მიაჩნდა თუ არა ბენდუქიძეს ფეხბურთელი ბიჭები და მოდელი გოგონები საქართველოს ჩამორჩენილობის მიზეზად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

277
VIEWS

2021 წლის 14 დეკემბერს ფეისბუქ გვერდებმა საუნჯე Saunje,  ერუდიტი / Erudite და თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ შემდეგი ციტატა გამოაქვეყნეს: “საქართველო განვითარებით ჩამორჩებოდა სხვა ქვეყნებს, რადგან ბიჭების 87% რომელიც ვერ სწავლობდა მშობლებს შეჰყავდათ ფეხბურთზე. მოდელი გოგონების 94% ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული უტვინობით. ფიზიკის კანონების თანახმად ეს ორი ნაირსახეობა ერთმანეთს იზიდავდა, რის შედეგადაც იბადებოდნენ 100%-ით იმბეცილები.”  პოსტებში, რომლებსაც ასობით გაზიარება აქვს, აღნიშნული ციტატის ავტორად კახა ბენდუქიძეა დასახელებული, თუმცა არცერთ მათგანში ციტატის წყარო მითითებული არ არის. ციტატა წყაროს გარეშე გაზიარდა ჯგუფებში GEORGIANS IN THE UNITED STATES ქართველები შტატებში დაქართველები ისრაელში.

"

"
ციტატას სხვადასხვა ფეისბუქ გვერდი კახა ბენდუქიძეს 2021 წლის დასაწყისში და 2020 წელსაც მიაწერდნენ. წყაროს მითითების გარეშე ციტატა 2021 წლის გაზაფხულზე შემდეგმა  ფეისბუქ გვერდებმა გააზიარეს: მინიატურული გიჟიერუდიტი / Erudite• აპოთეოზი •მსოფლიო სიახლეებიყველაფერი საინტერესო აქმე ვიცი ის რომ არაფერი არვიციჩვენ ამერიკაშიმინიატურული გიჟი. 2020 წლის თებერვალში ციტატა გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა ReadTime.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ციტატა, რომელსაც ვირუსულად გავრცელებული პოსტები კახა ბენდუქიძეს მიაწერენ, რეალურია. ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ კახა ბენდუქიძემ მსგავსი სიტყვები ოდესმე წარმოთქვა ან დაწერა. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფეისბუქ გვერდებისა აღნიშნული ციტატა კახა ბენდუქიძესთან დაკავშირებულ ღია წყაროებში არ იძებნება. ვებ-გვერდზე “კახა ბენდუქიძე: 1956- ∞” , რომელიც კახა ბენდუქიძის ბლოგების და ინტერვიუების არქივს აერთიანებს, მსგავსი ციტატა არ ფიქსირდება. ციტატა არც კახა ბენდუქიძის მიერ “ტაბულასთვის” მომზადებულ სტატიებსა და ესეებში გვხვდება. გარდა ამისა, youtube პორტალზე ხელმისაწვდომია კახა ბენდუქიძის მიერ წაკითხული საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა დროს ჩაწერილი სატელევიზიო ინტერვიუების ვიდეოებიც, რომლებიც “საქართველოს ჩამორჩენის” მიზეზის შესახებ ბენდუქიძის მსგავს ციტატას არ შეიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ პოსტში, რომელიც ციტატას კახა ბენდუქიძეს მიაწერს, წყარო არ არის მოყვანილი.

ციტატის შესახებ “მითების დეტექტორი” კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ნათია სამუშიასაც დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, აღნიშნული ციტატა წლებია ვრცელდება, თუმცა, მათ ხელთ არსებული არცერთი წყარო არ ადასტურებს, რომ კახა ბენდუქიძემ მსგავსი სიტყვები ნამდვილად თქვა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist