პრაღის ერთ-ერთ მაღაზიაში უკრაინელების არშეშვებასთან დაკავშირებით გაყალბებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

589
VIEWS

27 მაისს რუსულენოვან მედიებში (KP.RU, BLOKNOT.RU, 360tv.ru), ფეისბუკ-ჯგუფში “Вагончик тронется, вагончик тронется…перрон останется…” და ქართულენოვან ფეისბუკ-პროფილზე ფანტინა კოელიო გამოქვეყნდა ჩეხეთში, პრაღის ერთ-ერთი მაღაზიის შესასვლელში გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩეხურ ენაზე გაკეთებული შემდეგი წარწერა ჩანს: “უკრიანელებისთვის შესვლა აკრძალულია”. სტატიებში აღნიშნულია, რომ გამყიდველები და ბუტიკების მენეჯერები ლტოლვილების ქცევით დაიღალნენ, ამიტომ იძულებულნი არიან მსგავსი ზომები მიიღონ.  

ინფორმაცია, თითქოს პრაღის მაღაზიაში უკრაინელებს შესვლა ეკრძალებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩეხური გამოცემის denik-ის რეპორტიორი ადგილზე მივიდა და მაღაზიას ფოტოები გადაუღო, თუმცა მსგავსი წარწერა მაღაზიისთან არ დახვდა.

აღნიშნული ფოტოები ჩეხურ ვებგვერდებზეც გავრცელდა. Ჩეხური გამოცემა denik-ის რეპორტიორი ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე მივიდა და მაღაზიას ფოტოები გადაუღო. ვიტრინაში მსგავსი წარწერები არ დახვდა. მაღაზიის გამყიდველის განმარტებით კი ობიექტზე მსგავსი აბრა არასდროს ყოფილა.

წყარო: denik.cz

აღსანიშნავია, რომ გამოცემა kp.ru პრაღის მაღაზიის ფოტოებთან ერთად კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პოლონეთშია გადაღებული. ფოტოზე წარწერაა: “უკრაინის ყველა მოქალაქე სალაროსთან შემოწმებას გაივლის”. გამოცემა ამტკიცებს, რომ უკრიანელ ლტოლვილებს პოლონეთშიც არ ენდობიან. აღნიშნული ფოტო, რელაურად  2017 წლისაა და პოლონეთის ქალაქ ბარლინეკშია გადაღებული, ადგილობრივი მედიის ცნობით, ბანერი  მეპატრონის ბრძანებით დაკიდეს, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ბანერი უკრაინულ ენაზე უნდა ყოფილიყო და არა უკრაინელების წინააღმდეგ. 

სქრინშოთი: kp.ru

ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა, ჩეხეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist