რაჟდენი თუ “ოჯახი” პროექტიდან “რუსეთის ისტორია ფოტოებში”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

349
VIEWS

6 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა “ქართული სიმღერები” გამოაქვეყნა საცვლებში გამოწყობილი მამაკაცისა და მასთან ახლოს, დივანზე მჯდომარე ქალის ფოტო, წარწერით “რუსთავის მეტალორგიული ქარხნის მუშა, სოციალისტური შრომის გმირი, რაჟდენ სეფერთელაძე ოჯახურ გარემოში… 1963 წელი.”

 

;
პოსტი სატირულია. ფოტოზე გამოსახული ადამიანების ვინაობა კი უცნობია. ფოტო უკრაინელმა ფოტოგრაფმა ბორის მიხაილოვმა გადაიღო და ამ დროისთვის მოსკოვის ფოტოგრაფიის სახლის და პროექტ “რუსეთის ისტორია ფოტოებში” კუთვნილებაა.

ფოტო რუსეთის მულტიმედიური ხელოვნების მუზეუმის პროექტის “რუსეთის ისტორია ფოტოებში” ფარგლებში ინტერნეტსივრცეში არსებული ციფრული ფოტოგამოფენის სახელწოდებით “ოთახებში” ნაწილია. გამოფენის ფარგლებში რუსეთის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული.

;
ფოტოს აღწერის მიხედვით, ის 1979-1984 წლების პერიოდში უკრაინელმა ფოტოგრაფმა ბორის მიხაილოვმა გადაიღო და მისი სახელწოდებაა “ოჯახი.” ფოტოს წყაროდ  მოსკოვის ფოტოგრაფიის სახლია მითითებული.

;
ფოტოზე გამოსახული ადამიანების ვინაობა მითითებული არ არის. ინტერნეტსივრცეში ფოტო მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საგნად იქცა და მასზე გამოსახულ ადამიანებს სხვადასხვა ვინაობას აწერდნენ. საქართველოში ფოტოზე გამოსახულ მამაკაცად რაჟდენ სეფერთელაძეს მიიჩნევდნენ და ამ შინაარსის იუმორისტულ პოსტებს სხვადასხვა დროს რამდენიმე ფეისბუქ გვერდი  ავრცელებდა:  კოლხურ-იბერიული ერთობა, რეალობა,  იუმორი.ჯი და Top კომენტარები.

;

რამდენიმე რუსული წყაროს მიხედვით, ფოტო 1983 ან 1973 წელს რუსეთის ქალაქ სარატოვშია გადაღებული და მასზე ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი პაბლო ესკობარი თავის ცოლთან მარია ვიქტორია ენაოსთან ერთადაა აღბეჭდილი.

;
ვებსაიტ Violity.com-ზე აღნიშნული წარწერით ამ ფოტოს შეძენა 10 უკრაინულ გრინვადააა შესაძლებელი.

;
Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებლის აღწერის მიხედვით, ფოტოზე გამოსახულ კაცს ალბერტ აინშტაინობას, პორნოვარსკვლავ რონ ჯერემობასა და სილვესტერ სტალონობასაც აწერდნენ.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist