“მთავარი არხის” ჟურნალისტის სახელით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

45
VIEWS

27 ივნისს ფეისბუქ-გვერდმა Politics გამოაქვეყნა “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დიანა ჯოჯუას ფოტო თანდართული წარწერით: “უდიდესი სირცხვილი! “ქართულმა ოცნებამ” UEFA მოისყიდა, რომ საარჩევნოდ ქართველი ხალხი გაებედნიერებინა”. პოსტის კომენტარებში ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლები ფოტოზე დატანილ წარწერას დიანა ჯოჯუას სიტყვებად აღიქვამენ.

mthavari arkhis zhurnalistis sakhelith evropis saphekhburtho chempionatze gaqhalbebuli tsitata vrtseldeba "მთავარი არხის" ჟურნალისტის სახელით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გაყალბებული ციტატა ვრცელდება

დიანა ჯოჯუას ციტატა გაყალბებულია. “მთავარი არხის” ჟურნალისტს საინფორმაციო გამოშვებაში არ უთქვამს, რომ “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ ხალხის გაბედნიერებისთვის UEFA მოისყიდა. 

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ჯგუფური მატჩი 26 ივნისს პორტუგალიასთან გამართა. საქართველომ მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. 

მატჩის მომდევნო დღეს, 27 ივნისს, “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვება დიანა ჯოჯუამ და პაატა იაკობაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე საუბრით დაიწყეს. თუმცა, არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ “ქართულმა ოცნებამ” UEFA მოიყიდა. 

დიანა ჯოჯუამ 27 ივნისის საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში ორჯერ აღნიშნა EURO 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატება:

დიდი საფეხბურთო ზეიმი გრძელდება. საქართველო მერვედფინალშია და პორტუგალია უკვე გავლილი ეტაპია. ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი თამაშით დაამტკიცა, რომ უპირობო გრანდების დამარცხებაც კი შეუძლია. 2:0 გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ქართული სანაკრებო ფეხბურთი უმაღლესი ევროპული დონის არის და საქართველო ყველასთვის ღირსეული და საშიში მეტოქეა.” 1:34 

“შეუძლებელი არაფერია, საქართველოს ნაკრებმა ეს საფეხბურთო მოედანზე დაამტკიცა, არათუ შეხვედრის ან ქვეჯგუფის, მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის დამაჯერებელი დამარცხებით ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატის ღირსეული მონაწილეა. დამაჯერებელი, ტექნიკურად და ტაქტიკურად გამართული თამაშით საქართველომ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მთელი მსოფლიო და საფიქრალი გაუჩინა მომავალ მეტოქეს. დღეიდან ჩვენი ფეხბურთელები უკვე ესპანეთთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან და იციან, რომ შეუძლებელი არაფერია”.  8:20

“მითების დეტექტორს” სოციალურ ქსელში დიანა ჯოჯუას სახელით გავრცელებული გაყალბებული ციტატა წარსულშიც აქვს გადამოწმებული.   

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების შემდგომ, სოციალურ ქსელში არაერთი ყალბი მტკიცება თუ ციტატა გავრცელდა. მათი “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს. ვრცლად წაიკითხეთ მასალები: 

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist