მფარველობს თუ არა საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში ღმერთი და წარმატებული ჯანდაცვის სისტემა?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

4
VIEWS

სოციალურ ქსელში ისევ აქტიურად ზიარდება 2020 წლის 12 ივნისს ფეისბუქ მომხმარებლის ოთარ მაჭარაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომლის მიხედვითაც, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ მიმართვაში საქართველო ვირუსთან მებრძოლ სამაგალითო ქვეყანად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ქართველებს ღმერთი განსაკუთრებით მფარველობს, რადგან მათ პანდემიის დროს ეკლესიები არ დახურეს. იდენტური ციტატა კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა ეკა ტერინემ 2021 წლის 16 ივნისსაც გამოაქვეყნა.

2021 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ოთარ მაჭარაშვილის პოსტი 3800-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა, ხოლო ეკა ტერინეს პოსტს 2400 გაზიარება აქვს.

1

სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გავრცლებული ციტატა გაყალბებულია და ის დონალდ ტრამპს არ ეკუთვნის. ღია წყაროებში არ გვხვდება დონალდ ტრამპის მიერ პანდემიის პერიოდში გაკეთებული მიმართვა ან საჯარო გამოსვლა, რომელშიც იგი საქართველოს მისამართით იდენტურ ან შინაარსობრივად მიახლოებულ ციტატას აჟღერებს. ციტატის წყაროს არც პოსტების ავტორები უთითებენ.

დეზინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი პანდემიის მართვის ქართული მოდელით გაოცებული იყო და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას სთხოვდა, 2020 წლის აპრილშიც ვრცელდებოდა. მსგავსი ტიპის შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ქლიქბაით ვებ-გვერდი Abcnews.com.ge ავრცელებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
გაოცებულია თუ არა ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს შედეგებით?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist