ისრაელის პოლიციის მიერ დემონსტრანტის დაკავება ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

97
VIEWS

24 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამტკიცებს, რომ იერუსალიმში ანტისიონისტმა ებრაელმა სისხლისღვრის აუცილებლობის შეწყვეტისაკენ განცხადება გააკეთა, რის გამოც მას ისრაელის პოლიციამ და სხვა ებრაელებმა სცემეს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელიც პოლიციასა და სავარაუდოდ ებრაელებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს.

Screenshot 2023 10 25 162141 ისრაელის პოლიციის მიერ დემონსტრანტის დაკავება ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

ზაქარეიშვილის პოსტში მოცემული მტკიცებები დეზინფორმაციულია. რეალურად ვიდეოს კავშირი არ აქვს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან, კადრები ძველია და მასში პოლიცია ცდილობს ულტრა ორთოდოქსი მომიტინგის დაკავებას, რომლის დახსნასაც სხვა დემონსტრანტები ცდილობდნენ. საპროტესტო აქცია სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ იმართებოდა.

ვიდეო სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ ივნისში ვრცელდებოდა (1, 2, 3.), თუმცა პოსტებში აღნიშნავდნენ, რომ მოვლენები ასახავდა პოლიციის მიერ ულტრა ორთოდოქსი მომიტინგეების დაკავების პროცესს, იერუსალიმში მდებარე სამხედრო გაწვევის ოფისთან. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ კადრებში ნაჩვენები ებრაელები არა პოლიციას, არამედ დაკავებულ ადამიანს ეხმარებიან.

Screenshot 2023 10 25 162147 ისრაელის პოლიციის მიერ დემონსტრანტის დაკავება ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა მედიას (მთელი მსოფლიოს ამბები), რომლის ლოგოც არის გამოსახული ვიდეოზე. მედიის ვებ-საიტის მფლობელმა და რედაქტორმა იტამარ კოჰენმა, წერილობით დაადასტურა, რომ კადრები ნამდვილად ძველია, ის გადაიღო კომპანიის ოპერატორმა, რის შემდეგაც  მან 2023 წლის 5 ივნისს საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. კოჰენმა ასევე დააკონკრეტა, რომ აღნიშნული მომიტინგეების ჯგუფი წარმოადგენენ ულტრა ორთოდოქსებს, რომელთაც ეწოდება “ჰარედიმი”, მათ საპროტესტო აქცია გამართეს აღმოსავლეთ იერუსალიმის რაშის ქუჩაზე მდებარე სამხედრო გაწვევის ოფისთან, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მისივე თქმით, პოლიციამ 2 დემონსტრანტი დააკავა. დამატებით, იტამარ კოჰენმა აღნიშნა, რომ მედია “მთელი მსოფლიოს ამბები” 5 წელზე მეტია არსებობს და მის მთავარ აუდიტორიას მემარჯვენე ისრაელელები წარმოადგენენ.

აღსანიშნია, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. ულტრა ორქთოდოქსები წელიწადის მანძილზე არაერთხელ ატარებენ  ისრაელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს, ძირითადად იერუსალიმში. ისინი კეტავენ ცენტრალურ გზებს, ან რეკრუტირების ოფისის შესასვლელებს, რაც უმეტესად პოლიციასთან დაპირისპირებით, დარბევით და მომიტინგეების ნაწილის დაკავებით სრულდება (1, 2, 3.). 

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.

წყაროს შესახებ: 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist