Samegrelo Times და ტროლები კობა ნაყოფიას უკრაინაში დასქმებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

6
VIEWS

28 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა Samegrelo Times • სამეგრელო თაიმს ნაციონალური მოძრაობის სენაკის მერობის კანდიდატის კობა ნაყოფიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ნაყოფია უკრაინის ერთ-ერთი მეტალორგიული ქარხნის დირექტორად დაინიშნა, კიევში გასამგზავრებლად ბილეთი უკვე შეიძინა და უკრაინაში გადასვლას 4 ნოემბერს გეგმავს.

"
Samegrelo Times • სამეგრელო თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. კობა ნაყოფიამ “მითების დეტექტორთან” საუბარში უკრაინაში მისი დასაქმებისა და წასვლის შესახებ ინფორმაცია უარყო. მსგავსი ინფორმაცია არც ღია წყაროებით იძებნება. მეორე ტურის წინ კობა ნაყოფიას წინააღმდეგ აღნიშნული პოსტი სხვადასხვა ჯგუფებში კოორდინირებულად ყალბმა პროფილებმა გაავრცელეს.

“მითების დეტექტორი” კობა ნაყოფიას დაუკავშირდა, პოლიტიკოსმა ინფორმაცია მისი უკრაინაში დასაქმებისა და იქ გადასვლის შესახებ უარყო და მას სრული სიცრუე უწოდა.  ნაყოფიამ აღნიშნა ისიც, რომ ის უკრაინაშ ბიზნესს არ ფლობს.

უკრაინის მეტალორგიულ ქარხანაში კობა ნაყოფიას დასაქმების შესახებ ინფორმაცია არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება.

“Samegrelo Times • სამეგრელო თაიმსის შესახებ

ფეისბუქ გვერდი “Samegrelo Times • სამეგრელო თაიმსი” ადგილობრივი არჩევნების წინ 2021 წლის 13 აგვისტოს შეიქმნა. ის ერთ-ერთია რეგიონული მედიის სახელით მოქმედ იმ ფეისბუქ გვერდებს შორის, რომლებიც არჩევნების წინ ოპოზიციის მადისკრედიტირებელ და ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. ასევე სახელისუფლებო მედიების – PostTV-ის და “იმედის” ოპოზიციის მადისკრედტირებელ პოსტებს აზირებდა.

"

ვრცლად 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის წინ “Samegrelo Times • სამეგრელო თაიმსის” მიერ მიკერძოებულ გაშუქებაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

 პოსტის გავრცელება

კობა ნაყოფიას შესახებ აღნიშნული პოსტი რამდენიმე საჯარო ფეისბუქ ჯგუფში 13-ჯერ გაზიარდა.

""

ფეისბუკ პოსტები ჯგუფებში კოორდინირებულად სავარაუდოდ ყალბმა ანგარიშებმა გააზიარეს, რომელთაც url მისამართში სხვა ადამიანების ვინაობა აქვთ მითითებული:

ანგარიში

URL მისამართი

ჯგუფები

Ani Mdivani

chkaduani123

წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!არა კოვიდფაშიზმს!ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებიგიორგი გახარიას მხარდამჭერებისასწავლო პროექტები, რესურსები, მატრიცები.

Elene Gvatua

gvanca.todua

მოქალაქეგიორგი გახარიას მხარდამჭერებიირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები

Merab Ninidze

gela.gulua

წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!

Giorgi Sherozia

giorgi.mosia

წინ საქართველოს უკეთესი მომავლისკენ!!!

Tamar Archvadze

mariam.fagava

წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist