კრემლისტური Geworld-ი ევროსკეპტიციზმის გასაღვივებლად გერმანულ კომუნისტურ გაზეთს “იშველიებს”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

კომუნისტები
145
VIEWS

19 ნოემბერს ვებ-გვერდმა “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ვიაროთ დიდი ილიას გზით”. სტატიის ავტორის მტკიცებით, “დასავლეთს თავი მოვაბეზრეთ ევროპელობით” და ამის დასტურად გერმანული გაზეთის “იუნგე ველტის” (JUNGE WELT) სტატია მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო გეოგრაფიულად ევროპას არ მიეკუთვნება და შესაბამისად გაუგებარია, თუ რატომ სურს მას ევროკავშირში შესვლა.

ომარ მარგველაშვილი, ავტორი: “როგორც ჩანს, დასავლეთს ისე მოვაბეზრეთ თავი ჩვენი ევროპელობით, რომ გერმანულმა გაზეთმა “იუნგე ველტმა” (JUNGE WELT) სტატია გამოაქვეყნა ასეთი სათაურით _ “საქართველო არ არის ევროპა, ისწავლეთ გეოგრაფია!”. სტატია გერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტისას დაიბეჭდა. აი რა წერია მასში: “საქართველოს რატომ სურს ევროკავშირში შესვლა, გეოგრაფიულად ხომ ის ევროპას არ მიეკუთვნება? საერთაშორისოდ აღიარებული გეოგრაფიული განსაზღვრების თანახმად, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი კავკასიის ქედზე გადის. საქართველო ამ საზღვრის იქით მდებარეობს და ევროპას არ მიეკუთვნება”, _ წერს სტატიის ავტორი რაინჰარდ ლაუტერბახი”.

გაზეთი “იუნგე ველტი” (Junge Welt), რომელსაც Geworld-ის სტატიის ავტორი იმოწმებს, მარქსისტული გამოცემაა და გერმანიის მთავრობის მიერ კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხისშემცველად არის შეფასებული. ის არ გამოხატავს გერმანიის ოფიციალურ პოზიციას ან მეინსტრიმული მედიის აზრს.

  • Junge Welt მარქსისტული გაზეთია

გაზეთი Junge Welt 1947 წელს გერმანიის დემოკრატრიულ რესპუბლიკაში შეიქმნა და პირველი გამოცემა სწორედ ბერლინის საბჭოთა სექტორში გამოვიდა. გერმანიის გაერთიანებამდე გაზეთი ეკუთვნოდა კომუნისტების ახალგაზრდულ ორგანიზაციას “თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდობის” ცენტრალურ საბჭოს, შემდგომ კი სარედაქციო ჯგუფი დაკომპლექტდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ გერმანელი ავტორებით. დღეს Junge Welt გერმანიის ყველაზე მემარცხენე ყოველდღიური გაზეთია. თავად რედაქცია აღნიშნავს, რომ გაზეთი მარქსისტულია. ხოლო სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტო, რომელიც გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშაა, გაზეთ Junge Welt-ს მემარცხენე ექსტრემისტულ მედიად აფასებს და საკონსტიტუციო წესრიგისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევს.

KAM

Junge Welt-მა 2019 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ ‘ევროპა’ ყველგანაა”. პუბლიკაცია ეხებოდა საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს. შტაინმაიერმა მხარი დაუჭირა საქართველოს მისწრაფებებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაზეც Junge Welt წერს, რომ საქართველო გეოგრაფიულად ევროპას არ ეკუთვნის, რადგან საზღვარი კავკასიონის მთავარი ქედის გასწვრივ გადის, ხოლო საქართველო კი მის სამხრეთით მდებარეობს.

  • სკანდალი Junge Welt-ის გარშემო

სკანდალი Junge Welt-ის 2011 წლის 13 აგვისტოს გამოცემას უკავშირდება, როდესაც გაზეთმა ბრანდენბურგის კარიბჭესთან მდგარი გდრ-ის ჯარისკაცების ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო გადაღებულია 1961 წლის 13 აგვისტოს, როდესაც ბერლინის კედელი აშენდა, ჯარისკაცები კი სწორედ ახალაშენებულ კედელს იცავენ. 2011 წლის 13 აგვისტოს, Junge Welt-მა პირველი გვერდი ბერლინის კედლის აშენების 50-ე წლისთავს მიუძღვნა და გდრ-ის ჯარისკაცებს 28-წლიანი (1961-1989) ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. 2011 წლის 13 აგვისტოს ნომერს პირველ გვერდზე გდრ-ის ჯარისკაცების ფოტოსთან ერთად თან ერთვის წარწერა: “ამ ეტაპზე ჩვენ უბრალოდ ვამბობთ: გმადლობთ”.

DANKE

Junge Welt-ის 2011 წლის 13 აგვისტოს ნომერმა სხვა მედიებისა და პარლამენტის აღშფოთება გამოიწვია. გერმანიის ყველაზე მემარცხენე პარტიამ Die Linke-მ გამოაცხადა, რომ ემიჯნება Junge Welt-ს და გაზეთთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს.

საქართველოს და მსოფლიოს შესახებ

გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. ისტორიული მემკვიდრეობის პარტნიორია ასევე პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.

“მითების დეტექტორის” მიერ გამოქვეყნებული მასალები “საქართველოს და მსოფლიოს” დეზინფორმაციულ პუბლიკაციებზე იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/2XGfRr4

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist