სად ებრძვიან “რუსულ ოკუპაციას” – გერმანიის თუ ულიანოვსკის სუპერმარკერტში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

458
VIEWS

23 მარტს ფეისბუქ გვერდმა Azimut/აზიმუტი მაღაზიაში არეულობის ამსახველი ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:აი, ასე ებრძვიან უკრაინის ლტოლვილები  “რუსულ ოკუპაციას” გერმანიის რუსულ მაღაზიაში.” ვიდეოში მაღაზიის არეული თაროები და ორი მომხმარებელი ჩანს, ერთ-ერთი მამაკაცი თაროებიდან პროდუქტებს იატაკზე ყრის, მეორე კი მას სცემს.

Screenshot 1 13 სად ებრძვიან “რუსულ ოკუპაციას” - გერმანიის თუ ულიანოვსკის სუპერმარკერტში?

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება და გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების ქცევას არ ასახავს. რეალურად, კადრები რუსეთის ქალაქ ულიანოვსკშია გადაღებული და ინტერნეტში 2019 წლიდან იძებნება. ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დროს არასწორი აღწერით ვიდეოს გავრცელება უკრაინელი ლტოლვილების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რასაც კრემლის პროპაგანდა ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების მატებასთან ერთად აქტიურად მიმართავს.

ვიდეო ინტერნეტში 2019 წლიდან იძებნება. ყველაზე ადრინდელი 2019 წლის 26 მარტის აღწერის მიხედვით, ვიდეო რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში მაღაზიათა ქსელ “მაგნიტის” ერთ-ერთ ფილიალში 25 მარტსაა გადაღებული. 

Screenshot 2 13 სად ებრძვიან “რუსულ ოკუპაციას” - გერმანიის თუ ულიანოვსკის სუპერმარკერტში?

აღწერის მიხედვით, ინციდენტი Станкостроителей-ის ქუჩაზე მდებარე “მაგნიტის” ფილიალში მოხდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა იმ მამაკაცის შეჩერება სცადა, რომელიც თაროებიდან პროდუქტებს იატაკზე ყრიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. მასალაში მითითებულია, რომ ვიდეო და ფოტო რუსული სოციალური ქსელი “ვკონტაქტედანაა” აღებული. 

Screenshot 3 13 სად ებრძვიან “რუსულ ოკუპაციას” - გერმანიის თუ ულიანოვსკის სუპერმარკერტში?

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ულიანოვსკში Станкостроителей-ის ქუჩის 23ა ნომერში მაგნიტი მართლაც მდებარეობს.

Screenshot 4 13 სად ებრძვიან “რუსულ ოკუპაციას” - გერმანიის თუ ულიანოვსკის სუპერმარკერტში?Screenshot 5 13 სად ებრძვიან “რუსულ ოკუპაციას” - გერმანიის თუ ულიანოვსკის სუპერმარკერტში?

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი Azimut/აზიმუტი “ქართული მარშთან” დაკავშირებულ ერმილე ნემსაძეს ეკუთვნის.

Screenshot 6 12 სად ებრძვიან “რუსულ ოკუპაციას” - გერმანიის თუ ულიანოვსკის სუპერმარკერტში?

“მითების დეტექტორმა” აზიმუტის მიერ სხვადასხვა თემასთან, მათ შორის  რუსეთ-უკრაინის ომთან და მიგრანტებთან დაკავშირებით, გავრცელებული დეზინფორმაციები არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აზ
აზიმუტი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist