ ცოტა ხნით ნიღაბი ჩამოიხსნა”.

"

ავთენტური ვიდეოდან კანადის პრემიერ მინისტრის სიტყვები ისეა ამოჭრილი, რომ მის ნათქვამს აზრი აქვს შეცვლილი. ფრაგმენტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კანადის პრემიერ-მინისტრი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას აპირებს. სინამდვილეში ტრუდო კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტიის ე.წ. ხვრელზე საუბრობს, რომელიც უმრავლესობას უმცირესობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნებას აძლევს, რასაც ჯასტინ ტრუდო არ ეთანხმება.

ვიდეოს მოჭრილი ნაწილი კონტექსტის გარეშე არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ტრუდოს განცხადების ვიდეოჩანაწერი 17 დეკემბერს გამოქვეყნდა და ვიდეოს სრულად მოსმენის შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას არ ეთანხმება. მისი აზრით, უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია დამცავი კედელი უნდა იყოს იმ პოპულისტური ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც უმცირესობის უფლებებს ხელყოფენ.

გავრცელებული ფრაგმენტული ვერსია

სრული ვერსია

იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩვენ თავს ვესხმით თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს ან ვზღუდავთ თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს და ქარტია ამბობს, რომ ეს არასწორია, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ.

ქარტიის საგამონაკლისო მუხლი უფლებას აძლევს მთავრობას თქვას, “იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩვენ თავს ვესხმით თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს ან ვზღუდავთ თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს, ქარტია ამბობს, რომ ეს არასწორია, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ.” ეს ძირითადად არის ხვრელი, რომელიც უმრავლესობას საშუალებას აძლევს უგულებელყოს უმცირესობის ფუნდამენტური უფლებები. ამიტომაც ვეთანხმები მამაჩემს, რომ უფლებათა და თავისუფლებათა ქარტიაში ამ ხვრელის არსებობა კარგი არ არის.


ამ საკითხზე საუბრისას ტრუდომ ახსენა კვებეკში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სკოლიდან მუსლიმი მასწავლებელი ჰიჯაბის ტარების გამო გაათავისუფლეს. სწორედ ის პუნქტი, რომელზეც კანადის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ფედერალურ და პროვინციების მთავრობებს საშუალებას აძლევს, აამოქმედონ კანონები, რომლებიც ქარტიით გათვალისწინებულ გარკვეულ უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევს. კვებეკში სეკულარიზმის კანონი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებმა, მათ შორის მასწავლებლებმა სამსახურში რელიგიური სიმბოლოები არ უნდა ატარონ. კვებეკის მთავრობამ პრეემფციულად აამოქმედა საგამონაკლისო მუხლი, რათა სასამართლომ ქარტიის დარღვევის მიზეზით კანონის ანულირება ვერ მოახდინოს.

ტრუდოს განცხადების უკონტექსტოდ გავრცელების შესახებ Reuters და AP news-იც წერდნენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist