რას გვაჩვენებს რეალურად ისრაელის მაგალითი და არიან თუ არა აცრილები და აუცრელები ერთნაირად გადამდები?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

26
VIEWS

18 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა ბექა ვარდოსანიძის ბლოგი გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბექა ვარდოსანიძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასა და მის არაეფექტიანობაზე საუბრობს. ვიდეოს დასაწყისში ვარდოსანიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ლაივ კონფერენციას უსმენს და მის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ისრაელში გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა დიდია და შესაბამისად, ვაქცინაცია არ მუშაობს. ვიდეოს განმავლობაში ვარდოსანიძე რამდენჯერმე იმეორებს იმასაც, რომ ვინაიდან აცრილი და აუცრელი ადამიანები ერთნაირად არიან ვირუსის გადამცემი, აცრას აზრი არ აქვს.

1

ისრაელში გარდაცვლილთა ჯამურ რაოდენობას ვარდოსანიძე მანიპულაციურად იყენებს. რეალურად, ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე უფრო მეტი ადამიანი იღუპებოდა. მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ შემცირებულია გართულებების რიცხვიც. ამასთანავე, მართალია, აცრილ ადამიანს შესაძლოა დაემართოს ვირუსი და იყოს მისი გამავრცელებელი, თუმცა აუცრელთან შედარებით ამის შანსი ნაკლებია, რადგან ნაკლებია დაავადების ალბათობა და ავადობის ხანგრძლივობა. შესაბამისად, ვარდოსანიძის მტკიცებები, რომ ისრაელის მაგალითზე, და იქიდან გამომდინარე, რომ აცრილები და აუცრელები ერთნაირად არიან გადამდები, აცრას აზრი არ აქვს, მცდარია.

  • როგორია ისრაელში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის სრული სურათი?

ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის ეფექტიანობის დასადასტურებლად ისრაელის მაგალითს იყენებს და ამბობს, რომ ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის საპასუხოდ ბექა ვარდოსანიძე  აცხადებს, რომ ისრაელში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც მაღალია, და ეკრანზე Worldometers-ის მონაცემებს აჩვენებს.

მართალია, ისრაელში 18 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით ჯამში მართლაც 6 723 ადამიანი იყო გარდაცვლილი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გარდაცლილთა ეს ჯამური მაჩვენებელი ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე პერიოდსაც მოიცავს, ხოლო გარდაცვალების რაოდენობა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა და, შესაბამისად, გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ვაქცინაციის შესაძლებლობის გამოყენებამდე დაიღუპა.

მაგალითად, 26 იანვარის მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვალების 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 62 იყო, 19 აგვისტოს კი იგივე მონაცემი თითქმის სამჯერაა შემცირებული და 21-ს შეადგენს.

2

3

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელში ვაქცინაციამდე პერიოდთან შედარებით შემცირებულია იმ კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებსაც ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში (ICU) გართულებების გამო ათავსებენ. დღეს ისრაელში 64 532 აქტიური ინფიცირებულიდან ICU-ში 149 ადამიანი მკურნალობს.

4

5
შედარებისათვის, 8 იანვარს 65 008 აქტიური შემთხვევიდან ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში ორჯერ მეტი, 292 ადამიანი მოათავსეს.

6
7

აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისრაელში არავაქცინირებულთა ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვაქცინირებულთა ამავე მონაცემებს აღემატება, როგორც 60+, ასევე 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

ვრცლად ისრაელის კოვიდსტატისტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა მანიპულაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ბექა ვარდოსანიძიე ვიდეოში არაერთხელ იმეორებს, რომ რადგან აცრილებსა და აუცრელების ერთნაირად შეუძლიათ ვირუსის გადაცემა, ვაქცინაცია აზრს კარგავს. რეალურად, მსგავსი მოსაზრება მანიპულაციურია. CDC-ის და გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის პირველადი მონაცემების მიხედვით, აცრილი ადამიანი დაინფიცირების შემთხვევაში ისევე გადასცემს სხვას ვირუსს, როგორც აუცრელი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აცრილ ადამიანს დაინფიცირების ნაკლები რისკი აქვს.

“მითების დეტექტორი” ამ საკითხის განმარტებისთვის ექიმ არჩილ მარშანიას ესაუბრა. მისი თქმით, აცრილი ადამიანი ვირუსს ავრცელებს, მაგრამ აუცრელთან შედარებით ნაკლებად, რადგან ავადობის ხანგრძლივობა ნაკლებია. ასევე, ვაქცინირებულს ვირუსი უფრო ნაკლებადაც ხვდება, ვაქცინით მიღებული დაცვის გამო. ამავე მოსაზრებას ავითარებს დოქტორი მიუჯ სევიკი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის იმ სტატიაში, რომლის სათაურზე დაყრდნობითაც ბექა ვარდოსანიძე აცხადებს, რომ ვაქცინირებულებსა და არავაქცინირებულებს ვირუსი ერთნაირად ავრცელებენ. რეალურად, სტატიის სათაურში ნათქვამია არა ის, რომ აცრილები და აუცრელები ვირუსს ერთნაირად ავრცელებენ, არამედ ის, რომ ორივე მათგანს შეუძლია ვირუსის გავრცელება. ტელეგრაფისთვის მიცემულ კომენტარში სევიკი განმარტავს, რომ გადამდებობის პერიოდის სიმცირიდან გამომდინარე ვაქცინირებული ადამიანი არავაქცინირებულთან შედარებით ვირუსს უფრო ნაკლებად ავრცელებენ.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას მარშანიამ გამოყო კიდევ ერთი საკითხი. ექიმის მიხედვით, ვინაიდან ვაქცინაცია ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს, მეტი ადამიანის აცრა სამედიცინო სექტორის განტვირთვას შეუწყობს ხელს და უზრუნველყოფს, რომ კორონავირუსის გარდა, სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის კლინიკებში ადგილები გაჩნდეს. ვრცლად ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” ინტერვიუ არჩილ მარშანიასთან:


 სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist