ფეისბუქში ენმ-ის და სააკაშვილის სახელით  20 ივნისის აქციის ყალბი ღონისძიება შეიქმნა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

499
VIEWS

10 ივნისს ფეისბუქ გვერდმა 2 ოქტომბერს მიშა საქართველოში•mishasakartveloshi, რომელის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერი გვერდია, გაავრცელა პოსტი, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს 20 ივნისს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. აქცია ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად იმართება. პოსტს თან ერთვის ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ფოტო, რომელსაც ერთი თვალი წითელი სახვევით აქვს აკრული, წარწერით 20%, რაც საქართველოს 20%-ის რუსეთის მიერ ოკუპაციას განასახიერებს.

Screenshot 27 ფეისბუქში ენმ-ის და სააკაშვილის სახელით  20 ივნისის აქციის ყალბი ღონისძიება შეიქმნა

გვერდმა ასევე შექმნა  ღონისძიება, რომელიც იგივე შინაარსითა და ვიზუალით ვრცელდება:  “20 ივნისს – “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ვიკრიბებით პარლამენტთან.”

Screenshot 23 2 ფეისბუქში ენმ-ის და სააკაშვილის სახელით  20 ივნისის აქციის ყალბი ღონისძიება შეიქმნა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა სირცხვილიას სახელით აქციას მართავს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა კიდევ ერთმა გვერდმა პოლიტიკური სატირა გაავრცელა.

Screenshot 24 2 ფეისბუქში ენმ-ის და სააკაშვილის სახელით  20 ივნისის აქციის ყალბი ღონისძიება შეიქმნა

გავრცელებული პოსტი და შესაბამისი ღონისძიება ყალბია. 20 ივნისს დაგეგმილი შეკრების ინიციატორი და ორგანიზატორი “სირცხვილია” და სხვა სამოქალაქო მოძრაობებია. ფეისბუქ გვერდთან კავშირს ( 2 ოქტომბერს მიშა საქართველოში•mishasakartveloshi), რომელმაც ღონისძიება შექმნა, ნაციონალური მოძრაობაც უარყოფს. ალტერნატიული ყალბი ღონისძიების შექმნის მიზანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გიორგი გახარიას სახელსაც უკავშირდება, საზოგადოების დაბნევაა.

20 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორი არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ მოძრაობა სირცხვილია, ტალღა და სხვა სამოქალაქო აქტივისტებია. სირხცვილიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ღონისძიების ვიდეორგოლიც განათავსა. 

Screenshot 25 ფეისბუქში ენმ-ის და სააკაშვილის სახელით  20 ივნისის აქციის ყალბი ღონისძიება შეიქმნა

“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის “სირცხვილიას” წარმომადგენელს, ნოდარ რუხაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მათ არც გიორგი გახარიას ვიზუალით მომზადებულ გვერდთან აქვთ რაიმე კავშირი და არც ნაციონალური მოძრაობაა ღონისძიების ორგანიზატორი. ღონისძიებასთან კავშირი ნაციონალური მოძრაობის პრეს-სამსახურშიც უარყვეს და განაცხადეს, რომ ფეისბუქ გვერდი 2 ოქტომბერს მიშა საქართველოში•mishasakartveloshi ნაციონალური მოძრაობის არ არის და სავარაუდოდ ხელისუფლების მართული ანგარიშია.

ფოტოს თანხლებით პოსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ 20 ივნისის აქციაზე, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან ასოცირდება და  გავრილოვის ღამის სახელით არის ცნობილი, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ამჟამად პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი და ყოფილი პრემიერი გახარია მოუწოდებს. სწორედ გახარიას სახელს უკავშირდება აღნიშნული აქციის დაშლა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მათ შორის რამდენიმემ თვალის დაზიანება. იმჟამად გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. პროტესტის ნიშნად თვალის ახვევა სწორედ ამიტომ იქცა 20 ივნისის სიმბოლოდ. პოსტის გავრცელების მიზანია, ევროპის მხარდამჭერი აქცია, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის მიერ არის ინიცირებული, იმ პოლიტიკოსს დაუკავშიროს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლა და შეკრების დისკრედიტაცია მოახდინოს, ასევე დაბნეულობა გამოიწვიოს იმ ადამიანებში, ვინც აქციის სულისკვეთებას იზიარებს.

2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის, შემდეგ კი პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ აქციის პირველ დღეს მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ კი ანტისაოკუპაციო აქციებმა, სახელწოდებით “სირცხვილია” პერმანენტული სახე მიიღო. აქციის მონაწილეები მათი მესამე მოთხოვნის – შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებოიდან გადაყენებას ითხოვენ, რაც 20 ივნისს ძალის გამოყენებით აქციის დაშლას უკავშირდებოდა.

ფეისბუქ გვერდი 2 ოქტომბერს მიშა საქართველოში•mishasakartveloshi ექსპრეზიდენტის ცრუ მხარდამჭერი გვერდია, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:

P.S. ყალბი ღონისძიების პოსტი დასპონსორებულია. (Ambien)
242A929D F469 48DF BAE0 3A7F0936FCD9 ფეისბუქში ენმ-ის და სააკაშვილის სახელით  20 ივნისის აქციის ყალბი ღონისძიება შეიქმნა

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist