ირლანდიის მთავრობის სახელით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ყალბი პოსტერები გავრცელდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

29
VIEWS

31 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა მარჯი საქართველო და გაბრიელ მიქელაძე გამოაქვეყნეს პოსტერი, რომელზეც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის გვერდითი მოვლენებია ჩამოთვლილი, მათ შორის ერთ-ერთია “უეცარი სიკვდილი.” თანდართული აღწერის მიხედვით, გართულებების შემთხვევაში ვაქცინის მიმღებმა პირებმა ინფორმაცია ირლანდიის ჯანდაცვის მარეგულირებელ ორგანოს (hpra.ie) უნდა მიაწოდონ.

12

ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებული პოსტერი ყალბია. ირლანდიის არც ერთ სახელმწიფო უწყებას აღნიშნული ინფორმაციის შემცველი პოსტერი არც დაუმზადებია და არც გაუვრცელებია.  

პოსტერის ფოტო უცხოურ წყაროებშიც გავრცელდა და ის ფაქტების ანალიტიკოსმა საერთაშორისო ორაგანიზაციებმა გადაამოწმეს. AP News-ი ირლანდიის ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ ორგანოს (HPRI) დაუკავშირდა. უწყების წარმომადგენელმა შივონ მალოიმ განმარტა, რომ აღნიშნული პოსტერი გაყალებულია და ის არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არც დაუმზადებია და არც გაუვრცელებია.

კიდევ ერთ გამოცემასთან, AFP-სთან კომენტარში მალოიმ განმარტა, რომ HPRI ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო პოსტერებს არ ამზადებს და შესაბამისად, ნებისმიერი ფოტო, რომელიც ამას ამტკიცებს, ყალბია. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორამციო და წამახალისებელ პოსტერებს სახელმწიფო ორგანოებიდან ჯანდაცვის სერვისების აღმასრულებელი ორგანო (HSI) ქმნის, თუმცა ვაქცინების გვერდითი ეფექტების შესახებ მსგავსი შინაარსის პოსტერი არც მათ დაუმზადებიათ.

HSI-ის საინფორმაციო მასალების სრულ ჩამონათვალში ვიზუალურად მსგავსი პოსტერები  იძებნება, თუმცა ისინი გავრცელებულ ტექსტს არ შეიცავენ.

1

ფოტო: HSI

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ფოტოს ბოლოს ირლანდიის მთავრობის ლოგოს გვერდით წარწერაზე ირლანდიურ და ინგლისურ ენებზე წერია სიტყვები “ირლანდიის ხალხი,” რაც ირლანდიის მთავრობის ოფიციალური სახელწოდება არ არის და შესაბამისად, სახელმწიფოს მეირ დამზადებულ პოსტერებზეც არ გამოიყენება. რეალურ პოსტერებზე ლოგოს გვერდით დატანილია სიტყვები “ირლანდიის მთავრობა.”

4

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების გვერდითი ეფექტების შესახებ ყალბი ცნობები “მითების დეტქტორმა” არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირლანდია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist