რუსეთის საპატრიარქომ უკრაინის საპატრიარქოს წერილი გააყალბა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Onion_domes_of_Cathedral_of_the_Annunciation
372
VIEWS

2017 წლის 1 დეკემბერს ონლაინ გამოცემა Tb24.ge-მ რუსეთის საპატრიარქოსა და TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “თვითმარქვია ფილარეტი პატრიარქ კირილს შენდობას და პატიებას თხოვს”. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა 16 ნოემბერს რუსეთის პატრიარქ კირილს სპეციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი პატიებასა და შენდობას ითხოვდა.

TB24.ge-ის ინფორმაცია მცდარია, რადგან ის რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ უკრაინის პატრიარქის წერილის გაყალბებულ ვერსიას ეყრდნობა.

2017 წლის 30 ნოემბერს რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვედზე patriarchia.ru რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა კრების განმარტება “კიევისა და მთელი უკრაინის ყოფილი მიტროპოლიტის მიმართვის შესახებ” გამოქვეყნდა. განმარტებაში ნათქვამია, რომ ეპისკოპოსთა კრებამ კიევისა და მთელი უკრაინის ყოფილი მიტროპოლიტის ფილარეტის მოსკოვისა და სრულიად რუსთა უწმინდეს პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი 2017 წლის 16 ნოემბრის წერილობითი მიმართვა მოისმინა. განმარტებაში ხაზგასმულია, რომ წერილი შეიცავს თხოვნას (просьба) ევქარისტული და ლოცვითი ურთიერთობების აღდგენის შესახებ უკრაინის საეკლესიო განაყოფის ქრისტიანებთან და ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის საეკლესიო სასჯელისა და ეკლესიისგან განკვეთის გაუქმებას, რათა ერთმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ღვთისგან ნაკარნახევი მშვიდობა მიიღწეს და ხალხთა შერიგება მოხდეს.
"
რუსეთის საპატრიარქო არ აქვეყნებს უკრაინის საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ სრულ წერილს. რუსეთის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კი წერილიდან წინადადები: 1. всех решений, в том числе о прещениях и отлучениях (ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის საეკლესიო სასჯელისა და ეკლესიისგან განკვეთის) 2. ради достижения Богом заповеданного мира между единоверными православными христианами и примирения между народами (რათა ერთმორწმუნე მართდმადიდებელ ქრისტიანებს შორის ღვთისგან ნაკარნახევი მშვიდობა მიიღწეს და ხალხთა შერიგება მოხდეს) არათანმიმდევრულად და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე არის ამოღებული, ხოლო სიტყვა თხოვნა (просьба), პატრიარქ ფილარეტის წერილში საერთოდ არ არის ნახსენები. იგი იყენებს სიტყვა მოწოდებას (призыв) და არა თხოვნას (просьба). აქედან გამომდინარე წერილის რეალური არსი იკარგება.

უკრაინის საპატრიარქომ პატრიარქი ფილარეტის სრული წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პატრიარქი ფილარეტი გამოხატავს სურვილს, რომ შეჩერდეს დაყოფა და უთანხმოება მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორის, აღდგეს ევქარისტული და ლოცვითი ურთერთობები გაერთიანებული წმინდა კრების თანხმობით, რათა ერთმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ღვთისგან ნაკარნახევი მშვიდობა მიიღწეს და ხალხთა შერიგება მოხდეს, აქედან გამომდინარე მოუწოდებს (призыв) რუსეთის საპატრიარქოს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომლითაც არსებულ უთანხმოებას წერტილი დაესმება. უფრო კონკრეტულად კი – იმთავითვე გამოგონილი გადაწყვეტილებები, მათ შორის საეკლესიო სასჯელი და განკვეთა, შეიცვალოს.
"
უკრაინის პატრიარქის განცხადებით, შენდობის თხოვნას ადგილი არ ჰქონია

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არავითარი შენდობის თხოვნა არ ყოფილა, არ არის და არ იქნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს არასოდეს დაუბრუნდება. პატრიარქმა ფილარეტმა განმარტა, რომ უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და როგორც მათ (რუსეთს) თავიანთ სახელმწიფოში დამოუკიდებელი ეკლესია აქვთ, ისე უკრაინელებს სურთ ავტოკეფალური ეკლესია ჰქონდეთ.

პატრიარქ ფილარეტის შესახებ

BBC-ის ცნობით პატრიარქმა ფილარეტმა 1990 წელს ეპისკოპოსთა კრებაზე კიევის და მთელი უკრაინის მიტროპოლიტის ტიტული მიიღო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  1991 წელს უკრაინის ეპისკოპოსთა კრებამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფას და  დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. 1992 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი განდევნა. პატრიარქმა ფილარეტმა მაშინ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არაკანონიერია. 5 წლის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი მოკვეთა და ანათემას გადასცა.

TB24-ის იდენტური წყაროები რუსულ მედიაში

მედია სათაური
ОРТ კიევის საპატრიარქოს ლიდერი პატრიარქ კირილს პატიების თხოვნით მიმართავს (Лидер Киевского патриархата обратился к Патриарху Кириллу с просьбой о прощении)
Interfax.ru კიევის საპატრიარქოს ლიდერი პატრიარქ კირილს პატიების თხოვნით მიმართავს (Лидер Киевского патриархата обратился к Патриарху Кириллу с просьбой о прощении)
Kommersant.ru რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, კიევის საპატრიარქოს ლიდერმა პატიება ითხოვა (РПЦ заявила, что лидер Киевского патриархата Филарет попросил прощения)

 

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist