მანიპულაცია, თითქოს ჯაფარიძე და ვაშაძე ჩეხეთის ნაკრების მიერ გატანილ გოლს აღნიშნავენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

26 ივნისს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ნაცი ხვიტია” გამოაქვეყნა “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის აღნიშვნის ფოტო. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: “ეს-ესაა ჩეხეთმა გაგვითანაბრა”. პოსტის კომენტარებში ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლები აღიქვამენ, თითქოს ჯაფარიძე და ვაშაძე 22 ივნისს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრების მიერ საქართველოს კარში გატანილ გოლს აღნიშნავენ.  

Screenshot 2024 06 27 at 1.13.02 PM მანიპულაცია, თითქოს ჯაფარიძე და ვაშაძე ჩეხეთის ნაკრების მიერ გატანილ გოლს აღნიშნავენ

ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გიორგი ვაშაძის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეოს ფრაგმენტია და საქართველო-ჩეხეთის მატჩისას გიორგი მიქაუტაძის გოლზე პოლიტიკოსების რეაქციას ასახავს.  

22 ივნისს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა და ეროვნულმა  ნაკრებებმა თითო ქულა მოიპოვეს. საქართველოს ქულა გიორგი მიქაუტაძის გოლმა მოუტანა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო 22 ივნისს გიორგი ვაშაძის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეოს ფრაგმენტია. ვიდეოში ჩანს, რომ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები, ფეხბურთის მატჩს უყურებენ. ის მანამდეა გადაღებული, სანამ ჩეხეთის ნაკრები 59-ე წუთზე საქართველოსთან ანგარიშს გაათანაბრებდა. 

გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ეკრანი, რომელზეც საქართველოს ნაკრების მიერ გიორგი მიქაუტაძის წარმატებული პენალტის აღნიშვნის მომენტი გადის. ასევე, ვიდეოს ბოლოს ისმის ზურაბ ჯაფარიძის ხმა: “შესვენებაზე გავედით ახლა, ერთით ნული” – რაც ადასტურებს, რომ მათი რეაქცია პირველი ტაიმის ბოლოს, საქართველოს მიერ გოლის გატანას მოჰყვა და არა მეორე ტაიმში მოწინააღმდეგის მიერ ანგარიშის გათანაბრებას. ვიდეოს აღწერაში კი ვაშაძე წერს: “მადლობა ჩვენს ნაკრებს დღევანდელი დღისთვის”.

Screenshot 2024 06 27 at 1.15.10 PM მანიპულაცია, თითქოს ჯაფარიძე და ვაშაძე ჩეხეთის ნაკრების მიერ გატანილ გოლს აღნიშნავენ
წყარო: გიორგი ვაშაძის ვიდეო
Screenshot 2024 06 27 at 1.16.09 PM მანიპულაცია, თითქოს ჯაფარიძე და ვაშაძე ჩეხეთის ნაკრების მიერ გატანილ გოლს აღნიშნავენ
წყარო: პირველი არხი / მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელში ყალბი მტკიცებები და შეცდომაში შემყვანი ცნობები ხშირად ვრცელდება. მათი ნაწილი “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალები: 

წყაროს შესახებ 

მითების დეტექტორს ანონიმური ანტიოპოზიციური ფეისბუქ-ანგარიშის, “ნაცი ხვიტიას” მიერ უკონტექსტოდ გავრცელებული ინფორმაცია წარსულშიც აქვს გადამოწმებული.   

არქივის მბული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist