ითხოვს თუ არა ევროკომისიის პრეზიდენტი ნიურნბერგის კოდექსის გაუქმებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

5 დეკემბერს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ და ანტივაქსერმა აქტივისტმა ნინა მარჯიმ ევროკომისის პრეზიდენტის განცხადების შესახებ პოსტი გამოაქვეყნეს.  მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიურნბერგის კოდექსის გაუქმება მოითხოვა, რომელიც ადამიანზე სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარებას კრძალავს, რის შემდეგაც ძალადობრივი ექსპერიმენტების ჩატარება კანონის დარღვევის გარეშე იქნება შესაძლებელი.
"
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პირველ დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიურნბერგის კოდექსის გაუქმება არ მოუთხოვია. მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ  სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მსჯელობა დაწყებულიყო.

ფონ დერ ლაიენის კომენტარის ცრუ ინტერპრეტაციები დეკემბრის დასაწყისში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რამდენიმე სააგენტომ ინფორმაცია არაზუსტი სათაურით გამოაქვეყნა. თინა თოფურიასა და ნინა მარჯის გამოქვეყნებულ პოსტს world-signals.com-ის მასალის სქრინი ახლავს თან, რომელშიც ნათქვამია, რომ მენგელის დრო ბრუნდება და ევროკავშირი ნიურნბერგის კოდექსის გაუქმებას ითხოვს. მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრიისა და გერმანიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერი არავაქცინირებული ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითხოვს, რაც ნიურნბერგის კოდექსზე უარის თქმის ტოლფასია.

სინამდვილეში, ბრიუსელში 1 დეკემბრს გამართულ პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიურნბერგის კოდექსი საერთოდ არ უხსენებია და ამის შესახებ მისთვის არც ჟურნალისტებს უკითხავთ. ევროკიმისიის პრეზიდენტმა, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარ სტელა კირიაკიდესთან ერთად, კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტთან საბრძოლველად ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის პრეზიდენტი: „როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციაზე, ამას განხილვა სჭირდება. ამას საერთო მიდგომა სჭირდება, მაგრამ ეს არის დისკუსია, რომელიც, ვფიქრობ, უნდა წარიმართოს.”

პრესკონფერეციის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტს რეპორტიორმა სთხოვა, საბერძნეთის ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ვაქცინა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სავალდებულო გახდა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, მას არ აქვს უფლება, ვაქცინაციის წესებთან დაკავშირებით რაიმე სახის რეკომენდაცია გასცეს, რადგან ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების იურისდიქციაში შედის და დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის პრეზიდენტი: “თუ მეკითხებით, რა არის ჩემი პირადი პოზიცია, ორი-სამი წლის წინ, ვერც ვიფიქრებდი, რომ გავხდებოდი იმის მოწმე, რასაც ახლა ვხედავთ – რომ გვაქვს ეს საშინელი პანდემია, გვაქვს ვაქცინები, სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინები, მაგრამ ისინი ყველგან ადეკვატურად არ გამოიყენება.”

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ apnews.com-მაც გადაამოწმა.  Associated Press-ის თანახმად, ცრუ განცხადებას ევროკომისიის სპიკერი გამოეხმაურა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედება ცალკეული ქვეყნის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

არღვევს თუ არა ვაქცინაცია ნიურნბერგის კოდექსს?

ნიურნბერგის კოდექსი მიზნად ისახავს ადამიანების დაცვას იძულებითი ექსპერიმენტებისა და ძალადობისგან. კოდექსი, რომელიც 1947 წელს შეიქმნა, მომდინარეობს ნიურნბერგის, გერმანიის სამხედრო ტრიბუნალიდან, სადაც ნაცისტი მეცნიერები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაისაჯნენ. ამის საპირისპიროდ, COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილმა ვაქცინებმა, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესამოწმებლად საჭირო კვლევების ყველა ეტაპი გაიარეს, მათ შორის ცხოველებზე გამოცდის ეტაპიც. ნიურბერგის კოდექსის პირველი პრინციპი სამედიცინო ექსპერიმენტში ჩართული სუბიექტის ნებაყოფლობით და ინფორმირებულ თანხმობას უსვამს ხაზს, რაც კორონავირუსის ვაქცინების შექმნის პროცესში დაცული იყო და ვაქცინების კლინიკურ კვლევებში ჩართული ყველა ადამიანი მოხალისე იყო. შესაბამისად მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებმაც გადაუდებელი გამოყენების თუ სრული ავტორიზაცია მიიღეს, ექსპერიმენტულია და სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტს წარმოადგენს სიმართლეს არ შეესაბამება.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist