როგორ აყალბებს კრემლის მედია საავადმყოფოში ზელენსკის თამხლები ქალბატონის ვინაობას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.9k
VIEWS

13 მარტს ფეისბუქ გვერდმა  INEWS(აინიუსი)-მა, რომელიც მედია პლატფორმად პოზიციონირებს, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცებთან ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის კადრებია ნაჩვენები. პოსტში “აინიუსი” აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმლები ქალბატონი ინა დერუსოვაა, რომელიც 26 თებერვალს გარდაიცვალა, ამის საფუძველზე კი INEWS ამტკიცებს, რომ ზელენსკის ვიდეო დადგმულია და მან ის ჯერ კიდევ თებერვალში დერუსოვას გარდაცვალებამდე ჩაწერა.

იმავე ინფორმაციას ერთი მხრივ, რუსული პროპაგანდისტული მედია RT და რუსულენოვანი მედია-საშუალებები news.ru, donpress.ru ავრცელებს. იდენტური ინფორმაცია უკრაინის რადის ოპოზიციონერ დეპუტატზე ილია კივაზე დაყრდნობით,ფეისბუქ გვერდებმა Русский МИР და რადიო Мензелинск FM 99.7 გაავრცელეს.

INEWS მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ზელენსკის გვერდით ვიდეოკადრებში გარდაცვლილი ინა დერუსოვა ჩანს, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ვიდეოში გენერალ ტატიანა ოსტაშენკოს ვხედავთ, ხოლო მტკიცება ზელენსკის მიერ ვიდეოს გაყალბების შესახებ იმ დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელებაა, თითქოს ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და ომის დროს ქვეყანაში არ იმყოფება. 

13 მარტს ვლადიმერ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის დაჭრილ სამხედროებს ესტუმრა და გმირობისა და თავგანწირვისთვის ისინი საპატიო მედლებითა და ორდენებით დააჯილდოვა

იმის მტკიცებულებად, თითქოს ზელენსკიმ ვიდეო წინასწარ, ჯერ კიდევ თებერვალში  ჩაწერა, Inews უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ინა დერუსოვას გარდაცვალების ფაქტს უთითებს,  რომელიც 24 თებერვალს, რუსული არტილერიის დაბომბვის შედეგად ნამდვილად გარდაიცვალა. მას პრეზიდენტმა ზელენსკიმ გმირის წოდება მიანიჭა, რითაც ის პირველი ქალი გახდა, ვისაც ეს წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.

Screenshot 19 2 როგორ აყალბებს კრემლის მედია საავადმყოფოში ზელენსკის თამხლები ქალბატონის ვინაობას?

ინნა დერუსოვას ფოტოები

თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ინა დერუსოვა არ ფიგურირებს, როგორც ამას Inews-ი ამტკიცებს. საავადმყოფოში ზელენსკის სტუმრობისას მისი თანმხლები ქალი სინამდვილეში ტატიანა ოსტაშენკოა, რომელიც  უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პირველი გენერალი ქალია.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2021 წლის 24 აგვისტოს 427/2021 ბრძანებულებით, მას სამედიცინო სამსახურის გენერლის წოდება მიანიჭა

Screenshot 20 3 როგორ აყალბებს კრემლის მედია საავადმყოფოში ზელენსკის თამხლები ქალბატონის ვინაობას?

Screenshot 21 3 როგორ აყალბებს კრემლის მედია საავადმყოფოში ზელენსკის თამხლები ქალბატონის ვინაობას?
სურათებზე ტატიანა ოსტაშენკო

RT-ის გავრცელებული დეზინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა Stopfake-მა გადაამოწმა

რუსულენოვანი წყაროები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზელენსკი ქვეყნიდან გაიქცა და მის მიერ ჩაწერილი ვიდეოები დადგმულია, თუმცა არაერთი კადრი არსებობს, სადაც ზელენსკი ან კიევის ქუჩებში ჩანს ან უცხოელ ჟურნალისტებს კიევიდან ინტერვიუს აძლევს. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

РОССИЙСКИЕ СМИ РАСПРОСТРАНЯЮТ ДЕЗИНФОРМАЦИЮ О ТОМ, ЧТО ЗЕЛЕНСКИЙ ПРЯЧЕТСЯ ЗА ГРАНИЦЕЙ 

INews-აინიუსი

Facebook გვერდი iNews – აინიუსი 2015 წლის 26 ოქტომბერს შეიქმნა. გვერდს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ინფორმაცია მითითებული არ აქვს, თუმცა 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლაშა ლოლაძეა. 2018 წელს CRRC საქართველომ აინიუსი 65 Facebook გვერდის სიაში შეიყვანა, რომელიც  დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს. ამასთან, აინიუსი პერიოდულად აქვეყნებს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ, პრორუსულ, რასისტულ და ჰომოფობიურ პოსტებს.

2019 წელს პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების შედეგად განვითარებულ მოვლენებზე iNews შუღლის გამაღვივებელ გზავნილებს ავრცელებდა. iNews-ს გამოქვეყნებული ჰქონდა ვიდეო და პოსტის აღწერაში უთითებდა, რომ პანკისელები “ალაჰ აკბარს” გაიძახოდნენ. სხვა პოსტების ქვეშ კი ვხდებოდით ტროლების კომენტარებს, რომ ქისტებს “სხვა ღმერთი” ჰყავთ, რაც მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებასა და საქართველოს მოქალაქე ქისტების დისტანცირებასა და გაუცხოებას ისახავდა მიზნად. ამ თემასთან დაკავშირებით ანგარიში “მითების დეტექტორმა” 2019 წლის 25 აპრილს გამოაქვეყნა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist