ინტერაქტიული კალენდარი, სადაც პუტინის რეჟიმის ყველა გახმაურებული საქმეა აღწერილი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

dgb
179
VIEWS

მომზადებულია tvrain.ru-ს მასალების მიხედვით

7 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 67-ე დაბადების დღე აღნიშნა. სპეციალურად პრეზიდენტის იუბილესთვის ახალაგაზრდა აქტივისტების ჯგუფმა “Время!” შექმნა ვებ-გვერდი “თქვენ იმყოფებით აქ”  («Вы находитесь здесь»). ვებ-გვერდი პუტინის მმართველობის ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ინტერაქტიული ანთოლოგიაა. ყირიმის ანექსია, ბორის ნემცოვის მკვლელობა, სკრიპალების მოწამლვა – კალენდარში ყველა მოვლენა ქრონოლოგიურადაა აღწერილი. მოძრაობა “Время!”-ს მიზანი კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სისტემის  შექმნაა.

კალენდარში პირველი მოვლენა 2009 წლის ოქტომბრითაა დათარიღებული. ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ “ტერორიზმთან ბრძოლის კონცეფცია” დაამტკიცა, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს სოციალური ქსელებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების 24საათიან მონიტორინგს ავალებს, ექტსრემისტული ხასაითის მასალების მოძებნის მიზნით. ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ სინამდვილეში ამ გზით რუსეთის ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს მოქალქეებზე და ზღუდავს მათ უფლებებსა და თავისუფლებებს.

"

ცალკე ადგილი ეთმობა 2012 წლის თებერვალში ჯგუფ “Pussy Riot”-ის წევრების დაკავებას, ცილისწამებისა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონების მიღებას.

"

ვებ-გვერდის ავტორებს არც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია გამორჩენიათ. იქვეა სასარგებლო ინფორმაცია ყირიმში წარმოებული ომის, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციებისა და ფინანსური ზარალის შესახებ.

"

სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად აქ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის თარიღიცაა აღნიშნული. “ის ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას პუტინის პოლიტიკით”, – ვკითხულობთ ვებ-გვერდზე.

"

კალენდარში 2020 წლის იანვრისთვისაც არის ჩანიშნული “ღონისძიება”: “რამე იქნება” (что-то будет), გამოთქვამენ იმედს ვებ-გვერდის შემქნელები, ფონიდან კი ცნობილი მულტსერიალის “ფუტურამას” პერსონაჟები იყურებიან.

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist