რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

791
VIEWS

13 თებერვალს მედიასაშუალებებმა (1;2;3) მათ შორის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის PosTV-მ და იმედმა ტვიტერ-გვერდ World of Statistics-ზე დაყრდნობით გააშუქეს სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყნებშია ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილება უზრუნველყოფილი. ჩამონათვალის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებს.   

media1 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

გარდა ამისა, იმედმა და PosTV-მ  აღნიშნულ საკითხზე მოამზადეს სიუჟეტები (1;2) რომლებშიც “სოციოლოგიური გამოკითხვის” შედეგებზე საუბრობენ. იმედის წამყვანი ამბობს, რომ “გამოკითხვის შედეგები სხვადასხვა ფაქტორით” დადგინდა, ხოლო ჟურნალისტი ყვება, რომ სოციოლოგიური კვლევა ქალაქდაგეგმარების, ქუჩაში უსაფრთხოების ნორმების, სამართალდამცავი ორგანოების ნდობის საკითხისა და დანაშაულის გაშუქების ფაქტორების გათვალისწინებით მომზადდა. სიუჟეტებში “გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის” კვლევაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და მთავრობის წარმომადგენლების კომენტარებს ვისმენთ.   

media2 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

მედიასაშუალებები ტვიტერ-გვერდს, World of Statistics-ს ეყრდნობიან, რომელიც “გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია”, როგორც მას ჟურნალისტი აღწერს, არ არის და სოციოლოგიურ კვლევებს თავად არ ატარებს. კონკრეტულ შემთხვევაში, გვერდი, თავის მხრივ, Numbeo.com-ის მონაცემებს ეყრდნობა. Numbeo საერთაშორისო სარეიტინგო პლატფორმაა, რომლის მეთოდოლოგია და მონაცემთა დაცვის მექანიზმი სადავოა, რადგან მისი მონაცემები ამ ვებ-საიტზე დარეგისტრირებული ადამიანების აღქმების საფუძველზე მუშავდება. 

ტვიტერ-ანგარიში World of Statistics 

ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების შესახებ სტატისტიკა მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 41 ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ტვიტერ-ანგარიშმა World of Statistics გააზიარა. სტატისტიკაში პირველ ადგილს ხორვატია იკავებს, მას სლოვენია და ისლანდია მოჰყვება, მეოთხე ადგილზე კი საქართველოა. მონაცემების მიხედვით, ბოლო, 41-ე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა.  აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის ფედერაციაც უსწრებს.

media3 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

World of statistics “გავლენიანი საერთაშორისო” ორგანიზაცია არ არის. ღია წყაროებით მის მიერ მომზადებული სოციოლოგიური კლევა არ იძებნება. ანგარიში სისტემატურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის სტატისტიკას, რომელთა ნაწილსაც წყარო არ აქვს მითითებული. World of Statistics-ს აქტიური აქვს ტვიტერ, ინსტაგრამის და იუთუბ-გვერდები, თუმცა არცერთი მათგანს არ აქვს დართული ვებ-საიტის მისამართი. აღნიშნული სახელით ორგანიზაციის ვებ-საიტი არ იძებნება. ტვიტერის ველში, რომელშიც ორგანიზაციამ მის შესახებ ინფორმაცია უნდა შეავსოს, ვკითხულობთ: “არსებობს სამი სახის ტყუილი: ტყუილი, დაწყევლილი ტყუილი და სტატისტიკა”.  

media4 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

იუთუბ-გვერდის მიხედვით, World of Statistics-ის გვერდი 2021 წლის 10 აგვისტოს შეიქმნა, ხოლო ქვეყნის გრაფაში ყაზახეთია მითითებული. 

media5 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

ტვიტერ-ანგარიში სხვადასხვა შინაარსის პოსტებსა და სტატისტიკებს აქვეყნებს – მათ შორის, ქვეყნების სტატისტიკას მკერდის საშუალო ზომის მიხედვით და პოსტებს შემდეგი შინაარსით: “იყო თუ არა ტრუმენის გადაწყვეტილება, ჩამოეგდო ბომბი ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე სწორი?”, “რა დაემართა თქვენს კლასში ყველაზე ჭკვიან ბავშვს?”, “უბრალო შეხსენება, რომ ჩემს ყველა გამომწერს ვაფოლოვებ”.  

2023 წლის აგვისტოში Africa Check-მა გადაამოწმა World of statistics-ის მიერ წყაროს მითითების გარეშე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომ ნიგერიას მსოფლიოში ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის ცნობით, World of Statistics-ის ანგარიშზე იმ დროისთვის მითითებული ჰქონდა, რომ დამფუძნებელი სოციალური ქსელის მომხმარებელი Dennis-ია (მის ანგარიშზე კვლავ მითითებულია, რომ World of Statistics-ის გვერდს მართავს).  

რამდენად სანდოა Numbeo-ს მონაცემები? 

Numbeo მონაცემთა გლობალური ბაზაა, სადაც ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით სამომხმარებლო ინდექსის ჯანდაცვის ხარისხი, უსაფრთხოების ინდექსი და სხვა სტატისტიკური მონაცემებია მოცემული, მათ შორის, თუ რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ქვეყანასა და ქალაქში ტურისტისთვის ღამით მარტო გადაადგილება.   

Numbeo-ს მიხედვით, აღნიშნული მონაცემი ბოლოს 2024 წლის თებერვალში განახლდა, კონტრიბუტორების გრაფაში მითითებულია, რომ მონაწილეობა 498-მა პირმა მიიღო. გარდა ამისა, Numbeo აღნიშნავს, რომ მონაცემები ეფუძნება “ამ ვებსაიტის ვიზიტორების აღქმას ბოლო 3 წლის განმავლობაში”.  

საქართველოს შეფასება სხვადასხვა ქალაქის შესახებ ვიზიტორების მიერ დაფიქსირებულ პასუხებს ეყრდნობა – როგორც აღნიშნულია, ჯამში კითხვებს 498-მა ადამიანმა გასცა პასუხი (14 თებერვლის 11:00-ის მონაცემებით), თუმცა, მათგან უმრავლესობამ, 414-მა ადამიანმა თბილისის შეაფასა. მაგალითად, ქუთაისი მხოლოდ 9 ადამიანის მიერ არის შეფასებული და მონაცემები ბოლოს 2023 წლის 9 აპრილს განახლდა.  

media6 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

media7 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. მეილისა და საცხოვრებელი ადგილის მითითების შემდეგ Numbeo პასუხის გაცემას 15 კითხვაზე გვთავაზობს. მაგალითად, პირველი კითხვა შემდეგი შინაარსის არის: “რამდენად სერიოზულად აღიქვამთ კრიმინალის არსებულ დონეს?” პასუხები მერყეობს “ძალიან სერიოზულიდან” “არ ვარ დარწმუნებული-მდე”. რაც შეეხება ღამით მარტო გადაადგილებისას უსაფრთხოებას, კონკრეტულ საკითხზე შემდეგი კითხვაა დასმული: “რამდენად დაცულად გრძნობ თავს ღამით მარტო სეირნობისას?” პასუხების მონიშვნა ამ შემთხვევაში “ძალიან დაცულიდან” “ძალიან დაუცველამდე” შეგვიძლია.  

media8 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?შესაბამისად, Numbeo-ს მონაცემების შედგენისას განსაზღვრული არ არის, თუ რამდენი ადამიანი უნდა გამოიკითხოს, შედეგები მოხალისე ტურისტების მიერ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემით მიიღება, რაც ეჭვქვეშ აყენებს საკითხს, თუ რამდენად მართებულია ამ მონაცემებზე დაყრდნობით რეიტინგის შედგენა.  

საკითხს, თუ რამდენად მანიპულაციური შეიძლება იყოს Numbeo-ზე მოცემული ინფორმაცია, აჩვენებს 2017 წლის 17 თებერვალს შვედეთის მოქალაქე ლინუს ტრულსონის მიერ მაჩვებელების ერთ დღეში შეცვლა. მან სხვადასხვა ელ-ფოსტების საშუალებით შვედეთის სამხრეთით მდებარე ქალაქი ლუნდი Numbeo-ს სარეიტინგო პორტალზე მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქალაქად “აქცია”.

“მითების დეტექტორმა” Numbeo-სა და მისი მონაცემების სანდოობის შესახებ მასალა წარსულშიც მოამზადა. წაიკითხეთ ვრცლად: 

 Adventourely – სიუჟეტებში გამოყენებული სქრინშოტი  

იმედისა და PosTV-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტებში “სოციოლოგიურ კვლევაზე” საუბრის პარალელურად ვხედავთ სქრინშოტს, რომელიც ვებ-საიტ Adventourely-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ასახავს.   

media9 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

რეალურად, Adventourely ბერძენი მოგზაურის მიერ შექმნილი ბლოგია. იმფორმაციას ამის შესახებ ვიზიტორებს ავტორი “About Me” გრაფაში აწვდის. გარდა ამისა, სტატია არა ახალ, არამედ 2023 წლის მონაცემებს ასახავს და ამის შესახებ მისი სათაურიც მიუთითებს, რომელიც სიუჟეტებში ჩანს. სტატია პანთელის კაკარისის მიერ 2023 წლის 23 მაისს გამოქვეყნდა და Numbeo-ს იმჟამინდელ მონაცემებს ეყრდნობა. შესაბამისად, ქულა (69.7) გამსხვავდება 2024 წლის თებერვლის მონაცემისგან (70.27).  

media10 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

რომელ ადგილზეა საქართველოს ორგანიზაციების რეიტინგებში? 

 მიუხედავად იმისა, რომ არ იძებნება ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა კონკრეტულად ამ თემაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა ტურისტებისთვის ღამით მარტო გადაადგილება, არსებობს რეიტინგები, რომლებითაც ორგანიზაციები ქვეყნებში უსაფრთხოების დონეს ადგენენ. მაგალითად, საერთაშორისო სარეიტინგო პლატფორმა Vision of Humanity საჯარო და ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გლობალური მშვიდობის ინდექსს ადგენს. 2023 წელს განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველო ამ სიაში 163 ქვეყნიდან 94-ე ადგილზეა. შეფასების კრიტერიუმებს შორის არის მრავალი ფაქტორი, მათ შორის: საზოგადოებაში კრიმინალის აღქმა, პოლიციის მუშაობა, მკვლელობის შემთხვევები, ძალადობრივი დემონსტრაციები, იარაღზე ხელმისაწვდომობა, ძალადობრივი დანაშაული, პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ.  

Vision of Humanity-ს კვლევაში, კრიმინალის აღქმის კრიტერიუმის მიხედვით, ქვეყანას კარგი მაჩვენებელი აქვს – მინიჭებული ქულა 1.924-ია. ყველაზე მაღალი ქულა (სადაც საზოგადოება აღქმა კრიმინალზე ყველაზე მაღალია) 4.631-ია, რომელიც ავღანეთს აქვს მინიჭებული. აღნიშნული კრიტერიუმით საქართველოს უსწრებენ ესპანეთი, შვედეთი, ლატვია, ჩეხეთი, ფინეთი და სხვა ევროპულიც ქვეყნებიც.

media11 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?
გლობალური მშვიდობის ინდექსი Vision of Humanity-ს მიხედვით
media12 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?
კრიმინალის აღქმა საზოგადოებაში – ერთ-ერთი კომპონენტი Vision of Humanity-ს რეიტინგში

Global Finance-ს 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 88-ე ადგილზეა. ქვეყნებისთვის ქულის მინიჭება 3 ფაქტორს ითვალისწინებს: ომი და მშვიდობა, რომელიც გლობალური მშვიდობის ინდექსით იზომება, პირადი უსაფრთხოება, რაც დანაშაულის დაბალ დონეს ითვალისწინებს და ბუნებრივი კატასტროფების რისკი.  

media13 რამდენად სანდოა მონაცემები, რომელსაც მედია უსაფრთხოდ გადაადგილების სტატისტიკის გაშუქებისას ეყრდნობა?

არქივი (1;2;3;4;5;6)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist