კამალა ჰარისის ჰოვარდის უნივერსიტეტში მიმართვის გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.8k
VIEWS

29 აპრილიდან მწერალი მერაბ რატიშვილი, ასევე სხვა ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშები ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ვიდეოს ავრცელებდნენ, რომელშიც ჰარისი შემდეგ ფრაზას ამბობს: “დღევანდელი დღე დღევანდელი დღეა და გუშინდელი დღე გუშინ დღევანდელი დღე იყო. ხვალინდელი დღე ხვალ დღევანდელი დღე იქნება, ასე რომ იცხოვრეთ დღეს ისე, რომ მომავალი დღევანდელი დღე წარსული დღევანდელი დღე იყოს, როგორც ეს ხვალაა.”

kamila gamosvla კამალა ჰარისის ჰოვარდის უნივერსიტეტში მიმართვის გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია

კამალა ჰარისის ვიდეო დამონტაჟებულია. კადრები ჰარისის 25 აპრილის გამოსვლიდანაა აღებული, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰოვარდის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე რეპროდუქციული უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა. გამოსვლის სრული ტრანსკრიპტიდან ჩანს, რომ ჰარისს მსგავსი ფრაზა არ უთქვამს.  

კადრები, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია გამოყენებული, კამალა ჰარისის 25 აპრილის გამოსვლიდანაა აღებული, ჰოვარდის უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებიდან, რომელიც რეპროდუქციულ უფლებებს ეძღვნებოდა. გამოსვლის ცალკეული ნაწყვეტები არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

kamila gamosvla1 კამალა ჰარისის ჰოვარდის უნივერსიტეტში მიმართვის გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია
კადრი ჰარისის გამოსვლიდან, წყარო: dailymail.co.uk
kamila gamosvla2 კამალა ჰარისის ჰოვარდის უნივერსიტეტში მიმართვის გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია
კადრი ჰარისის გამოსვლიდან, წყარო: nypost.com

ორივე ზემოთმოყვანილ კადრში ვხედავთ, რომ ჰარისის ჩაცმულობა და მის წინ მდგარ პოდიუმზე დატანილი წარწერის ნაწილი ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოს ემთხვევა, ასევე იდენტურია ვიცე-პრეზიდენტის უკან მდგომი ადამიანების განლაგება, მათი ჩაცმულობა და პლაკატები, რომლებიც მათ ხელში უჭირავთ. 

kamila gamosvla3 კამალა ჰარისის ჰოვარდის უნივერსიტეტში მიმართვის გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია
კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან

გავრცელებულ ვიდეოში ჰარისის წინ მდგარ პოდიუმზე დატანილი წარწერის ნაწილი შეცვლილია და ნაცვლად ფრაზისა “Fighting for reproductive freedom” (რეპროდუქციული თავისუფლებისთვის ბრძოლა), გვხვდება ფრაზა “Ramble rants reproductive freedom”, რაც ჰარისის საუბრის შინაარსზე მიანიშნებს, რომლიდან აზრის გამოტანა რთულია. 

თავად ვიდეოში კამალა ჰარისის სხეულის ენა, განსაკუთრებით კი მისი პირის მოძრაობა არაბუნებრივი და ოდნავ შენელებულია. რაც შეეხება ხმას, ის ჰარისის ბუნებრივი ხმისგან განსხვავდება და რამდენიმე მონაკვეთში გამოსახულებას ზუსტად არ ემთხვევა. გარდა ამისა, ვიდეოში ჰარისის გარდა სხვა ხმა არ ისმის, რაც არაბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ ვიცე-პრეზიდენტი დიდ დარბაზში რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად იმყოფება. 

ჰარისის გამოსვლის სრული ტექსტიდან, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზეა ხელმისაწვდომი, ჩანს, რომ კამალა ჰარისს ფრაზა დღევანდელი, ხვალინდელი და გუშინდელი დღეების შესახებ არ უთქვამს

გამოსვლამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ის ჰარისის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გახდა ცნობილი. რიგით მესამოცე საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის ნოემბერში გაიმართება

წყაროების შესახებ:

მწერალ მერაბ რატიშვილსა და ფეისბუქ მომხმარებელ მამუკა ქარჩხაძეს ანტიდასავლური შინაარსის მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ. მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორის” რამდენიმე მასალაში მოხვდა (1,2). 

რაც შეეხება რუსულენოვან ფეისბუქ ანგარიშს оксана сорокина, მან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ორი ვიდეომანიპულაცია გაავრცელა, რომელიც უკრაინელი სამხედროებისა და ზოგადად უკრაინელების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

kamila gamosvla4 კამალა ჰარისის ჰოვარდის უნივერსიტეტში მიმართვის გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist