მოსკოვის დროით: რას ლაპარაკობს და უჩვენებს ალტ-ინფო 

კითხვის დრო: 10 წუთი

კითხვის დრო: 10 წუთი

8.2k
VIEWS

2022 წლის 24 თებერვალს, რუსული მხარის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების პარალელურად, ტელეკომპანია “ალტ-ინფო” მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას, “ალტ-ინფოს” წამყვანები და იმავე დროს კრემლისტური პარტია “კონსერვატიული  მოძრაობის” ლიდერები მკვეთრად რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდნენ და ცდილობნდენ, კრემლის პოლიტიკა გაემართლებინათ. ამავე დროს რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მსგავსად, “ალტ-ინფოს” წამყვანების მხრიდან აქცენტი რუსეთის სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებაზე კეთდებოდა.

მონიტორინგის პერიოდში, 24 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, “მითების დეტექტორმა” “ალტ-ინფოს” გზავნილების 2 კატეგორია გამოჰყო, რომელთაგან ერთი უშუალოდ უკრაინას შეეხებოდა და ომში რუსეთის უპირატესობის კულტივირებაზე იყო ორიენტირებული; მეორე კი ამ ვითარებაში საქართველოს პოზიციონირებას და მის ევროატლანტიკურ არჩევანს შეხებოდა. ეს გზავნილები შემდეგია:

უკრაინა საქართველო
    1. დასავლეთმა უკრაინა მიატოვა 
6. საქართველოს იგივე ელის, რაც უკრაინას
2. დასავლეთი ორ მოძმე ერს ერთმანეთში აომებს 7. ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, მათი განეიტრალება უნდა მოხდეს  
3. უკრაინელ ხალხს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ სურს 8. ომის თავიდან ასარიდებლად საქართველო 3+3 ფორმატს უნდა შეუერთდეს და საგარეო კურსი შეცვალოს
4. რუსეთს ომში მკაფიო უპირატესობა აქვს და უკრაინა მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელების ხარჯზე იმარჯვებს 9. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ომში ჩართვად არ ღირს
5. რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩის 10. უკრაინას მხარდაჭერას მხოლოდ ლიბერალები და გეი აქტივისტები უცხადებენ

აღსანიშნავია, რომ, კონრეტულ შემთხვეებში, “ალტ-ინფოს” მიერ გაჟღერებული გზავნილები თანხვედრაში იყო რუსული პროპაგანდისტური გამოცემების და მათი ლიდერების ნარატივებთან. 

გზავნილი ალტ-ინფო რუსული წყაროები
დასავლეთი ორ მოძმე ერს ერთმანეთში აომებს/უკრაინელ ხალხს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ სურს შოთა მარტინენკო Российского военно-исторического общества; АТН: Новости Беларуси и мира; Новости Первого канала:
რუსეთს ომში მკაფიო უპირატესობა აქვს და სამხედრო ოპერაციებს წარმატებით ახორციელებს  გიორგი ქარდავა, შოთა მარტინენკო Мария Захарова; Минобороны РФ; Первый канал: 
დეზინფორმაციის გავრცელების ხარჯზე ინფორმაციულ ომში უკრაინა იმარჯვებს გიორგი ქარდავა, შოთა მარტინენკო, ზურაბ მახარაძე АТН: Новости Беларуси и мира; Vesti.ru; Russia 1; первый канал
რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩის გიორგი ქარდავა, შოთა მარტინენკო Первый канал; Сергей Шойгу:
  1. დასავლეთმა უკრაინა მიატოვა

სამხედრო მოქმედებების პარალელურად, “ალტ-ინფოს” წამყვანები ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი, კერძოდ ნატო და ევროკავშირი უკრაინისთვის მხოლოდ იმედის მიცემითა და გამამხნევებელი გზავნილებით შემოიფარგლებიან, სინამდვილეში კი, არც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია ეფექტიანი და არც იმის სურვილი ჩანს სადმე, რომ დასდავლეთი უკრაინას შეიარაღებით დაეხმაროს. “ალტ-ინფოს” მტკიცებით, დასავლეთისთვის მთავარია, დაპირისპირება მათ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო: “მაგას ვლაპარაკობდით ამდენი ხანი – ევროპის მხარდაჭერა იქნება ეგეთი. გაგწირავენ, გეტყვიან, რომ  არცერთი ნაბიჯით ნატო უკან არ დაიხევს, არც ერთი მილიმეტრით ნატოს გაფართოების იდეას არ შევაყოვნებთ, ოღონდ ამის გამო შეიძლება შეგატაკონ რუსეთს და მერე მთელი მხარდაჭერა იქნება ის, რომ გამოითქმება იმედები, რომ ევროპაზე არ გავრცელდება სამხედრო მოქმედებები.“

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო: “ფაქტი არის, რომ უკრაინა მიატოვეს. მიატოვეს მე ვგულისხმობ პრაქტიკულად. ეხლა განცხადებებს და რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ოღონდ სანქციებზეც ბოლომდე ვერ შევთანხმდით, სვიფტიდან გამოვრთოთ რუსეთი და ბოლომდე გავანადგუროთ თუ არა ეს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, ეს არაფერი დამაიმედებელი, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის არ არის, ვინაიდან უკრაინა ელოდებოდა რეალურ ეფექტურ მხარდაჭერას.”

ზურა მახარაძე, ალტ-ინფო: “„ევროპა ჩვენს გვერდით არის, ხომ არის ეგეთი აი, ეხლა წავიკითხავ: გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰავეკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ გეგმავს.“

2. დასავლეთი ორ მოძმე ერს ერთმანეთთან აომებს/უკრაინელ ხალხს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ სურს

“ალტ-ინფოს” მტკიცებით, რუსები და უკრაინელები მოძმე ერები არიან, შესაბამისად, არც-ერთი მხარე არაა დაინტერესებული ომითა და სისხლისღვრით. მეტიც, “ალტ-ინფოს” წამყვანები ამტკიცებენ, რომ უკრაინის მოსახლეობის ნაწილი რუსებს სიხარულით ხვდება და მათში ლიბერალური დღის წესრიგიდან თავის დაღწევის გამოსავალს ხედავს.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ რუსეთისა და უკრაინის საერთო ისტორიაზე კრემლის მედია და მისი სატელიტები აქტიურად აპელირებრნ. მაგალითისთვის, ზელენსკის მისამართით გაკეთებულ მიმართვაში რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ რუსები და უკრაინელები მოძმე ხალხია, რომელთაც საერთო ისტორია, რელიგია და ღირებულბები აქვთ, შესაბამისად, დღევანდელი მოვლენები მხოლოდ და მხოლოდ დასავლური ქვეყნების მიერ პროვოცირებული მასობრივი რუსოფობიური ისტერიაა. ანალოგიურად, რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების მიერ გაკეთებული განცხადებით, რუს და უკრაინელ ხალხს ერთი ისტორია, ერთი კულტურა, ერთი სისხლი და ერთი მეხსიერება აქვს.

რუსეთის პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ალტ-ინფოსას ემთხვევა. Новости Первого канала-ს მიხედვით, უკრაინელი ჯარისკაცები მასიურად ყრიან იარაღს და რუს ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ ისინი ერთი ხალხი არიან და ომს აზრი არ აქვს. Russia 24-ის ცნობით, რუსეთის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზაზე ხერსონის ოლქში. თუმცა, უკრაინელებს ობიექტის დაცვა არც უცდიათ, უბრალოდ ყველაფერი დატოვეს და გაიქცნენ.

ალტ-ინფო რუსული წყაორები
შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო: “კი, პუტინი არის უკრაინელების ძმა და აგიხსნით ეგ მნიშვნელოვანი რაღაცაა, უნდა გვესმოდეს, რუსები არიან უკრაინელების ძმები, რუსები და უკრაინელები რომ მოკავშირეები იყვნენ და უკრაინელებს რომ ვინმე თავს დაესხას, რუსები აუცილებლად იომებენ უკრაინელებისთვის, მაგაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულები. როგორც თავისი თავის ისე იომებენ მათ დასაცავად, ამერიკელებივით კი არ ეტყვიან შორიდან, რომ აი ბიჭებო, მე ეხლა ვერ ჩავერევი და თქვენ მიხედეთ მანდ.” Российского военно-исторического общества: “В наших душах нет ненависти и злобы к украинскому народу, и мы верим, что у подавляющего большинства украинцев – нет ненависти к русским. Потому что мы одной истории, одной культуры, одной крови, одной памяти! Не верим, что эта ненависть может стать основой сознания европейцев и американцев, определяющей отношение к России и многонациональному российскому народу.”

АТН: Новости Беларуси и мира: “ Беларусь не впервые выступила площадкой для мирных переговоров: пока братские народы бьются друг с другом — изначальные зачинщики только от этого выигрывают.

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო: „ხალხი პირდაპირ ქუჩებში ხვდება ზეიმით [კადრები], ხალხის დიდი ნაწილი ზეიმით ხვდება რუსებს და იძახიან, რომ შემოდით და აღარ გვინდა ეს რაღაცა იდიოტური, პროდასავლური ავანტიურა […]  აქ ერთი ერია და ერთი რელიგიაა. რა, ვინ დაიწყებს? პირიქით ნახევარი გადავა იქით.“ Новости Первого канала: военнослужащие украинской армии складывают оружие, говоря «мы — один народ»; и как бандиты из так называемых нацбатов берут людей в заложники, устраивая огневые позиции в жилых домах.”

3. რუსეთს ომში მკაფიო უპირატესობა აქვს და სამხედრო ოპერაციებს წარმატებით ახორციელებს

“ალტ-ინფოს” მტკიცებით, შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთს აშკარა მატერიალური, ტექნოლოგიური და ადამიანური უპირატესობა აქვს, რაც მის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების თანმიმდევრული წარმატებით დასტუდება. მათი აზრით, რუსული მხარე კონფლიქტში სტრატეგიულად მოქმედებს, ყველა შესაძლო ნაბიჯი გათვლილი აქვს და დანაკარგის შევსებაც მარტივად შეუძლია, რასაც ვერ ვიტყოდით უკრაინაზე, რომელსაც მცირედი წარმატებების მიუხედავად, რესურსი მალე ამოეწურება და მის შევსებას ვეღარ მოახერხებს.

ინფორმაცია ომში რუსული მხარის აშკარა უპირატესობის შეხახებ რუსულ პროპაგანდულ მედიასაშუალბებშიც აქტიურად ვრცელდება. ომში რუსეთის მხრიდან მინიმალური დანაკარგისა და სამხედრო ოპერაციის გეგმიური მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  და მეინსტრიმული რუსული მაუწყებლები ავრცელებენ. 

Владимир Путин: “Специальная военная операция идет в строгом соответствии с графиком, по плану. Все поставленные задачи успешно решаются.”

ვლადიმერ პუტინი: “სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით, გრაფიკის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. ყველა დაკისრებული დავალება წარმატებით სრულდება.”

ალტ-ინფო რუსული წყაროები
გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო: „როგორ უნდა შეაჩერო რუსული მსხვილი სატანკო კოლონები, თან იმ პირობებში, როდესაც მთლიანად მათ უკავიათ საჰაერო უპირატესობა… თან განადგურებულია ყველა საკვანძო, სამეთაურო პუნქტი. პრაქტიკულად დეზორგანიზებულია უკრაინული ჯარი… ეს არის უბრალოდ დროის ამბავი, ადრე თუ გვიან ამ პატარა შეტაკებას და დაბრკოლებას ამხელა სამხედრო მანქანა გადათელავს.“ Мария Захарова: “Продолжает осуществляться [на Украине] специальная военная операция вооружённых сил РФ. Как это было заявлено руководством РФ идет строго по намеченному плану.” 
შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო: „წინ მიდის რუსეთი, თვითონ იმ რეზერვების თვალსაზრისითაც, ნუ მანდ შედარებაც არ შეიძლება, უფრო დიდი დანაკარგების შემთხვევაში შევსების საშუალებაც აღარ აქვთ უკრაინელებს და ის ძალები, რომლებიც ეხლა იბრძვიან უკვე გამოფიტვის ზღვარზე არიან… კომუნიკაციები, მომარაგება, ფიზიკურად ნაკლებია… არის თუ არა ეს ბლიც კრიგი, ნუ თანამედროვე ომის პირობებში ის, რასაც ახლა თქვენ რუსების შესრულებით უყურებთ, შეიძლება ამას დაერქვას ბლიც-კრიგი, იმიტომ რომ ეხლა ეფექტური პირდაპირი მარში წინააღმდეგობის გარეშე.” Минобороны РФ:Российские военнослужащие проявляют мужество и героизм в ходе выполнения боевых задач специальной военной операции. К сожалению, есть погибшие и раненые наши товарищи. Но наши потери многократно меньше уничтоженных националистов. И потерь среди военнослужащих украинских вооруженных сил.”
შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო:დღეს რასაც ვუყურებთ, რუსები არაფერ სისულელეს არ აკეთებენ, აი გაწერილი გეგმა აქვთ, ჭადრაკის დაფასავით იციან, ეხლა აქეთ უნდა წავიდეთ, ეხლა იქით, დესანტი უნდა გადავსხათ, ამ დესანტს რომ გადავსხავთ მერე აქედან უნდა მივიდეს ჩვენი ნაწილები… ამდენ ხანში მივა და ვერ გაანადგურებენ… საწვავის პრობლემა არა აქვს, ამისი ჯარისკაცები არ არიან გამოფიტულები, იმიტომ რომ ბევრად მეტი ჰყავს და ერთი ნაწილი რომ გამოიფიტება, მეორე ნაწილი შემოჰყავს, გადაჯგუფებას ახდენს და აი დღეს რომ კითხულობდით, რატომ შენელდა ტემპი, გადააჯგუფა, ახალი ნაწილებით ჩაანაცვლა, ისინი დაიძრნენ წინ, ესენი დაისვენებენ სანამ ისინი წინ წმენდენ წინაღობებს, მერე ესენი ჩაერთვებიან… უკრაინელები არ იცვლებიან, ვინც არიან სულ ეგენი არიან და გამოფიტულები ეხლა წარმოიდგინეთ… Первый канал: Российские военнослужащие наших Вооруженных сил в ходе выполнения задач специальной операции проявляют высочайшее мужество и смелость, демонстрируя мастерское владение своей специальностью и боевой техникой. Успешное продвижение российских войск в рамках специальной операции по демилитаризации Украины усиливает истерику США и других стран НАТО. ”
შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო, 28 თებერვალი: “ყველას ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ევროკავშირს ესმის, რომ  სად უნდა შეიყვანონ კაცო?! სად უნდა შეიყვანონ 2 -3 დღეში საერთოდ აღარ იარსებებს უკრაინა ამ სახით, ერთ კვირაში კაპიტულაცია მოხდება, სად ვინ უნდა შეიყვანონ?!“

4. დეზინფორმაციის გავრცელების ხარჯზე ინფორმაციულ ომში უკრაინა იმარჯვებს

“ალტ-ინფოს” მტკიცებით, დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინა წარმატებით ახერხებს საინფორმაციო ველით მანიპულირებას და საერთაშორისო აუდიტორიისთვის ცრუ წარმოდგენის შექმნას, თითქოს უკრაინა წარმატებით ახერხებს რუსული თავდახსმის შეკავებას და მნშვნელოვან ზიანსაც აყენებს რუსულ მხარეს. “ალტ-ინფოს” წამყვანები ამტკიცებენ, რომ უკრაინის მთავრობა განგებ ავრცელებს დეზინფორმაციას, აწყობს პროვოკაციებს და ცდილობს, რუსული მხარის დემონიზებას. წამყვანები აქვე აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ რუსული საინფორმაციო საშუალებები მოიკოჭლებენ.

მტკიცება, თითქოს დასავლური მედია უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის და რუსეთს აგრესორად წარმოაჩენს, რუსული და ბელარუსული მედიასაშუალებებისა და Facebook გვერდების მიერ აქტიურად ვცრელდება. მაგალითისათვის, ბელარუსული “АТН: Новости Беларуси и мира-ს” მტკიცებით, საინფორმაციო ომი მიზნად ისახავს ადამიანების გონებისა და გულების სამიზნეში ამოღებას, ხოლო ნატოს სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი სპეციალური ჯგუფები გამუდმებით ამახინჯებენ სიახლეებს, ფაქტებს, ისტორიას, არღვევს ეთიკისა და უფლებების ყველა ნორმას. რუსულენოვანი გამოცემა Vesti.ru აღნიშნავს, რომ საინფორმაციო ომი ინტერნეტში სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც უკრაინის მხარდამჭერი ძალების მიერ ინფორმაციული ვაკუუმის შექმნაში გამოიხატება.  Russia 1-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი ამკიცებს, რომ უკრაინა აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რათა მოსახლეობასა და საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიერ ანტაგონისტურად განაწყოს.  ხოლო რუსული პირველი არხის მტკიცებით, ერთ კვირაში უკრაინელების მიერ გავრცელებული მილიონნახევარი ყალბი ინფორმაცია გამოავლინეს და აღნიშეს, რომ უკრაინული მხარე მასშტაბურად იყენებს 2014 წლის კადრებს და მათ 2022 წლის მოვლენებს მიაწერს.

ალტ-ინფო რუსული წყაროები
ზურაბ მახარაძე, ალტ-ინფო: “უკრაინული მხარის მხრიდან აქტიურად ვრცელდებოდა ისეთი ინფორმაციები, რომ მათ იმხელა დანაკარგი მიაყენეს რუსულ მხარეს, რომ ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ რუსები უფრო წინ წასვლას… ჩემი აზრით, ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს ამერიკული დაზვერვის მონაცემებიდან გამომდინარე…რაც მიაყენეს საზღვართან [რუსებმა], იმის სრული მოცულობა არ არის შეყვანილი და შესაბამისად შეჩერების მიზეზად იმის დასახელება, რომ რუსებს რაღაცა ჯარი აღარ ჰყოფნით, იმდენი დაუხოცეს, ნუ რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია.” Новости Первого канала: “Интернет наводнен предвзятой информацией о событиях на Украине. Только за неделю мониторинг ресурсов выявил почти полтора миллиона фейков. Среди фейков сообщения о ЧП, минированиях, эвакуациях, а также фальшивые цитаты, которые приписывают историческим деятелям.”
გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო „ამერიკელების მიერ დაფინანსებული მედიები და პოლიტიკოსები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ხალხს ამყოფებენ ინფორმაციულ ვაკუუმში, რომ ეხლა მოსკოვის მიმართულებით მიდის თურმე შეტევა და არა პირიქით კიევის. რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში და არა პირიქით… რაც ეხლა უკრაინას  უქნეს იგივე ქვაბში უნდა მოვიხარშოთ ჩვენ…” Айсуна олчонова, ВЕСТИ.ru: “Информационная война в Интернете набирает обороты. Алтайские блогеры сообщили о попытках подкупа и предложениях делать посты в поддержку Украины. Цены при этом варьировались от 10 тысяч рублей за пост до 50 тысяч рублей за сторис.”

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო: “რუსული მხარის პროპაგანდა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მოიკოჭლებს. ნუ, პრაქტიკულად საინფორმაციო ომს უკრაინული მხარე იგებს, ნუ, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს… უკრაინის ტერიტორიაზე ხდება კონფლიქტი, შესაბამისად, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც კი ტელეფონით კადრს იღებს, შეიძლება ერთი აფეთქებული ტანკი იყოს მარა რაღაც 3 რაკურსით გადაიღონ და მერე ეს ინფორმაციები ვრცელდება უკრაინული მხარის მიერ.”

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო: „ეს არის უკრაინული მონაცემები, რომელიც სანდო არ იქნება… ამ მონაცემებით ჩამოგდებულია 7 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი, 24 ტანკი და 20 ჯავშან-მანქანა. ეს ეხლა სულ სიმართლე, რომ იყოს ამ მასშტაბის შეტევისთვის ეს არის მიზერული რაოდენობა.“

ზურაბ მახარაძე, ალტ-ინფო: “უკრაინული მხარის მხრიდან აქტიურად ვრცელდებოდა ისეთი ინფორმაციები, რომ მათ იმხელა დანაკარგი მიაყენეს რუსულ მხარეს, რომ ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ რუსები უფრო წინ წასვლას… ჩემი აზრით, ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს ამერიკული დაზვერვის მონაცემებიდან გამომდინარე…რაც მიაყენეს საზღვართან [რუსებმა], იმის სრული მოცულობა არ არის შეყვანილი და შესაბამისად შეჩერების მიზეზად იმის დასახელება, რომ რუსებს რაღაცა ჯარი აღარ ჰყოფნით, იმდენი დაუხოცეს, ნუ რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია.”

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო: „თითქოსდა ისე ხატავენ სიტუაციას, რომ რუსეთი ჩაეფლო უკრაინაში, ვერ მიდის წინ, რაც არის… მტკნარი სიცრუე. ტემპი, რომლითაც რუსული საჯარისო ფორმირებები მიიღწევიან და მიდიან წინ, არის დაახლოებით 80-100 კმ დღეში. ეგ სამხედრო სტრატეგიაში არის მშვიდობიანი მარშის ტემპი…”

5. რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩის

ალტ-ინფოს წამყვანები და პარტია “კონკსერვატიული მოძრაობის” წევრები, გიორგი ქარდავა და შოთა მარტინენკო ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთს მხოლოდ სამხედრო ობიექტების განადგურება აქვს მიზნად და მაქსიმალურად ცდილობს ეს ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების გარეშე უზრუნველყოს. 

საყურადღებოა, “ალტ-ინფოს” მოცემული გზავნილი აგრეთვე თანხვერაშია რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან იმის შესახებ, რომ რუსული დანაყოფები მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ სამხედრო ობიექტები გაანადგურონ და თავიდან აირიდონ მშვიდობიანი მოსახლეობაზე შეტევა. მაგალითისთვის, რუსული პირველი არხის მიერ 6 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ჯარი უკრაინის ოკუპაციას არ ახდენს, ყველა ზომას იღებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული იყოს. რუსული მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ დარტყმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, განსაკუთრებული სიზუსტის იარაღებით ხორციელდება.

ალტ-ინფო რუსული წყაროები
შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო: “ეხლა  რუსების შემთხვევაში, ხომ უკრაინელები რომ ათავსებენ საცხოვრებელ კვარტლებში თავის შეიარაღებას, იქ შეტევა უჭირთ, იმიტომ რომ დაბომბვას ერიდებიან და უწევთ, რომ ფიზიკური ძალით შევიდნენ…” Сергей Шойгу: Российская Армия не оккупирует украинскую территорию. Принимает все меры для сохранения жизни и безопасности мирних жителеи. Подчеркну, что удар наносится только по военным объектом и исключительно высокоточным оружием.
  1. საქართველოს იგივე ელის, რაც უკრაინას

“ალტ-ინფოს” წევრები უკრაინაში შექმნილ სიტუაციას ქართველ მოსახლეობაში შიშის დასანერგადაც იყენებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ თუ ქვეყანა დაუყოვნებლივ არ დაალაგებდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, საქართველო მალე უკრაინის ბედს გაიზიარებდა. 

ზურა მახარაძე, ალტ-ინფო “კიი, რუსეთთან თანამშრომლობაში უნდა შევიდეთ, რომ უკრაინას რაც დაემართა, ჩვენ არ დაგვემართოს. ხო, მაგას ვამბობთ ჩვენ!“

ზურა მახარაძე, ალტ-ინფო: „მე მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებსაც, ნეიტრალურ დამკვირვებლებსაც, რომელიც ორივე მხარეს უყურებს და ფიქრობს, რომ ანუ, რა ხდება, უბრალოდ ეცნობა და ჩვენ მოწინააღმდეგეებსაც, ის, რაც ამ ორი დღის მანძილზე გაირკვა, საქართველოსთვის არის შემდეგი, ან ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ ჩვენ, ან აი, ეხლა ფონურ რეჟიმში რაც გადის ჩემს გვერდით[უკრაინის მოვლენები], ხდება ეგ საქართველოში. მეტი ალტერნატივა აღარ არსებობს.”

  1. ომის თავიდან ასარიდებლად საქართველო 3+3 ფორმატს უნდა შეუერთდეს და საგარეო კურსი შეცვალოს

უკრაინის მოვლენებზე საუბრისას, ალტ-ინფოს წამყვანმა ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მალე საქართველოშიც გამეორდეს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა შეუერთდეს 3+3 ინიციატივას, რაც რეგიონში 6 სახელმწიფოს შორის (რუსეთი, თურქეთი, ირანი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) თანამშრომლობის განახლებულ ფორმატს გულისხმობს. (განცხადების ფეისბუქ ბმული ხელმისაწვდომი არ არის).

საგულისხმოა, რომ “ალტ-ინფოს” წევრები, ‘3+3’ ფორმატში საქართველოს ჩართვას ადრეც ადვოკატირებდნენ. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: 

ამასთანავე, ალტ-ინფოს წამყვანის განცხადებით, როცა რუსეთი საქართველოს არჩევანის წინაშე დააყენებს, საქართველოში ამერიკის მარიონეტი ხელისუფლება არ უნდა იყოს, ისევე როგორც ეს უკრაინაშია.

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო: „აი, მოგვადგება რუსეთი და გვეტყვის, ეხლა უკრაინა მოვრჩი, ეხლა თქვენ რას აკეთებთ აბა?! ვისკენ ხართ, რა გინდათ, აი, მაგ მონეტში ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად დაველაპარაკოთ რუსეთს, აქ არ იყოს ამერიკის მარიონეტი ხელისუფლება, როგორც ახლა უკრაინაშია, იმიტომ, რომ ეგეთ დროს რუსეთი სხვანაირად დაელაპარაკება საქართველოს, ბევრად უფრო წამგებიანად.”

  1. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ომში ჩართვად არ ღირს

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, “ალტ-ინფო” საქართველოს სამომავლო პერსპექტივასაც განიხილავდა და ამტკიცებდა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა თვქას უარი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ვინაიდან მოცემული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან ომის დაწყების წინაპირობა გახდება. ალტ-ინფოს წამყვანები მკაფიოდ აფიქსირებდნენ, რომ მათთვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობა ღირებულებას არ წამოადგენს.

ირაკლი მარტინენკო, ალტ-ინფო: “რატო უნდა ვიომოთ?! ანუ, ნორმალურმა ადამიანმა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის რატომ უნდა იომოს?! დებილია ვინც მაგისთვის იომებს, კაცო! ხოდა, ძაან მარტივია რა, არც უნდა კონსერვატიულად განწყობილ ადამიანს, არც უნდა, კაცო, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რაღაცა საქონლობა…“

ირაკლი მარტინენკო, ალტ-ინფო: “ანუ, დასავლეთში და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არც არის მომხიბვლელი კაცო! რაღაცა გეი-აქტივისტობა და რაღაცა გარყვნილობა და უბედურებაში ინტეგრაციისთვის მე რატო უნდა ვიომო საერთოდ?!“

  1. ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, მათი განეიტრალება უნდა მოხდეს

უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე საუბრისას, ალტ-ინფოს წამყვანები აღნიშნავდნენ, რომ აქციები ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერაა ორგანიზებული, რომლებიც უგულებელყოფენ ქვეყენის უსაფრთხოებას და მისი კონფლიქტში ჩათრევა სურთ.

ზურა მახარაძე, ალტ-ინფო: “რალურად ქვეყანაში სიტუაცია არის ესეთი, რა. ან საქართველო მოყვება ძალიან მძიმე ომში ან აი, ეს რამდენიმე ათეული ტიპი უნდა განეიტრალდეს და ვინმე შეიძლება თვლიდეს, რომ ჩვენ ძალიან ხისტები ვართ, მაგრამ, სუფთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აი, ამ სამშობლოს მოღალატეებს უნდა მიეხედოს და მიეხედებ.“

ირაკლი მარტინენკო, ალტ-ინფოა: “არ შეიძლება მოღალატეები, რომლებიც იმდენად მოღალატეობრივ საქციელს სჩადიან, რომ ჩვეულებრივად ომში ჩაბმას ცდილობენ, რაღაც ყველა რომ მიხვდა, მთელი დედამიწა რომ მიხვდა, რომ ომში ჩაბმას აზრი რომ არა აქვს და ძალიან ფატალური შედეგებით დამთავრდება, მაგ ომში ჩაბმას რომ ცდილობენ, მასეთი მოღალატეებისგან მანამ სინამდვილეში ქვეყანა არ განთავისუფლდება და რაღაცა საქართველოს სახელით ლაპარაკზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია კაცო!”

ირაკლი მარტინენკო, ალტ-ინფო: “ამ დიდი პროპაგანდის მეშვეობით გადაიტანეს ყურადღება იქით, რომ ხალხო აი, უკვე გამარჯვებულია და გამარჯვებულ ომში არიქა, საქართველოც ჩაერთოს! ისედაც გადაწყვეტილია ჩვენს სასარგებლოდ და ეხლა აქედან გამორჩენა ვნახოთ, ჩავერთოთ. აი, ამაზე მოხერხდა გადატანა ყურადღების.”

ირაკლი მარტინენკო, ალტ-ინფო: “მარტივი რაღაცა ხდება,  ქვეყანას ვიღაცა გეი-აქტივისტები მოუწოდებენ, რომ ეხლა უნდა დაიწყოს ქვეყანამ სანქციები რუსეთის მიმართ და პრემიერ-მინისტრი იძახის, განცხადებას აკეთებს, რომ ვერ გავაკეთებთ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ, მართლაც ეგ არი სახელმწიფო ინტერესები. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მათემატიკურად არი დათვლილი, რომ ეგრეა! ვერ გააკეთებ.”

  1. უკრაინას მხარდაჭერას მხოლოდ ლიბერალები და გეი აქტივისტები უცხადებენ

უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე საუბრისას, “ალტ-ინფოს” წამყვანები იმეორებდნენ, რომ ქუჩაში გამოსული მოსახლეობის უმრავლესობა ლიბერალები და ლგბტ აქტივისტები არიან, რომელთაც პატრიოტიზმის გრძნობა არ აქვთ და ომის შემთხვევაში, ქვეყანას მტრის წინაშე დაუფიქრებლად მიატოვებენ. ალტ-ინფო აღნიშნავდა, რომ ხალხის ეს ნაწილი ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქტორებისა და ორგანიზაციების მიერაა მობილიზებული და ქართველი ერის პოზიციას არ გამოხატავს. 

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო: „საქართველოშიც, რომ მიტინგები ჩაატარეს ეხლა, რუსეთს რომ აჩერებენ თბილისში, ძირითადად რა მასა იყო? გეი-აქტივისტები, ლიბერასტები, აი, ეს პროდასავლური და პარტაქტივი…მაგ ადამიანებისთვის საქართველო, როგორც სამშობლო არ არსებობს. მაგ ადამიანებსთვის სამშობლო არის კოლექტიური ევროპა. მათ ეზიზღებათ საქართველო. ერთი სურვილი აქვთ, აქედან გაიქცნენ და სადღაც ამსტერდამში იცხოვრონ და თუ მათ მიეცემათ იმისთვის თავისი ეს ნატვრა აისრულოს, ამისთვის თუ შეიძლება გაიწიროს საქართველო, რა პრობლემაა?”

გიორგი ქარდავა,ალტ-ინფო “ამ თავისი ექსპერიმენტებით ლგბტ პროპაგანდით და ყველაფრით, რაც თავს მოგვახვიეს, ანუ ლგბტ აქტივისტები, ვიღაცა ფემინისტები, გიგა მაქარაშვილები და მთელი ეს ზოოპარკი დღეს ჩვენ გვეუბნება სამშობლოს სიყვარულზე. ომის დაწყება-არდაწყებაზეც…”

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო: “აი, ეს ლიბერასტები, რომლებიც ჩვეულებრივი ლგბტ აქტივისტები არიან, თქვენ საერთოდ სამშობლოზე, პატრიოტიზმზე რატო საუბრობთ?! ლგბტ აქტივისტები, რომლებიც ამკვიდრებთ ლიბერალურ დღისწესრიგს, თქვენ სამშობლოს ცნებით რატო საუბრობთ?! თან რა კონტექსტში, რომ თქვენ, უბრძოლველად აპირებთ ქვეყნის ჩაბარებას?!”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist