ალტ-ინფოს წამყვანი ამტკიცებს, რომ სტალინის დროს სისტემურად მიუღებელი დასჯა არ ხდებოდა
2021 წლის 26 ოქტომბერს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემა ალტ-ანალიტიკის წამყვანმა ირაკლი მარტინენკომ განაცხადა, რომ იოსებ სტალინის პერიოდში სისტემურად მიუღებელი დასჯის ფორმებს, გაუპატიურებასა და მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ.