ინფორმაცია Pfizer-ის ვაქცინაციის შეჩერების შესახებ მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33
VIEWS

26 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმა ონლაინ გამოცემა geomediapress.ge-ის სტატიის სქრინი გააზიარა, რომლის მიხედვითაც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერდა, რისი მიზეზიც ნორვეგიაში ჩატარებული ვაქცინაციით 400-მდე ადამიანის გარდაცვალება გახდა.

 

 

 

;  ;

27 იანვრის 13:00 საათის მდგომარეობით ჩუმაშვილის პოსტს 134 გაზიარება აქვს, ხოლო geomediapress.ge-ის ბმული ორ საჯარო ჯგუფში გაზიარდა: რუსთავი 21 ?️ RUSTAVI 21, ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürc. სტატია გამოცემის სახელით შექმნილ ფეისბუქ პროფილზე  22 იანვარს გამოქვეყნდა.

მტკიცება, თითქოს პაციენტების გარდაცვალების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არც ნორვეგიას და არც Pfizer-ს არ მიუღია. მცდარია ინფორმაციაც, რომ ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 400 პაციენტი გარდაიცვალა. 

geomediapress.ge-ზე Pfizer-ის ვაქცინის შეჩერების შესახებ ინფორმაცია 18 იანვარს გამოქვეყნდა. დეზინფორმაციის სავარაუდო პირველწყარო ფეისბუქის ინგლისურენოვანი მომხმარებლის მიერ 17 იანვარს გავრცელებული ვიდეოა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნორვეგიაში გარდაცვალების შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინის საწარმოებში წარმოება შეჩერდა. აღნიშნული ინფორმაცია Reuters-მა გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, Pfizer-მა ვაქცინის მხოლოდ ბელგიურ საწარმოში გარკვეული შეყოვნების შესახებ 15 იანვარს მართლაც დაანონსა, თუმცა 25 იანვრიდან ვაქცინის წარმოებისა და მიწოდების პროცესი გაგრძელდა და კომპანია თებერვალში ვაქცინის დოზების მიწოდების გაზრდასაც გეგმავს. Pfizer-ის  ვაქცინის წარმოება და მიწოდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივად გრძელდება. Pfizer 22 იანვრიდან Covax პლატფორმაშიც გაწევრიანდა, რომლის საშუალებითაც იგი ქვეყნებში ვაქცინის 40 მილიონ დოზის განაწილებას გეგმავს.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და 25 იანვრის მონაცემებით მოსახლეობისთვის მიწოდებული ვაქცინის პირველი და მეორე დოზების რაოდენობა ჯამურად 78 100-ს აღწევს. 14 იანვარს ნორვეგიის მოხუცთა თავშესაფრებში ვაქცინაციის შემდეგ 23 მოხუცის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა (მოგვიანებით რიცხვი 33-მდე გაიზარდა). ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა გარდაცვალების შემთხვევების შესწავლა დაიწყო, თუმცა გამოძიებამ ვაქცინასა და გარდაცვალების შემთხვევებს შორის პირდაპირი კავშირი ვერ დაადგინა. გარდაცვლილები სერიოზული ავადმყოფობების მქონე მოხუცები იყვნენ,  ნორვეგიაში კი მოხუცთა თავშესაფრებში და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში კვირაში საშუალოდ 300-400 ადამიანი იღუპება.

ამგვარად, ნორვეგიაში ვაქცინაცია განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად გრძელდება. ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 იანვრისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების გამოვლენა 70 000-ზე მეტი ვაქცინირებული ადამიანიდან მხოლოდ 104 შემთხვევაში დადასტურდა. ოფიციალურ წყაროებში ვაქცინის შემდეგ 400 ადამიანის გარდაცვალებაზე კი ნათქვამი არაფერია.

ვაქცინაციის შემდეგ მოხუცების გარდაცვლების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


არქივის ბმული: https://archive.is/s6dq7


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნორვეგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist