კლუბ “ბასიანის” სახელით ჰამასის მხარდამჭერი ყალბი სქრინშოტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

162
VIEWS

22 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა ფსიქიატრიული რესპუბლიკა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, კლუბმა “ბასიანი” ღაზას სექტორში, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასისთვის ფულის შეგროვებას ითხოვს. პოსტს თან ერთვის “ბასიანის” ინსტაგრამ-პოსტის სქრინშოტი, სადაც ჩანს, რომ კლუბი ფულის გადარიცხვას “პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობისთვის” ითხოვს. 

Screenshot 2023 10 23 172135 კლუბ “ბასიანის” სახელით ჰამასის მხარდამჭერი ყალბი სქრინშოტი ვრცელდება

“ბასიანის” განცხადების ფეისბუქზე გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია. რეალურად, კლუბის მიერ ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებულ განცხადებაში “ბასიანი” შემოწირულობის გადაგზავნას საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, “პალესტინის ბავშვთა დახმარების ფონდისთვის” ითხოვს.

ღამის კლუბმა “ბასიანი” ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებული განცხადება 19 ოქტომბერს თავის ინსტაგრამ-გვერდზე გამოაქვეყნა. პოსტში გამოთქმულია მწუხარება ისრაელსა და ღაზის სექტორში ადამიანთა დაღუპვის გამო. 

“განადგურებული ვუყურებთ იმას, რაც ყველას თვალწინ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ხდება. შემზარავი ტერორი, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ისრაელში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ღაზას დასახლებებში პალესტინაში, ლტოლვილთა თავშესაფრებში, ქალაქის ქუჩებსა და საავადმყოფოებებში, არ და ვერ ჩაითვალება სამართლიანობის სახელით ჩადენილ აქტად.

უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველთა  ქალების და ბავშვების დაღუპვა და ადამიანის ძირითად საჭიროებებზე, წყალზე, საკვებზე, ელექტროენერგიაზე და ჯანდაცვაზე წვდომის სრული შეზღუდვა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. რაც მხოლოდ კიდევ უფრო მეტ სიკვდილს და ქაოსს გამოიწვევს და ნამდვილად არ მოიტანს საჭირო მშვიდობას არც ერთი მხარისთვის და არც მსოფლიოს სხვა კუთხეებისთვის” – აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბის განცხადებით, ყველას პასუხისმგებლობაა, ხმა აიმაღლონ ტერორიზმის წინააღმდეგ, შეეწინააღმდეგონ უსამართლობას და მოუწოდონ დანარჩენ მსოფლიოს პალესტინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ.

განცხადების ბოლოს კლუბი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, “პალესტინის ბავშვთა დახმარების ფონდისთვის” შემოწირულობის გადაგზავნას ითხოვს. პოსტში მონიშნულია ორგანიზაციის ინსტაგრამ-ანგარიშიც (@thepcrf). ფეისბუქზე გავრცელებულ გაყალბებულ სქრინშოტში კი “პალესტინის ბავშვთა დახმარების ფონდი” “პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობით” არის ჩანაცვლებული, ხოლო @thepcrf @Hamas-ით.

გაყალბებული სქრინი ნამდვილი განცხადება
Screenshot 2023 10 23 172142 კლუბ “ბასიანის” სახელით ჰამასის მხარდამჭერი ყალბი სქრინშოტი ვრცელდება Screenshot 2023 10 23 172148 კლუბ “ბასიანის” სახელით ჰამასის მხარდამჭერი ყალბი სქრინშოტი ვრცელდება

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ “მითების დეტექტორმა” ისრაელსა და პალესტინაზე სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist