ინდოეთი და ბათუმი თუ აშშ, რუსეთი, ვენესუელა, ისრაელი და ბრაზილია?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

101
VIEWS

24 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Tamara Ottaviani-მა გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც საავადმყოფოების, ექიმებისა და გარდაცვლილი ადამიანების კადრებია ნაჩვენები. ფეისბუქ მომხმარებლების კომენტარებში ჩანს, რომ კადრები ისეა აღქმული, თითქოს Covid-19 და მასთან დაკავშირებული მოვლენები გაყალბებული და დადგმულია.

მსგავსი შინაარსის პოსტი 26 აპრილს, ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმაც გამოაქვეყნა. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელიც ზემოთ აღნიშნული ვიდეოკოლაჟიდან ერთ-ერთია. ვიდეოში გარდაცვლილთათვის განკუთვნილი ცარიელი ტომრებია გამოსახული, პოსტი ავტორი კი ამტკიცებს,  რომ “სპექტაკლი” ამჯერად ინდოეთში დაიდგა და ქუჩაში მოწყობილი კრემატორიუმები სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

ფეისბუქ მომხამრებელი ლევან ნავი, 17 აპრილს იდენტურ ვიდეოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ კადრები ბათუმში მესამე ტალღის დაწყებას ასახავს.

;;;
მანიპულაციურად გავრცელებული ვიდეოები სინამდვილეში არა Covid-19-თან დაკავშირებული მოვლენების გაყალბებას, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო პერფორმანსებს, სატელევიზიო სიუჟეტისთვის გადაღებულ კადრებს და სარეკლამო რგოლებს ასახავს, რომლებიც არა ინდოეთსა და ბათუმში, არამედ აშშ-ში, რუსეთში, ისრაელში, ვენესუელასა და ბრაზილიაშია გადაღებული. 

Tamara Ottaviani- ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვიდეოკოლაჟის პირველწყარო ფეისბუქ გვერდი Sicilia Life Trinacria live 2.0-ია, რომელმაც ვიდეო 23 აპრილს გამოაქვეყნა. მსგავსი გვერდი და მის მიერ გამოქვეყნებული იდენტური ვიდეო მართლაც იძებნება. კადრების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ კადრების დიდი ნაწილი მანიპულაციურად არის გამოყენებული და პანდემიის “გაყალბებასთან” კავშირი არ აქვს.

ვიდეო #1

ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც კოლაჟში 00:23-დან 00:46 -მდე, შემდეგ კი  01:06-დან 01:25 წამამდე ჩანს და საავადმყოფოში მიმდინარე გადაღების პროცესს ასახავს, რეალურად Shamir-ის სამედიცინო ცენტრში სარეკლამო ვიდეოს გადაღების  ამსახველი კადრებია. ვირუსულად გავრცელებული ვიდეო dpa-factchecking-მაც გადაამოწმა და მის ორიგინალ ვერსიასაც მიაგნო.

კადრები,  რომელსაც Tamara Ottaviani აქვეყნებს, არასრულია და ორიგინალში ვიდეოს თანმხლები ხმა მოშორებული აქვს. ვიდეოს თავდაპირველ ვერსიაში კარგად ჩანს, რომ პროფესიონალური გადაღების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო  საავადმყოფოს პერსონალის ფორმაზე ივრითული წარწერა მიგვანიშნებს, რომ ვიდეო ისრაელშია გადაღებული.

ყურადღებას იქცევს ასევე, ჭერიც რომელზეც ღიობები და მილები ჩანს, რაც საავადმყოფოსთვის უჩვეულოა, თუმცა  მიწისქვეშა სივრცეებსა და ავტოსადგომებში ხშირად გვხვდება. გასულ წელს ისრაელში საომარი მდგომარეობისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა პალატები მართლაც გაიხსნა.

;;

Dpa– ს მიერ ისრაელის რამდენიმე საავადმყოფოში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ვიდეო ქალაქ ბეერ იააკოვში მდებარე  შამირის სამედიცინო ცენტრშია გადაღებულია.

”ეს არის სარეკლამო ვიდეოს ნაწილი, რომელის გადაღებაც ამ დღეებში მიმდინარეობდა შამირის სამედიცინო ცენტრში” – განაცხადა საავადმყოფოს სპიკერმა და განმარტა, რომ ვიდეოში საავარიო საპარკინგო სადგომია ასახული და სარეკლამო რგოლით სწორედ იმის დემონსტრირება სურთ, თუ როგორ შეიძლება პარკინგის სივრცის საავადმყოფოს პალატად გადაკეთება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები რეალური პაციენტები არ არიან. თუმცა, ექიმები და სხვა პერსონალი საავადმყოფოს რეალური თანამშრომლები არიან. სარეკლამო ვიდეო სამედიცინო ცენტრის იუთუბ გვერდზე 2021 წლის 11 აპრილს გამოქვეყნდა, სადაც მანიპულაციურად გავრცელებული კადრებიც ჩანს.

;

ვიდეო #2

ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც კოლაჟში 00:48 წამიდან 01:05 წამამდე ჩნდება სხვა ფეისბუქ მომხმარებლებმა ცალკეული ვიდეოს სახითაც გამოაქვყენეს, სადაც ერთი მათგანი აღნიშნავს რომ კადრი ინდოეთშია გადაღებული, მეორე კი ვიდეოში ასახულ მოვლენებს ბათუმს მიაწერს.

თუმცა, ვიდეოს რამდენიმე მონაკვეთში კარგად ჩანს ბანერი, რომელზე დატანილია ესპანურენოვანი წარწერა “430 fallecidos” (430 გარდაცვლილი), შენობის აბრაზე კი იკითხება წარწერა – UNIVERSITARIO (უნივერსიტეტი).

;

კადრების გადამოწმების შედეგად დადგინა, რომ რეალურად ვიდეო ვენესუელაში, კარაკასის საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის (Hospital Universitario de Caracas) წინ არის გადაღებული და 6 აპრილს, სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო პერფორმანსს ასახავს. სტუდენტები პროტესტის ამ სიმბოლური დემონსტრაციით ქვეყანაში მეტი Covid-19  ვაქცინის შეტანას მოითხოვდნენ და პანდემიის შედეგად ჯანდაცვის სექტორის 430-ზე მეტი თანამშრომელის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ. პროტესტის ამსახველი ვიდეო, ვენესუელას კომუნიკაციების ეროვნული ცენტრის ფეისბუქ გვერდმაც გაავრცელა.

;
წყარო: presidenciave.com

ვიდეო #3

ვიდეკოლაჟში 01:26-წამიდანდან 01:45-წამამდემდე კიდევ ერთი ფრაგმენტია ნაჩვენები, რომელიც თითქოს ადამიანთა დაკრძალვის “დადგმულ” რიტუალს ასახავს. ვიდეო ბრაზილიურმა ფაქტების გადამოწმების სააგენტომ LUPA-მ გადაამოწმა და დაადგინა, რომ რეალურად ვიდეო ბრაზიალიაში ქალაქ ესპრიტო სანტო-შია გადაღებული. ვიდეო TV Vitória- ს სპეციალური სიუჟეტისთვის მომზადდა, რომელიც პანდემიის დროს მესაფლავეების რუტინულ რეჟიმს ეხებოდა და ეთერში 31 მარტს გავიდა.

;
კადრიTV Vitória- ს სიუჟეტიდან. 

Covid-19-ის პანდემის მანძილზე TV Vitória რეპორტაჟებს ამზადებდა, რომლებითაც ცდილობდნენ პატივი მიეგოთ Covid-19-ის ფრონტის ხაზზე მომუშავე პროფესიონალებისთვის. 30 მარტს, არხის გუნდი Barra do Jucu-ს მუნიციპალურ სასაფლაოზე, Vila Velha-ში მივიდა, რათა მესაფლავესთან ინტერვიუ ჩაეწერათ.

საილუსტრაციოდ, ვიდეოოპერატორმა რამდენიმე დამხმარე კადრი გადაიღო, სადაც ნაჩვენებია მესაფლავის ყოველდღიური ყოფა, როგორიცაა ხელების დაბანა, დამცავი აღჭურვილობის მოხსნა და სხვა. რეპორტიორი მარლა ბერმუდესი ამბობს, რომ როდესაც ისინი სასაფლაოზე მივიდნენ, ხუთი საფლავი უკვე გახსნილი იყო და საფლავის მჭრელმა გუნდს აჩვენა, თუ როგორ ხდებოდა გარდაცვლილთა დაკრძალვა.

უცნობმა ადამიანმა, სიუჟეტის მომზადების პროცესი სასაფლაოზე შორიდან ჩუმად  გადაიღო და სიუჟეტის გამოქვეყნებამდე  რეპორტიორებსა და მაუწყებელებზე სოციალურ ქსელებში თავდასხმა მოაწყო.

ვიდეო #4

ფოტო, რომელიც ვიდეოკოლაჟში 00:00- დან 00:04 წამამდე ჩანს, მანიპულაციური კონტექსტით ადრეც ვრცელდებოდა და მითების დეტექტორმა გადაამოწმა.

გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფოტო მაიმიში გამართულ საპროტესტო აქციას ასახავს. გვამის ტომრები კი რეალური არ არის და საპროტესტო აქცია-პერფორმანსის ნაწილია, რომლის მონაწილეებიც ვირუსისგან გარდაცვლილებს პატივს მიაგებდნენ და სოციალურ პრობლემებზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ. აქციის მიზანი გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ ყოფილა.

;;
კადრი ვიდეოკოლაჟიდან                                   კრისტობალ ჰერერა-ს ფოტო

ვიდეო #5

კიდევ ერთი ვიდეო 00:16-დან 00:22 წამამდე, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ალაგებს რამდენიმე ადამიანი შავ პარკებში შეფუთულ “გვამებს”, რომელთაგან ერთ-ერთი “გარდაცვლილი” სიგარეტს ეწევა, მითების დეტექტორმა გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მანიპულაციურად გავრცელებული ვიდეო სინამდვილეში არა “კორონავირუსის მსხვერპლს”, არამედ რუსი რეპერის Хаски-ის სიმღერის კლიპის გადაღებებს ასახავს და პანდემიასთან  არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, სიგარეტს ვიდეოში არა პანდემიით “გარდაცვლილი”, არამედ მსახიობი ეწევა.

;    ;
კადრი ვიდეოკოლაჟიდან                            კადრი კლიპის გადაღების პროცესიდან


Tamara Ottaviani-ის პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist