რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

340
VIEWS

13 აგვისტოს ბლოგერმა Morganne C Samaya-მ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები სინამდვილეში ცოცხალი ორგანიზმია და მარილიან წყალში ცურავს. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია კადრები, რომელთა მიხედვითაც ხორბლის და პომიდვრის მცირე ნაწილები წყალში ცურვას იწყებს. 13-14 აგვისტოს Morganne C Samaya-ს ვიდეო კიდევ ორმა ფეისბუქ-ანგარიშმა გაავრცელა (1,2), ხოლო კადრები, რომლებშიც პომიდვრის ნაჭერი და ხორბლის თავთავი ცოცხალი არსებასავით ცურავს, რამდენიმე ფეისბუქ-მომხმარებელმა აგვისტოსა და სექტემბერშიც გამოაქვეყნა (1,2,3).

აგვისტოსა და სექტემბერში იგივე ვიდეოები რუსულენოვამა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გაავრცელეს. (1,2) ვიდეო გავრცელდა რუსულენოვან ტელეგრამ-არხებშიც (1,2).

mtsuravi pomidori რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?mtsuravi pomidori1 რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?

mtsuravi pomidori2 რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?

გავრცელებული ვიდეოკადრები პროგრამულად არის დამუშავებული და პომიდვრის ნაჭერი და ხორბლის თავთავი კომპიუტერული ეფექტების გამოყენებით არის ამოძრავებული. ვიდეოს YouTube-არხი ავრცელებს, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ კონტენტის შესაქმნელად კომპიუტერით გენერირებული ეფექტებია გამოყენებული.

ხორბლისა და პომიდვრის ვიდეოები YouTube არხზე ViralVideoLab 16 და 21 ივლისს გამოქვეყნდა. არხის “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში აღნიშნულია, რომ არხს გასართობი დანიშნულება აქვს და გამოქვეყნებული ვიდეობის ნაწილი კომპიუტერულად გენერილებულ სპეციალურ ვიზუალ ეფექტებს იყენებს და რეალობას არ შეესაბამება.

mtsuravi pomidori3 რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?

  1. ViralVideoLab-ზე ვიდეოები მაღალი გარჩევადობით არის ატვირთული და უფრო შესამჩნევია, რომ კადრები პროგრამულად არის დამუშავებული. ორივე ვიდეოში პომიდვრისა ნაჭრის და ხორბლის თავთავის მოძრაობის დაწყბამდე კადრები ბუნდოვანი ხდება, რათა შემდგომში ვიდეოს პროგრამულად დამუშავებულ ნაწილზე გადასვლა ნაკლებად თვალშისაცემი იყოს.

1 pomidori1 რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?2 xorbali bund1 რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?

2. ვიდეომანიპულაციაზე ისიც მიანიშნებს, რომ მოძრაობის დროს წყლის ზედაპირზე სხეულის მოძრაობით გამოწვეული რხევები და ტალღები საერთოდ არ შეინიშნება. იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეოები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და პომიდვრის ნაჭრის და ხორბლის თავთავის ახლო კადრებიც რამდენჯერმე ჩანს, სხეულის ბუნებრივი მოძრაობის შემთხვევაში წარმოქმნილი რხევები შესამჩნევი იქნებოდა. კონტრასტი უფრო ცხადია ხორბლის ვიდეოში, რომელშიც ჩანს, რომ წყლის ზედაპირი თავისთავად მოძრაობს, თუმცა ხორბლის გარშემო არც ერთ კადრში წყლის ზედაპირის რხევა არ ჩანს.

3 xorbali no ripple რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?

3. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უფრო მეტად ხორბლის ვიდეოშია შესამჩნევი. თავდაპირველად როცა ხორბლის თავთავი წყლის ზედაპირზე თავსდება, მის გარშემო წყლის ზედაპირთან შეხების წერტილებში სპეციფიკური “ჩაღმავებები” ჩნდება, რომლებიც წყლის ზედაპირული დაჭიმულობის გამო მაზე სხეულის ტივტივისას იქმნება. (მაგალითად ანალოგიური ჩაღრმავებები შეიმჩნევა, როდესაც წყალზე მწერები ტივტივებენ) ასეთი ჩაღრმავებები ვიდეოზე ჩანს მანამდე, სანამ ხორბლის თავთავი წყალზე ბუნებრივად ტივტივებს, ხოლო მას შემდეგ რაც კადრები ბუნდოვანი ხდება და ის “ცურვას” იწყებს, მის გარშემო წყალი იდეალურად სწორია.

4 xorbali norm რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?

3 xorbali no ripple რას მოსდის გენმოდიფიცირებულ პომიდორსა და ხორბალს წყალში?

პომიდვრისა და ხორბლის თავთავის ვიდეობი ფაქტების გადამოწმების ბრიტანულმა სამსახურმა Fullfact-მა და ირლანდიულმა სამსახურმა Logically Fact-მა გადაამოწმეს. Logically Fact მაჰან ჯ. დუტას, მედიისა და გრაფიკულ ექსპერტს დაუკავშირდა, რომელმაც გამოცემასთან კომენტარში აღნიშნა, რომ გავრცელებული ვიდოები დიდი ალბათობით დამუშავებულია და სავარაუდოდ დეფორმაციის გარკვეული ეფექტებია გამოყენებული (warping effect).

გავრცელებულ ვიდეოებიდან რამდენიმეში აღნიშნულია, რომ ხორბლის და პომიდვრის “გაცოცხლება” და წყალში “ცურვა” პროდუქტებში თევზის გენის დამატებით არის გამოწვეული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების თვისებები ძირეულად იცვლება და ისინი მათი ორგანიზმისგან რადიკალურად განსხვავებულ თვისებებს იძენენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბაზარზე არსებული გენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოწმებული და საკვებად უსაფრთხოა და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტები შესაბამის შემოწმებას გადის, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ისინი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც არაგენმოდიფიცირებული პროდუქცია. სხვადასხვა კვლევებით არ დასტურდება, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე სახით საფრთხის შემცველია. გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნის მიზანი ორგანიზმისთვის ადამიანისთვის სასარგებლო თვისების მინიჭება, ან სასარგებლო თვისების და კვებითი ღირებულების გაუმჯობესებაა. მაგალითად გმო სოიო უფრო ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც ტრანს ცხიმების ჩანაცვლებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

Fullfact-ის და Logically Fact-ის გამოცემის მასალებში ასევე აღნიშნულია, რომ გავრცელებული მტკიცება, რომ პომიდორი თევზის გენს შეიცავს, სათავეს 1990-იანი წლებიდან იღებს. ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ DNA Plant Technology-მ მართლაც სცადა პომიდორში თევზის გენები გამოეყენებინა. 2005 წელს აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იყო მცდელობა პომიდვრის ყინვის მიმართ გამძლეობის გაუმჯობესების მიზნით, ბოსტნეულში ისეთი თევზების გენები გამოეყენებინათ, რომლებსაც ძალიან დაბალი ტემპერატურის წყალში გადარჩენის უნარი აქვთ. თუმცა ასეთი პომიდორს ცურვის უნარი არ შეუძენია და მეტიც, ის ბაზარზე გასაყიდად არ გაუტანიათ.

წყაროების შესახებ:

Morganne C Samaya ტიკტოკ-ბლოგერია, რომელიც თავის ტიკტოკ-ვიდეოებს ფეისბუქ გვერდებზეც (1,2) აქტიურად აქვეყნებს. ის ხშირად აქვეყნებს კონსპირაციული შინაარსის პოსტებს და ვიდეობს ვაქცინაციის თემაზე, პანდემიაზე, გლობალურ მართველობაზე. Morganne C Samaya-ს მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

Gvantsa Grimaldi და მისი მეორე ანგარიში Gvan Ca მცდარ ინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული მცდარი პოსტები“მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist