როგორ გახდა გადაღების რეკვიზიტი შპრიცი კონსპირაციის წყარო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

73
VIEWS

9 მარტს ფეისბუკის მომხმარებელმა, Mamuka Kobaladze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ინექციისას შპრიცში არსებული ხსნარი კანში არ შედის, დგუშის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას კი სითხის რაოდენობა შპრიცის კორპუსში ისევ თავდაპირველ მდგომარეობას უტოლდება. პოსტის ავტორი ვიდეოს თანმხლებ კომენტარში წერს: “მატყუარა შპრიცი, რომელსაც მდიდრები და მაღალი თანამდებობის პირები იკეთებენ საჯაროდ, ხალხის მოსაჩვენებლად.”
ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინაციისას გამოყენებული შპრიცებით ორგანიზმში ხსნარის შეყვანა არ ხდება და საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინაციის სიმულირება მიმდინარეობს.

;
;

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციაა, რადგან ვიდეოში გამოყენებული შპრიცი, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ხსნარის სხეულში შეყვანას ვერ უზრუნველყოფს, სინამდვილეში არა სამედიცინო შპრიცი, არამეც გადაღების რეკვიზიტია, რომელსაც  ამერიკული კომპანია Crimson hands fx სხვა ნივთებთან ერთად etsy.com-ზე  ყიდის.

Crimson hands fx ფლორიდაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც გადაღებებისთვის რეკვიზიტებს ამზადებს. გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი, ხელოვანი და კინემატოგრაფი  კარლ ჰუბერი  მომხმარებლებს სხვა სახის მომსახურებასაც სთავაზობს, მათ შორის რეკვიზიტების, პროთეზების დამზადებას და სცენის დიზაინს. კომპანიის გრიმიორი კი სხვადასხვა თემატური ღონისძიების გაფორმებასა და მაკიაჟს უზრუნველყოფს.

Crimson hands fx-ში დამზადებული  რეკვიზიტების შეძენა სხვა ნივთებთან ერთად etsy.com-ზეა შესაძლებელი. მათ შორისაა დასაკეცი ნემსი, რომელიც კანში ინექციის შეყვანის, ან სითხის გამოტუმბვის ეფექტს ქმნის. ნემსის შეძენა etsy.com-ზე 50 დოლარად არის შესაძლებელი.  ნემსთან ერთად მომხმარებელს საშუალება აქვს  Crimson hands fx-ისგან ვამპირის ეშვები, ზომბის სახისა და ადამიანის თავის ქალის ნიღბები შეიძინოს.
;

ვიდეოს ორიგინალი ვერსია 2021 წლის 12 თებერვალს YouTube-ზე  Crimson hands fx-მა გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: დასაკეცი შპრიცი, რომელიც ინექციის ან სითხის გამოტუმბვის ეფექტს იძლევა.”
;

მომხმარებლის მიერ ატვირთულ სხვა ვიდეოებში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ზომბის სახის ნიღაბი, როგორ იქმნება დედა კრამპუსის მაკიაჟი და როგორია ირმის თავის ქალის დამზადების პროცესი.
;

;
;

ვიდეოს გავრცელება სოციალურ ქსელში
Mamuka Kobaladze-ის მიერ 9 მარტს გამოქვეყნებული ვიდეო, ფეისბუკის მომხმარებელმა, Davit Maia Davitlidze Dalakishvili-მა ათ საჯარო ჯგუფში გააზიარა:კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, Tbilisi ◊ თბილისი, საქართველო და მსოფლიო, ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა!, Geo • ამბები | Social Media, Georgia • საქართველო ✔️, საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!, Ассамблея народов Кавказа (независимое экспертное сообщество), Россия-Грузия: согласие и мир, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

 

 


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist