ფოტოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინის უმაღლეს რადაში “ლელოს” წევრებს ლგბტქი+ დროშა უჭირავთ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

119
VIEWS

18 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” გამოქვეყნა პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრების – გრიგოლ გეგელიას, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და სალომე სამადაშვილის ფოტო, რომელშიც ხელში ლგბტქი+ დროშა უჭირავთ. “ყველაზე მაგარი პარტია, ნამდვილი დრაქ ქუინი პარტია” – წერს ავტორი. 

lelo lGBT ფოტოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინის უმაღლეს რადაში “ლელოს” წევრებს ლგბტქი+ დროშა უჭირავთ

პოსტის ავტორი ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს. რეალურად, პარტიის წევრებს ხელში არა ლგბტქი+, არამედ საქართველოს დროშა უჭირავთ.  

ფოტო, რომელსაც პოსტის ავტორი დარედაქტირებული სახით ავრცელებს, 2023 წლის თებერვალში, უკრაინის უმაღლესი რადის შენობაშია გადაღებული. 24 თებერვალს სალომე სამადაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ პარტიის წევრებს ხელში არა ლგბტქი+, არამედ საქართველოს დროშა უჭირავთ. 

lelo lGBT1 ფოტოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინის უმაღლეს რადაში “ლელოს” წევრებს ლგბტქი+ დროშა უჭირავთ

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრები უკრაინაში 2023 წლის 21 თებერვალს გაემგზავრნენ. პოლიტიკოსები შეხვდნენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, 24 თებერვალს კი დაესწრნენ უკრაინის უმაღლესი რადის საგანგებო სხდომას. 

lelo lGBT2 ფოტოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინის უმაღლეს რადაში “ლელოს” წევრებს ლგბტქი+ დროშა უჭირავთ

წყაროს შესახებ 

 ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist