შეადარა თუ არა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ეკონომიკა საკუთარ ჯანმრთელობას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

418
VIEWS

20 ივლისს ფეისბუკ-მომხმარებელმა ჯორდანო ბრუნო ჯო ბაიდენის შესახებ სტატიის სქრინი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაიდენის თქმით, აშშ-ის ეკონომიკა ისეთივე დინამიკური და ჯანმრთელია, როგორც იგი.

იგივე ინფორმაცია ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) ივნისშიც ვრცელდებოდა. 

Screenshot 11 4 შეადარა თუ არა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ეკონომიკა საკუთარ ჯანმრთელობას?

ინფორმაცია, თითქოს ჯო ბაიდენმა აშშ-ის ეკონომიკა საკუთარ ჯანმრთელობას შეადარა სატირაა და გამოცემა “Babylon Bee”- მ გამოიგონა. 

14 ივნისს სატირული გამოცემის -“Babylon Bee”-ის ვებ-გვერდზე ჯო ბაიდენის შესახებ სატირული სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაიდენმა მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიის გამო შიშით შეპყრობილი ამერიკელების დამშვიდება სცადა და თქვა, რომ აშშ-ის ეკონომიკა ისეთივე დინამიკური და ჯანსაღია, როგორც თავად ის. 

Screenshot 12 3 შეადარა თუ არა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ეკონომიკა საკუთარ ჯანმრთელობას?
სქრინშოთი: Babylon Bee

“ხალხო, არაფერი გაქვთ სანერვიულო…ეკონომიკა ისეთივე დინამიკური და ჯანსაღია, როგორც ბებერი ჯო!” – უთხრა ბაიდენმა 12 წლის გოგოს, რომელიც MSNBC-ის რეპორტიორში აერია.- აღნიშნულია ბაბილონ ბის სტატიაში. 

“Babylon Bee” ცნობილი სატირული გამოცემაა და მათი მისიის განაცხადშიც მკაფიოდ არის ხაზგასმული გამოცემის სატირული ბუნების შესახებ. 

Screenshot 13 3 შეადარა თუ არა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ეკონომიკა საკუთარ ჯანმრთელობას?

Babylon Bee-ს სატირულ მასალებზე დაყრდნობით გავრცელებული ყალბი ცნობები მითების დეტექტორმა წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist