რითი ჩაანაცვლა რუბენსის და ველასკესის ნახატები ჯორდანო ბრუნომ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

93
VIEWS

10 აგვისტოს ფეისბუკ მომხმარებელმა ჯორდანო ბრუნო  გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და “სხვა გლობალისტური თოჯინები” საფრანგეთის ხელოვნების მუზეუმში ტრანსჰუმანისტური ხელოვნებით ტკბებიან. ინფორმაციას თან ერთვის 4 ფოტო, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ჩონჩხებისა და თავის ქალების გამოსახულებების ფონზე დგანან. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ემანუელ მაკრონი, ჯასტინ ტრუდო და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები არა საფრანგეთის ხელოვნების მუზეუმში, არამედ მადრიდში, პრადოს მუზეუმში 2022 წლის 29 ივნისს იმყოფებოდნენ. პრადოს მუზეუმში XIV-XIX საუკუნეების ევროპული ხელოვნების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა დაცული.

2022 წლის 28-30 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატოს სამიტი გაიმართა. სამიტის მთავარ საკითხებს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და ალიანსის ახალი კონცეფციის დამტკიცება წარმოადგენდა. 29 ივნისს  ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები პრადოს მუზეუმს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მიერ გამართულ ვახშამის ფარგლებში ესტუმრნენ. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გამოცემა Reuters აშუქებდა. ლაივი 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მიერ 29 ივნისს გამართული ღონისძიების ფოტოები არაერთმა გამოცემამ გაავრცელა. ჯორდანო ბრუნოს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები სწორედ ამ ღონისძიების ამსახველ პროგრამულად დამუშავებულ ფოტოებს წარმოადგენს. პირველი სურათის ორიგინალ ვერსიაში  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ  მაკრონია გამოსახული, ფოტო ადგილობრივმა გამოცემა El Mundo-მ გაავრცელა. ორიგინალი ფოტოების ნახვისას ცხადი ხდება, რომ რეალურად, მაკრონი ფოტოზე რუბენსის ნამუშევრებს ათვალიერებს.

მარცხნივ: ფოტოს დაუმუშავებელი ვერსია



მარცხნივ: ფოტოს დაუმუშავებელი ვერსია
წყარო:www.elmundo.es
მარჯვნივ: ფოტოს დამუშავებული ვერსია

მარცხნივ: ფოტოს დაუმუშავებელი ვერსია
წყარო:.gettyimages
მარჯვნივ: ფოტოს დამუშავებული ვერსია

პრადოს ხელოვნების მუზეუმში ყოფნისას კანადის პრემიერ-მინისტრის ფოტოს ორიგინალი ვერსია გამოცემა El País-მა გაავრცელა. ფოტოზე პრემიერ-მინისტრი რუბენსის ნამუშევრების ფონზე დგას.


მარცხნივ: ფოტოს დაუმუშავებელი ვერსია
წყარო:elpais.com
მარჯვნივ: დამუშავებული ფოტო

გაყალბებულია ღონისძიების დამსწრეთა ჯგუფური ფოტოც. რეალურ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ესპანელი მხატვრის, დიეგო ველასკესის ნახატის “Las Meninas” წინ დგანან.
მარცხნივ: ფოტოს დაუმუშავებელი ვერსია
წყარო: elpais.com
მარჯვნივ: დამუშავებული ფოტო

პრადოს ხელოვნების მუზეუმი მადრიდში მდებარეობს. მასში ევროპული ხელოვნების
ფეისბუკ ანგარიშს “ჯორდანო ბრუნო” ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა დაცული და მოიცავს ველასკესის, გოიას, ბოსხის, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის და სხვა მხატვრების ბრწყინვალე ნამუშევრებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი, კანადა, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist