Psha Vela კონგოელი ნობელის პრემიის ლაურეატის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

25
VIEWS

24 მარტს ფეისბუქ გვერდზე Psha Vela პოსტი გამოაქვეყნდა. პოსტში აღნიშნულია, რომ ნობელის პრემიის ლაურეატმა დოქტომა დენის მუკვეგემ კოვიდ-19-ზე რეაგირების ჯგუფში მუშაობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი მუკვეგემ მისთვის მიცემული დავალება დაასახელა, რომლის თანახმადაც მას უბრძანეს, ყველა დაავადება ან სიკვდილი კორონავირუსისთვის მიეწერა, უფრო კონკრეტულად კორონავირუსის “პლანდემიისთვის,” რაც პანდემიის წინასწარ განსაზვრულობას ნიშნავს.

;

Psha Vela-ს პოსტი დეზინფორმაციაა,  განცხადება დენის მუკვეგეს არ ეკუთვნის, სამსახურიდან მისი წასვლის რეალური მიზეზი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მის მიერ შემუშავებული სტრატეგიის არაეფექტიანობა გახდა. მუკვეგეს ყალბი ციტატა, თითქოს მას უბრძანეს, სიკვდილის ყველა შემთხვევა კორონავირუსისთვის მიეწერა,  ინტერნეტში 2020 წლის ივნისიდან ვრცელდება. 

კონგოელი გინეკოლოგი დენის მუკვეგე 2020 წლის 10 ივნისამდე კონგოს რესპუბლიკის პროვინცია სამხრეთ კივუში კოვიდ-19-ის გავრცელების საპასუხოდ შექმნილი ჯანმრთელობის კომისიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 10 ივნისს კი გადადგომის შესახებ ინფორმაცია მის მიერ დაფუძნებული ფონდის (The Panzi Foundation) საშუალებით გამოაქვეყნა.

გადადგომასთან დაკავშირებით მუკვეგემ ორი მთავარი მიზეზი დაასახელა, ერთ – ერთი პროვინციაში  PCR ტესტების არქონა და შესაბამისად დიაგნოსტიკისთვის საჭირო დიდი დრო იყო, მეორე კი – მოსახლეობის მხრიდან პანდემიისადმი სკეპტიციზმი და კარანტინის წესების დარღვევა. ამ ორი მიზეზიდან გამომდინარე,  მუკვეგემ აღნიშნა ისიც, რომ 2020 წლის 11 აპრილს მის მიერ შემუშავებული პრევენციული სტრატეგია ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ვირუსის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდა. ამას გარდა, სხვადასხვა პასუხისმგებელ რგოლებში გადაუჭრელი ორგანიზაციული პრობლემები არსებობდა.

თავის განცხადებაში მუკვეგემ ის სამომავლო გეგმებიც ახსენა, რომელთა მიხედვითაც, მთელს ენერგიას პენზის საავადმყოფოში თავის სამედიცინო პრაქტიკას დაუთმობდა.

გადადგომის შესახებ მუკვეგეს წერილში “პლანდემია” ან რაიმე ბრძანება, რომელიც მას სიკვდილის ყველა შემთხვევის კორონავირუსზე მიწერას ავალდებულებდა ნახსენები არ არის.

მუკვეგეს გადადგომიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტში Psha Velas-ს მიერ გავრცელებული გაყალბებული  განცხადების მსგავსი ტექსტი ინგლისურ ენაზე გამოჩნდა. საპასუხოდ მუკვეგემ საკუთარ თვითერზე დაწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი სახელით გავრცელებული განცხადებები მისი ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საიტებსა და სოციალურ მედიებში არ არის გამოქვეყნებული, მას არ ეკუთვნის და ყალბია.

;

გაყალებებული ანგარიშის სოციალურ მედიაში გავცელების შესახებ დაკავშირებით მასალა მოამზადა Reuters-ის ფაქტების გადამოწმების გუნდმაც.

დოქტორი დენის მუკვეგე კონგოელი გინეკოლოგია, რომელსაც 2018 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია ომსა და სამხედრო კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და კონგოელი აჯანყებულების მიერ გაუპატიურებული ქალების მკურნალობისთვის გადაეცა.

Psha Vela-ს მიერ გავრცელებულ პოსტზე თანდართულ ფოტოებში ჩანს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთი ინსტაგრამ ანგარიშიდან, კერძოდ netramok-დან არის აღებული.

;

ამ ანგარიშის გამოქვეყნებულ პოსტებში მსგავსი ინფორმაცია აღარ იძებნება.

წყაროს შესახებ

რაც შეეხება ფეისბუქ გვერდ Psha Vela-ს, რომელიც პერსონალურ ბლოგად არის რეგისტრირებული, იმავე სახელწოდებით და იდენტური პროფილით ფეისბუქში კიდევ ერთი ანგარიში ანგარიში იძებნება, რომლის URL მისამართში მითითებულია socrates.greek, ანგარიშზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ფოტოები არ გვხვდება.

;

Psha Vela-ს ფეისბუქ ანგარიში და გვერდი იდენტური შინაარსის ანტივაქსარულ პოსტებს აქვეყნებს. განსაკუთრებით ხშირად კი კორონავირუსთან დაკავშირებულ კონპირაციის თეორიებისა და ვაქცინის მავნებლობის შესახებ ყალბი ფეისბუქ ანგარიშის Lasha Modebadze-ის  პოსტებს აზიარებს, რაც მათ კავშირებზე შეიძლება მიანიშნებდეს.

;;;

Psha Vela-ს ფეისბუქ გვერდი 2020 წლის 18 ოქტომბერს შეიქმნა, ამავე დღესაა ატვირთული პირველი ფოტო ფეისბუქის ინდივიდუალურ ანგარიშზე.

;;

Psha Vela-ს არხი იძებნება Youtube-ზეც, სადაც ავტორის მიერ თარგმნილი და გახმოვანებული 12 ვიდეოა ატვირთულია. საინტერესოა, რომ იდენტურ ვიდეოებს ერთი და იგივე ადამიანი რუსულად და ქართულად ახმოვანებს.

;

ვიდეობი ძირითადად ანტივაქსარული შინაარსისაა, მიუხედავად იმისა, რომ იუთუბ არხი 2019 წლის 8 ივლისსაა გახსნილი, პირველი ვიდეო 2020 წლის 26 აგვისტოს ატვირთეს.

;

;

ვიდეოში რობერტო პეტრელა კორონავირუსის ვაქცინის შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებს, ვიდეოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


არქივი – https://archive.is/lW9X1


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist