იუვენალური იუსტიციის საკითხით მანიპულირება პალიტრა ნიუსის გადაცემაში

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

photo
207
VIEWS

სპეკულაციები იუვენალური იუსტიციის საკითხთან დაკავშირებით, რასაც ანტიდასავლური კონტექსტი აქვს სხვადასხვა მედია საშუალებებში გრძელდება.

17 ივლისს, საინფორმაციო არხის „პალიტრა ნიუსის” გადაცემაში „თოქ-შოუ ფალავანდიშვილთან” იუვენალური იუსტიცია წამყვანმა გურამ ფალავანდიშვილმა ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლად შეაფასა, ხოლო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ ეს თემა განავრცო და ის მსოფლიო პოლიტიკური ელიტის მიერ კანონმდებლობის მეშვეობით ოჯახის განადგურებად შეაფასა. ქართული დასის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ კი იუვენალური იუსტიცია აშშ-დან და ევროკავშირიდან წამოსულ დირექტივად წარმოადგინა, რომლის მიზანი ბავშვთა უფლებების საბაბით სახელმწიფო ინსტიტუტების ოჯახში შეჭრაა.

რეალური ფაქტები

იუვენალური მართლმსაჯულების მთავარი მიზანია არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად უპირატესობა მათ რეაბილიტაციას მიანიჭოს. ამგვარი სისტემა მიმართულია არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომის დანერგვაზე, რათა მოხდეს არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია და მათ სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა. იუვენალური მართლმსაჯულება ეფუძნება ადამიანის უფლებებს და ბავშვთა უფლებების კონვენციის ფუნდამენტურ პრინციპებს.

იუვენალური იუსტიციის შესახებ უსაფუძვლო მითები და არასწორი შეხედულებები ქართულ მედიასივრცეში პერიოდულად ვრცელდება. ამ თემატიკაზე „მითების დეტექტორმა” არაერთი მასალა და ინფოგრაფიკა მოამზადა. ეს ნარატივი რუსული მედიაში გავრცელებული ნარატივის იდენტურია, რაც ამკვიდრებს აზრს, რომ დასავლეთი ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას და დეგრადირებას უწყობს ხელს (იხ.ინფოგრაფიკა).

რეალურად რუსეთში ბავშვთა მიმართ ძალადობის და მათი სიკვდილიანობის მხრივ საკმაოდ სავალალო ტენდენცია იკვეთება, რაზეც საერთო ორგანიზაციების ანგარიშებიც მიუთითებს.

1

სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ბავშვთა მიმართ ცუდი მოპყრობის პრევენციის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპის რეგიონში ბავშვთა სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი რუსეთშია. მკვლელობათა 80% ჩადენილია მშობლების მიერ.აქ მოიაზრება 1 წლამდე ასაკის ბავშვებიც. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია ბავშვთა მოკლვა გაგუდვის, ბასრი საგნების, დახრჩობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით.

დეტალური ინფორმაცია იუვენალური კანონმდებლობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

მითები, თითქოს იუვენალური კანონმდებლობა ოჯახის წინააღმდეგ არის მიმართული, უსაფუძვლოა;

რუსული პროპაგანდის მიერ იუვენალური მართლმსაჯულების საკიტხით მანიპულირება და ძალადობის სტატისტიკა

2

წყარო

გურამ ფალავანდიშვილი, გადაცემის „თოქ-შოუ ფალავანდიშვილთან” წამყვანი: „ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ოჯახის წინააღმდეგ”.

ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე: „მსოფლიო დემონიზაციის პროცესი ძალიან შორს არის წასული… სამწუხაროდ უკვე შექმნილია ძალიან მძლავრი მექანიზმები,ბერკეტები კანონების სახით, სხვადასხვა ინსტიტუციების სახით, რომლებიც ახორციელებენ იმ მიზნებს, რაც ამ მსოფლიო პოლიტიკურმა ელიტამ დაისახა მიზნად. პირველი ძირითადი სამიზნე რა თქმა უნდა არის ოჯახი, ოჯახის ნგრევა”.

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკოსი: „ეს არის ბავშვთა ან ქალთა უფლებების მომიზეზებით ოჯახში შემოჭრა სახელმწიფო ინსტიტუტის. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ მართავს ჩვენი მთავრობა, ანუ არ მართავს ხალხი. სახელმწიფო იმართება გარედან, ანუ მთავრობა არის მარიონეტული და ამას არავინ არ მალავს: პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარე მინისტრები, პირდაპირ აცხადებენ რომ პირნათლად შეასრულეს აშშ-დან მოსული რეკომენდაციები, ან ევროკავშირიდან მოსული რეკომენდაციები”.

თოქ-შოუ ფალავანდიშვილთან, 17 ივლისი, 2016

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist