აფრიკაში აცრის შედეგად ბავშვების გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

25
VIEWS

28 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლილუ ლილუმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე გარდაცვლილი ბავშვი იატაკზე წევს, გარშემო კი ადამიანები ტირიან. აღწერის მიხედვით, ვიდეოში სამხრეთ აფრიკის 13 მოსწავლეა გამოსახული. (Zolpidem) აღწერაში ავტორი მოსწავლეების გარდაცვალების ზუსტ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა სვამს კითხვას “ჩვენ ბავშვებს ვერ მოერევა?” კომენტარებში კი წერს, რომ შემთხვევა ახლახანს მოხდა და  ბავშვები ვაქცინირებულნი იყვნენ.

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული ბავშვები ვაქცინაციის შედეგად დაიყუპნენ, მცდარია. ვიდეო 2020 წლის 2 თებერვალსაა გადაღებული და კენიის ერთ-ერთ სკოლაში ჭყლეტის მსხვერპლ მოსწავლეებს ასახავს. 

აღნიშნული ვიდეო განსხვავებული ყალბი აღწერით უცხოეთში ადრეც ვრცელდებოდა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მაშინ წერდნენ, რომ ბავშვები კლასელის დაბადების დღის ტკბილეულმა მოწამლათ. ინფორმაცია ფაქტების ანალიტიკოსმა ფრანგულმა France24-მა და აფრიკულმა Piga Firimbi-მ გადაამოწმეს.

გამოცემების მიხედვით, ვიდეო რეალურად 2020 წლის 2 თებერვალსაა გადაღებული და კენიის ქალაქ კაკამეგას სკოლაში მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაღუპულ ბავშვებს ასახავს. კაკამეგას ტრაგედიის მსხვერპლების ვიდეოები ინტერნეტში მალევე გამოჩნდა, ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის DjTerrah Ke-ის 4 თებერვლის ვიდეოში გარდაცვლილი ბავშვები გავრცელებული ვიდეოს მოპირდაპირე კუთხიდან არიან აღბეჭდილნი.

"
ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ჭყლეტის შედეგად დაზარალებული სხვა ბავშვებიც ჩანან, მათ გარდაცვლილთა მსგავსად მწვანე სასკოლო ფორმები აცვიათ. კაკამეგას სკოლის ტრაგედიას ჯამში 14 მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"
“მითების დეტექტორმა” ფეისბუქ მომხმარებლის ლილუ ლილუს მიერ კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია არა ერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კენია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist