რომელ რუსულ მედიებში გაშუქდა Imedinews.ge-ის იდენტური მასალა რუსული ვოლგის ამერიკულ Teslas-თან უპირატესობაზე?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

cvvrrr
1.1k
VIEWS

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტელეკომპანია იმედის ვებ-გვერდზე Imedinews.ge 2019 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციას სათაურით, “რუსულმა „ვოლგამ“ ამერიკული Tesla ბუქსირით წაიყვანა”. ინფორმაციის წყაროდ Imedinews.ge-ს ფეისბუკ მომხმარებლის Игорь Писарский-ის 4 თებერვლის  პოსტი ჰქონდა მითითებული, რომელსაც თან ახლდა რუსულ „ვოლგაზე” ჩაბმული ამერიკული Tesla-ს მანქანის ფოტო.

ფეისბუკის ქართველი მომხმარებლის კრიტიკა Imedinews.ge-ს სათაურმა განაპირობა, რომელიც რუსული ვოლგის ამერიკულ Tesla-სთან უპირატესობაზე აკეთებდა აქცენტს, ასევე თავად მასალის საინფორმაციო ღირებულებამ. “მითების დეტექტორი” დაინტერესდა, თუ რომელმა რუსულენოვანმა მედიებმა გაავრცელეს იდენტური პუბლიკაცია. აღმოჩნდა, რომ მსგავსი მასალა 6 თებერვლიდან ისეთმა მედიებმა გააშუქეს, როგორიცაა:  News.sputnik.ru, Yandex.ru, Ren.tv, News1.ru.  თუმცა, რუსულენოვანი მედია აქცენტს უფრო ძველი მანქანის Tesla-სთან უპირატესობაზე აკეთებდნენ (“ძველმა ვოლგამ ტესლა ბუქსირზე აიყვანა “Старая «Волга» взяла на буксир «Теслу» ). Ren.tv -ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას კი ერთვის სათაური, შეკითხვით Tesla -ს დამფუძნებლის და დირექტორის ილონ მასკის მიმართ, თუ როგორ მოსწონს მას ეს ფაქტი (Как тебе такое, Илон Маск? — В Сети обсуждают фото с “Волгой”, взявшей на буксир Tesla).

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist