როგორ შეუცვალა ანტიოპოზიციურმა fb გვერდმა ვაშაძის სიტყვებს აზრი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

38
VIEWS

5 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა „მოგიტ*ანთ ოპოზიცია“  საკუთარ გვერდზე 2019 წლის 17 ნოემბერს ატვირთული ვიდეო, შემდეგი აღწერით გააზიარა: „ვაშაძის მიმართვა ხალხს“. 16-წამიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესაუბრება გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს 2019 წლის 17 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე. ვიდეოში ვაშაძე ამბობს: “ოპოზიციური პარტიების აზრი, უკაცრავად თქვენთან ამ ლექსიკისთვის, ფეხებზე მკიდია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ფეხებზე მკიდია, მოქალაქის აზრი ფეხებზე მკიდია, იშიმშილებთ და იქნებით უუფლებო, სადამდეც ჩვენ გვენდომება, ეს არის.”

t5re როგორ შეუცვალა ანტიოპოზიციურმა fb გვერდმა ვაშაძის სიტყვებს აზრი?

5 ნოემბერს გაზიარებული ვიდეოს პოსტს 6 ნოემბრის 15:30 საათის მდგომარეობით 20 გაზიარება, 32 რეაქცია და 9 კომენტარი აქვს.

ვიდეო 5 ნოემბერს გაზიარდა ჯგუფებში Live Show 💃🚶 და ,,სიმართლის გზა“.

გვერდზე ატვირთულ ორიგინალ ვიდეოს კი, რომელიც 2019 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა 2 000-მდე გაზიარება აქვს.

ფეისბუქ-გვერდ „მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ მიერ გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია, რადგან გრიგოლ ვაშაძის ციტატა არასრულად, უკონტექსტოდ ვრცელდება. გვერდს ვაშაძის 3-წუთიანი საუბრიდან ამოჭრილი აქვს 16-წამიანი მონაკვეთი, რაც მის ორიგინალ ვიდეოში ნათქვამ სიტყვებს აზრს უცვლის. რეალურად გრიგოლ ვაშაძე ამ სიტყვებით თვითონ კი არ მიმართავს ხალხს, არამედ მათ საქართველოს მოქალაქეებისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების წარმოსაჩენად იყენებს. გავრცელებული ვიდეო გრიგოლ ვაშაძისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ფეისბუქ-გვერდზე „მოგიტ*ანთ ოპოზიცია“ 2019 წლის 17 ნოემბერს ატვირთული 16-წამიანი ვიდეო ამოჭრილია „მთავარი არხის“ პირდაპირი ეთერიდან, რომელიც 17 ნოემბრის საპროტესტო აქციას აშუქებდა.

2019 წლის 17 ნოემბრის აქციის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პროპორციული საარჩევნო სისტემის საკანომდებლო ინიციატივის ჩაგდებას აპროტესტებდა და მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე ადრე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვდა. 17 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.

გრიგოლ ვაშაძეც სწორედ ამ აქციაზე ყოფნისას ესაუბრებოდა ჟურნალისტებს. ის პროპორციული საარჩევნო სისტემის საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ციტატას, რომელიც ვიდეოში მანიპულაციურადაა ამოჭრილი, საქართველოს მოქალაქეებისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების წარმოსაჩენად იყენებს. ვაშაძე ამბობს, რომ ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას პროპორციულ არჩევნებს დაჰპირდა, მეორე დღეს კი მისი „სატელიტების“ პირით უთხრა, რომ ოპოზიციური პარტიების აზრი, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები და მოქალაქის აზრი „ფეხებზე ჰკიდია“.

გვერდ „მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ ვერსია „მთავარი არხის“ ეთერში გასული ვერსია
გრიგოლ ვაშაძე: „ოპოზიციური პარტიების აზრი, უკაცრავად თქვენთან ამ ლექსიკისთვის, ფეხებზე მკიდია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ფეხებზე მკიდია, მოქალაქის აზრი ფეხებზე მკიდია, იშიმშილებთ და იქნებით უუფლებო, სადამდეც ჩვენ გვენდომება, ეს არის…“ გრიგოლ ვაშაძე: „…მოქალაქე ითხოვს მარტივ რაღაცას: სახელმწიფო მართეთ ისე, როგორც ჩვენ გეუბნებით, როგორც თქვენ გინდათ კი არა, როგორც ჩვენ გეუბნებით. ეს არის, რაც 2012 წელს ასე უხვად დაპირდნენ ხალხს? ესაა? „გავრილოვის ღამე“ არის რასაც დაპირდნენ? ეს არის სტაბილურობა? რა სტაბილურობაა ესა, როდესაც გამოდიხარ და ერთ
დღეს პირდები, ვალდებულებას იღებ უკაცრავად, ვალდებულებას იღებ პროპორციულ არჩევნებზე, რასაც უნდა მოყოლოდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, მეორე დღეს გამოდიხარ და შენი სატელიტების,
ლაქიების პირით ეუბნები საქართველოს მოქალაქეს: „ოპოზიციური პარტიების აზრი, უკაცრავად თქვენთან ამ ლექსიკისთვის, ფეხებზე მკიდია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ფეხებზე მკიდია, მოქალაქის აზრი ფეხებზე მკიდია, იშიმშილებთ და იქნებით უუფლებო, სადამდეც ჩვენ გვენდომება, ეს არის…“

“მითების დეტექტორმა” ფეისბუქ-გვერდ “ვაი ბიძიკოს” მიერ გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის მანიპულაციური ვიდეოც გამოავლინა. მასალა იხილეთ ბმულზე:


ვიდეოს არქივი იხილეთ ბმულზე: https://archive.ph/AvDNK

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist