რა ვიცით ელექტროავტობუსების უსაფრთხოებაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

58
VIEWS

7 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “Gvan Ca” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ელექტრო ავტობუსებით სარგებლობა დაუშვებელია, რადგან ისინი მუშაობენ ლითიუმ-იონურ ბატარეებზე, რომლებიც ნებისმიერ წამს შეიძლება აალდეს ან აფეთქდეს. პოსტის ავტორი ასეთი ტიპის ავტობუსებს ბომბს ადარებს და აქვეყნებს სხვადასხა სტატიების სქრინებს, სადაც ჩანს, რომ ბოლო წლებში რამდენიმე ელექტროავტობუსს ცეცხლი წაეკიდა ან/და აფეთქდა. პოსტი ეხმიანება საქართველოში ელექტროავტობუსის ჩამოყვანას და ადამიანებს ურჩევს, ასეთ ავტობუსებს “არ გაეკარონ”.

elrqtro avtobusi რა ვიცით ელექტროავტობუსების უსაფრთხოებაზე?

პოსტში მოყვანილი ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ელექტროავტობუსები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. რეალურად, ელექტროავტობუსების აალებისა და აფეთქების შემთხვევები მართლაც დაფიქსირებულა, თუმცა ამ ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ამასთანავე სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ელექტროავტომობილებში ცეცხლის გაჩენის შანსი ბევრად უფრო დაბალია ვიდრე ტრადიციულ საწვავზე მომუშავე მანქანებში.

გავრცელებულ პოსტში ატვირთული სტატიების სქრინშოტები ავთენტურია. მათი უმეტესობა აღწერს იმ შემთხვევებს, როდესაც ელექტროავტობუსი აალდა ან/და აფეთქდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ჩამოთვლილ ინციდენტს მსხვერპლი ან მძიმე დაზიანება არ მოჰყოლია. ამ შემთხვევებს უმეტეს შემთხვევაში მმართველი ორგანოების მხრიდან ელექტროავტობუსების დროებით გაწვევა და მათი ხელახალი ინსპექცია მოყვა. ასე მოხდა პარიზში, სადაც “ბოლორის” ფირმის ორი ელექტროავტობუსის აალების შემდეგ მხოლოდ ამ ფირმის ყველა ელექტროავტობუსის მუშაობა დროებით შეაჩერეს და ლონდონში, სადაც 1 აალების შემთხვევის გამო ყველა ელექტროავტობუსს მოუწია დამატებითი შემოწმებების გავლა. თუმცა ამ ყველაფერს არ შეუშლია ხელი მათი რაოდენობის ზრდისთვის, რადგან ეს იშვიათი, ერთეული შემთხვევებია. ამასთანავე ელექტროენეგრიაზე მომუშავე ავტომობილების, მათ შორის ავტობუსების წარმოება და მასიურად გამოყენება განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, კლიმატის ცვლილებების მიერ გამოწვეულ პრობლემებთან საბრძოლველად. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ევროპაში ყოველწლიურად იზრდება ელექტრო და ჰიბრიდული ავტობუსების რაოდენობა. კერძოდ, 2022 წელს 4152 ელექტროავტობუსი იყო რეგისტრირებული, რაც წინა წელთან შედარებით 26%-იან ზრდას ნიშნავს. 2023 წლის პირველ 6 თვეში კი დამატებით 2567 ელექტროავტობუსი დარეგისტრირდა, რაც იმ მომენტისთვის მთლიანი ავტობუსების რიცხვის 37%-ს შეადგენდა. 

 სხვადასხვა კვლევები ამტკიცებს, რომ ელექტრომანქანები ბევრად უფრო უსაფრთხოა ვიდრე ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომობილები. მაგალითად, შვედეთის მთავრობის ორგანოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების აალების შანსი ელექტროავტომობილებში ცეცხლის გაჩენის საფრთხეზე 29-ჯერ მეტია. აახენის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, კი ელექტრომანქანებში ანალოგიური საფრთხე უჩნდება 10000-დან 1,2%-ს, ხოლო წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებში კი ეს პრობლემა 10000-დან 7.3%-ს ემართება. 

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროავტობუსების აალების შანსი ბევრად დაბალია, ლითიუმ იონური ელემენტის ქონის გამო, ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში ბევრად უფრო რთულია მისი ჩაქრობა, რადგან ბატარეაში მიმდინარე პროცესებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც ცეცხლის მთავარი საწვავი მასალაა. ცეცხლის გაჩენის ძირითადი მიზეზი კი ე.წ. “თერმული გაქცევის” პროცესია, რომელსაც იწვევს ელემენტის უკიდურესად მაღალ ტემპერატურაში მოხვედრა, ზედმეტად დიდხანს დატენვა, მექანიკური/ქარხნული წუნი, ან ფიზიკური დაზიანება (მაგალითად შეჯახების დროს).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელექტოავტომობილების ელემენტები რამდენიმე განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება. “თეგეტა ჰოლდინგის” მიერ საქართველოში ჩამოყვანილი ელექტროავტობუსი ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია BYD-ის შექმნილია. მათ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ავტობუსების უმეტეს მოდელებში, მათ შორის საქართველოში ჩამოყვანილ მოდელში იყენებენ ლითიუმის რკინის ფოსფატის ელემენტებს, რომელიც გამოყენებამდე სრულყოფილ შემოწმებას გადის. სახანძრო უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი ადამ ბაროუის განცხადებით, ეს ელემენტები სხვებთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა, რადგან უჯრედებიდან ნაკლები რაოდენობის ენერგია გამოიყოფა. დამატებით, მსგავსი ტექნოლოგიის ელემენტში ჟანგბადისა და ფოსფორის მოლეკულები მყარ კავშირს ქმნიან, რის გამოც ჟანგბადი ცალკე არ გამოიყოფა და არ იწვის. ავარიის დროს არის შანსი, რომ ელემენტის უჯრედების დაზიანების შემთხვევაში, თხევადი ელექტროლიტები ან ლითიუმი მაინც აალდეს, თუმცა ამ დროსაც კი ცეცხლის ინტენსივობა იქნება ბევრად დაბალი, ვიდრე ეს იქნებოდა ნიკელით, კობალტით ან მანგანეზით შექმნილი ელემენტის აალების შემთხვევაში. 

ელექტროავტობუსების შესახებ დაუზუსტებელი ან მცდარი შინაარსის ინფორმაცია ადრეც გავრცელებულა. მაგალითად, 2023 წლის 9 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ბრედფორდში, ქუჩაში ცეცხლი გაუჩნდა ორსართულიან ავტობუსს. ამ ამბის შესახებ არაერთი პოსტი გავრცელდა, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ირწმუნებოდნენ, რომ ეს იყო ელექტროავტობუსი, რომელსაც ცეცხლი ელემენტების გამო წაეკიდა. ინფორმაცია გამოცემა როიტერსმა გადაამოწმა და  აღმოჩნდა, რომ ავტობუსს, რომელიც ელექტრო არ იყო, ცეცხლი 15 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, განზრახ წაუკიდა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “Gvan Ca” კონსპირაციის თეორიებსა და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. მის მიერ გაზიარებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist