Natia Colussi “მწვანე პასპორტებსა” და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

26
VIEWS

9 ნოემბერს ბლოგერმა ნათია ქოლუსიმ ფეისბუკის პირად ანგარიშზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და მწვანე პასპორტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.  ბლოგერის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მსოფლიო მმართველობის საჭიროებას აანონსებს,  რაც “მწვანე პასპორტებს” უკავშირდება. ნათია ქოლუსის პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ  “მსოფლიო ჯანმრთელობის ცნობა” მსოფლიო ციფრული პირადობის ნაწილი გახდება. პოსტს თან ერთვის სქრინები “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ვებ-გვერდიდან, რომელშიც საუბარია “გლობალური სამართლის” ახალი ეტაპის საჭიროებაზე.
"
ნათია ქოლუსის პოსტი დეზინფორმაციულია: 1. ბლოგი, რომელსაც ნათია ქოლუსი იმოწმებს,  რეალურად არა “მწვანე პასპორტებს”, არამედ კლიმატის ცვლილებას შეეხება. 2. ბლოგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან ის საავტორო სტატია.

ნათია ქოლუსის პოსტი მკითხველში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი გეგმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგს წარმოადგენს. სინამდვილეში ტექსტის ავტორი მაქსიმ ბურიანოვი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდული ქსელის,  Global Shapers Community-ის წევრია და  მსოფლიოში მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრა ღია, გამჭვირვალე, დეცენტრალიზებული გლობალური სამართლით ესახება. ბლოგში საუბარი არ არის “მწვანე პასპორტებზე” ან მსოფლიო ციფრულ პირადობის მოწმობასთან მიბმულ ჯანმრთელობის ცნობაზე. ის რეალურად კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ავტორისეულ ხედვას მოიცავს.

Global Shapers Community 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ქსელს წარმოადგენს, რომლებიც ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად ერთობლივად მუშაობენ. ქსელში 150 ქვეყნის 448 ქალაქიდან 13 000-ზე მეტი წევრია გაერთიანებული. Global Shapers Community-ს წევრები საქართველოდანაც ჰყავს. მართალია სტატია COP26-ის ფარგლებში მომზადდა, თუმცა სტატიის ბოლოში ნათქვამია, რომ ტექსტში გამოთქმული შეხედულებები ავტორის მოსაზრებაა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეხედულებას  არ წარმოადგენს.
"

რას წერს რეალურად მაქსიმ ბურიანოვი ბლოგში?

მაქსიმ ბურიანოვი სტატიაში 1987 წლიდან 2015 წლის ჩათვლით გარემოს დაცვის საკითხების კუთხით მსოფლიოში განხორციელებულ ნაბიჯებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული გეგმებისა და მიზნების შესახებ გამჭვირვალე მექანიზმები აღარ არსებობს. მაშინ, როდესაც ადამიანის საქმიანობამ პლანეტის კლიმატსა და ეკოსისტემებზე ძლიერი გავლენა მოახდინა, მნიშვნელოვანია, სამართლებრივი ნორმების უნიფიცირება და მათი განხორციელებისთვის ციფრული მექანიზმების შექმნა. ბურიანოვის აზრით, საჭიროა გლობალური სამართლის მიდგომა, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და სხვა საფრთხეებზე სახელმწიფოებსა და ტრანსნაციონალურ კომპანიებს გარკვეულ პასუხისმგებლობას დააკისრებს. ასევე გლობალური საფრთხეების თვალყურის დევნებისა და მათზე რეაგირების მიზნით, ავტორის აზრით, მსოფლიოში ერთიანი საინფორმაციო სისტემა უნდა შეიქმნას,  რომელიც ქვეყნებს დაავალდებულებს, სტრატეგიულ დოკუმენტებში გლობალური მიზნები ჩართონ და არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთო ადამიანური ინტერესებით იხელმძღვანელონ.

რას ეძღვნება 2021 წლის ნოემბერში გამართული კონფერენცია  „COP26“ 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2021 წლის პირველი ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას სახელწოდებით „COP26“ მართავს. კონფერენციას 200 ქვეყნის 25 ათასი წარმომადგენელი ესწრება, რომელთა ფიზიკურ და ვირტუალურ ჩართულობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უზრუნველყოფს. მსოფლიო ლიდერებისა და ექსპერტების ამოცანას კლიმატის შესახებ პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესრულების შედეგების შეჯამება და გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ბრძოლის გზების განხილვა წარმოადგენს.

პარიზის შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიოს 200-მდე ქვეყანა აწერს ხელს. ხელშეკრულება არის ერთგვარი გლობალური ძალისხმევა „სათბურის ეფექტის“ შესაჩერებლად, რომელიც სათბურის აირების ემისიებმა და ატმოსფეროში მათმა ჭარბმა კონცენტრაციამ გამოიწვია.

ნათია ქოლუსის მანიპულაციური ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პარიზის კლიმატის შეთანხმების და გლობალური მმართველობის გეგმების შესახებ წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:

  •  Natia Colussi Vision 2050-ის და პარიზის შეთანხმების შესახებ შეთქმულების თეორიას ავრცელებს

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist