26-27 ნოემბერს ფეისბუქზე საახალწლოდ მორთული პალმის ხეების ფოტო აქტიურად გავრცელდა. ფეისბუქ-გვერდის Podiumi-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ასე ხეები ბათუმში მორთეს, ხოლო გვერდის უცნაური გვერდი/The Strange page და ფეისბუქ-მომხმარებლების პოსტების (1,2,3,4,5) თანახმად, ფოტო საჩხერეშია გადაღებული.
სოციალურ ქსელში ფოტო არასწორი აღწერით ვრცელდება. საახალწლოდ მორთული პალმის ხეების ფოტო 2017 წელს არის გადაღებული და არა საქართველოს რომელიმე ქალაქს, არამედ იტალიას, ქალაქ ჩივიტანოვა მარკეს, ასახავს.
ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო რეალურად 2017 წელს, იტალიაში, ჩივიტანოვა მარკეშია, გადაღებული. 2017 წლის დეკემბერში ფოტოები სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. ქალაქში შობა-ახალი წლის დღესასწაულისთვის პალმები მორთეს.

წყაროების შესახებ
ფეისბუქ-გვერდი Podiumi 2022 წლის 22 ნოემბერს შეიქმნა. ამჟამად გვერდს 335 მოწონება აქვს და 567 გამომწერი ჰყავს. გვერდი სატირული შინაარსის პოსტებს ავრცელებს, თუმცა არ უთითებს არის თუ არა თავად გვერდი სატირული. გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს თან ახლავს ბლოგის podiumi.wordpress.com-ის ბმულები, რომლებზეც სატირული ინფორმაცია უფრო ვრცლად არის მოცემული.
ფეისბუქ-გვერდი უცნაური გვერდი/Тhe Strange page 2021 წლის იანვარშია შექმნილი. გვერდს დაახლოებით 1 200 მოწონება აქვს და 1 300 გამომწერი ჰყავს. უცნაური გვერდი/Тhe Strange page ძირითადად გასართობი შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.