მე-18 საუკუნის ინგლისის ტრადიცია თუ ჰელოუინის ვინტაჟური ნიღბები – რას ასახავს ფოტო რეალურად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

315
VIEWS

განახლება: ფეისბუქზე პოსტის მცდარად მონიშვნის შემდეგ გვერდზე TIA.GE და ანგარიშზე Luka Luka გამოქვეყნებულ პოსტში შევიდა შესწორება.

17 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Luka Luka ჯგუფში “თავისუფლება” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ნიღბიანი ქალია ასახული. პოსტის აღწერის მიხედვით, მე-18 საუკუნის ინგლისში გოგონა თუ 20 წლამდე ვერ გათხოვდებოდა მიიჩნეოდა რომ ის ძალზედ უშნო იყო და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და ამიტომ მსგავს ნიღბებს უკეთებდნენ. ფოტოს აქვს სააგენტო TIA-ს ლოგო. ამავე აღწერით ფოტო TIA.GE-ს ფეისბუქ გვერდზე 23 მაისს გამოქვეყნდა.

3

ფოტოს აღწერა სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ის ფოტოგრაფ ტარა მაპეს ეკუთვნის, რომელმაც ჰელოუინის ვინტაჟური ფოტოების სესია მოაწყო. მე-18 საუკუნის ინგლისში გაუთხოვარი ქალებისათვის ნიღბის ტარების იძულების ტრადიციის შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება.

Რეალურად, ფოტო, რომელიც პოსტებს აქვს დართული ეკუთვნის ფოტოგრაფ ტარა მაპეს. ინსტაგრამზე მის ანგარიშს Enchanted Eye Creations 3 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. სწორედ ამ ანგარიშზე გამოაქვეყნა მან 2018 წლის ოქტომბერში ჰელოუინის ფოტოები.

4

5

გასულ წელს ფოტოები ავტორმა ვებ-გვერდ BoredPanda-ზეც გამოაქვეყნა კომენტარით:

“ყველაფერი ვინტაჟური ჩემს შინაგან ბავშვს აბედნიერებს. გააერთიანე ეს ძველმოდურ, ვინტაჟურ ჰელოუინის ნიღბებთან და ჩემი შინაგანი ბავშვის სამოთხეში ვარ. როდესაც ვხედავ ძველ ფოტოებს, სადაც ბავშვებს სახლში დამზადებული ნიღბები უკეთიათ, ვფიქრობ, ნეტავ თუ იცოდნენ კიდევ რამდენ ხანს ჩაითვლებოდა ეს საშიშად. ყველა მათგანი 100%-ით უფრო საშიშია, ვიდრე Netflix-ის საუკეთესო 10 საშინელებათა ფილმი. ამიტომ, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ თავადაც შეგვექმნა მსგავსი ნიღბები.”

რაც შეეხება ქართულ ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტოს აღწერას, ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია მე-18 საუკუნის ინგლისში დამკვიდრებული ტრადიციის შესახებ, როდესაც გოგოს, რომელიც 20 წლამდე ვერ გათხოვდებოდა ნიღბის ტარებას აიძულებდნენ.

მე-18 საუკუნის ინგლისში ქალების მიერ ნიღბის ტარება ერთგვარად მოდური ტრენდი იყო, თუმცა ქალები ამ გადაწყვეტილებას თავად იღებდნენ მზის დამწვრობის თავიდან ასარიდებლად. ეს ვენეციური ნიღბები შავი ფერის და ოვალური ფორმის იყო და მორეტა ეწოდებოდა. მსგავსი ნიღბები გვხვდება მე-18 საუკუნის ევროპელი მხატვრების ტილოებზეც:

6
ვენეციელი მხატვრის, როსალბა კარიერას ნახატი, შესრულებული 1720-1730 წლებში, წყარო: Wikipedia.

6

ფრანგი მხატვრის, შარლ ანტუან კუაპელის 1745 წლის ნახატი, წყარო: Wikipedia

8
მე-18 საუკუნის იტალიელი მხატვრის, ფელის ბოსკარატის ნახატები. წყარო: Artnet


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist