კონსპირაციებს ზიკას ვირუსის შესახებ როკფელერებთან აკავშირებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

149
VIEWS

2 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ლაშა მოდებაძემ, რომელიც სავარაუდოდ ყალბი პროფილია, ზიკას ვირუსის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, როკფელერების საკუთრებაში არსებული  ATCC, რომელსაც ის გლობალური ბიოლოგიური მასალების რესურსებისა და სტანდარტების ორგანიზაციას უწოდებს, ინტერნეტის საშუალებით ადამიანის ორგანოებს და ვირუსებს, მათ შორის ზიკას ვირუსს ყიდის. ეს უკანასკნელი კი ხელოვნურად არის შექმნილი, რასაც როკფელერების მიერ მისი პატენტის ფლობა ადასტურებს. პოსტს ერთვის სქრინი, სადაც ATCC-ის ვებ გვერდზე გასაყიდად განთავსებული ზიკას ვირუსის შტამი კოდთან და ფასთან ერთად არის გამოსახული.

;

1. კონსპირაციაა მტკიცება, თითქოს ზიკას ვირუსი ადამიანის შექმნილია, ხოლო დეზინფორმაციაა განცხადება, რომ მისი პატენტი როკფელერებს აქვთ დარეგისტრირებული. სინამდვილეში ზიკას ვირუსის პატენტი როკფელერებს არ ეკუთვნით. თანდართული ფოტო ATCC-ის ვებ-გვერდიდან კი მანიპულაციურია და მასზე მოცემული კოდი VR-84  არა პატენტის ნომერი, არამედ ვირუსის შტამის სახელია. 2.დეზინფორმაციაა, რომ  ATCC ადამიანის ორგანოებს ყიდის და ეს ორგანიზაცია როკფელერების მფლობელობაშია

  1. კონსპირაცია ზიკას ვირუსის შესახებ

ზიკას ვირუსის შესახებ  გავრცელებული ინფორმაცია Reuters-ის და Fullfct-ის ფაქტ-ჩეკერებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ზიკას ვირუსის პატენტი არ არსებობს.

ATCC(American Type Culture Collection)-ის ვებ-გვერდის საშუალებით სხვადასხვა მიკროორგანიზმების, უჯრედული ხაზებისა და სხვა მასალების ყიდვა, კვლევების ჩატარების მიზნით, მეცნიერებისათვის ნამდვილად არის ხელმისაწვდომი.  თუმცა, VR-84, რომელიც ვებ-გვერდზე ზიკას ვირუსის შტამის გვერდით არის მითითებული, პატენტის ნომერი არ არის, ის ზიკას ვირუსის კონკრეტული შტამის სახელია.

;

;

ბრალდებებს როკფელერის ფონდიც გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ ფონდს რომელიმე  ვირუსი აქვს დაპატენტებული, უარყო. მათ განმარტეს, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილმა ცენტრმა პირველად ზიკას ვირუსი უგანდაში 1947 წელს აღმოაჩინა და მოგვიანებით ნიმუში ATCC-ის უსასყიდლოდ გადასცა.

ლაშა მოდებაძის პოსტს ATCC-ის გვერდიდან აღებული სქრინის ქართულენოვანი თარგმანი ერთვის. tineye-ის რესურსით გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფოტო, სადაც ზიკას შტამის სქრინთან ერთად როკფელერია გამოსახული, 2016 წელს პირველად იდენტური კონსპირაციის  თანხლებით ამერიკრულმა გვერდმა  thefreethoughtproject.com-მა  გაავრცელა, რომელიც კონსპირაციებითა და ფსევდო მეცნიერული პუბლიკაციებითაა ცნობილი და რომლის სტატიები Politfact-ს არაერთხელ გადაუმოწმებია.

;

2. დეზინფორმაციაა, რომ  ATCC ადამიანის ორგანოებს ყიდის და ეს ორგანიზაცია როკფლეერების მფლობელობაშია. 

ასევე, სიცრუეა პოსტის ავტორის მტკიცება, თითქოს ATCC ორგანებს ყიდის. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პროდუქციის ჩამონათვალში ორგანოები არსად არის მითითებული.

;

დეზინფორმაცია, თითქის ზიკას ვირუსი ხელოვნირად არის შექმნილი ადრეც ვრცელდებოდა. გენადი ონიშჩენკომ 2016 წელს ლუგარის ცენტრი აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში დაადანაშაულა.

ATCC-ს როკფელერები არ ფლობენ

ATCC-ს  (the American Type Culture Collection), ტიპური კულტურების ამერიკულ კოლექციას როკფელერები არ ფლობენ. ღია წყაროებით არ იძებნება ამ ოგანიზაციასა და როკფელერებს შორის რაიმე კავშირი,  ის კერძო, არაკომერციულ ორგანიზაციაა, რომელსაც დღეს მსოფლიოში მიკროორგანიზმებისა და მასთან დაკავშირებული სხვა მასალების ყველაზე დიდი და მრავალფეროვენი კოლექცია აქვს.  ATCC 1925  წელს დაარსდა. ის თავიდან ჩიკაგოს მაკკორმიკის ინსტიტუტში იყო, შემდეგ კი ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გადავიდა, მოგვიანებით ATCC -მა ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციასა(NIH)  და ერვნულ სამეცნიერო ფონდს (NSF) მუდმივი ლაბორატორიის შენობის ასაშენებლად დახმარება სთხოვა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ ანგარიში ლაშა მოდებაძე სავარაუდოდ ყალბი პროფილია, რომელიც ადრე ჯგუფ “კორონა მაფიას” ადმინისტრატორი იყო, ამჟამად კი მეორე ჯგუფის კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა ადმინისტრატორი და მოდერატორია. ბოლო ჯგუფი ხშირად აქვეყნებს რუსულენოვან კონსპირაციებს კოროანვირუსის შესახებ, ასევე აზიარებს ნიუს-ფრანტ საქართველოს მასალებს. მოდებაძე ლუგარის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ოქტომბერში და აღნიშნული პოსტის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრეც ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციეას სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების რეგიონული პროგრამის  შესახებ და კონსპირაციას, თითქოს კოვიიდ პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი.


 

არქივის ბმული: https://archive.ph/CNbi1


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist