გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ გაყალბებულ ფოტოს აფინანსებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

94
VIEWS

15 იანვარს ფეისბუქ გვერდმა აგენტურა პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრების ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს, რომელზეც მამუკა ხაზარაძის უკან სტალინის ხატი ჩანს, ირონიული შინაარსის აღწერა ერთვის თან – “ლელოს პოლიტსაბჭოდან მოგვაწოდეს. ფოტო ითხოვს დაკვირვებას.” გვერდს პოსტი დაფინანსებული აქვს.

agentura da khazaradze გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ გაყალბებულ ფოტოს აფინანსებს

ფოტო, რომელსაც გვერდი “აგენტურა” ავრცელებს, პროგრამულადაა დამუშავებული და პარტია “ლელოს” დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ავთენტიკურ ფოტოზე სტალინის ხატი გამოსახული არ არის. გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ პოსტებს ხშირად აფინანსებს.

პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს სხდომის ამსახველი ფოტო პარტიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თავად გამოაქვეყნა.

agentura da khazaradze1 გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ გაყალბებულ ფოტოს აფინანსებს

გაყალბებული ფოტო, რომელსაც “აგენტურა” ავრცელებს დაფინანსებულია. თუმცა ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია “ლელო საქართველოსთვის” ფეისბუქ გვერდ “აგენტურის” სამიზნე გახდა. 

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის თანახმად, “აგენტურა” ხშირად აქვეყნებს პარტია “ლელოს” წევრების მადისკრედიტირებელ პოსტებს. თითოეული პოსტი 100$-ზე ნაკლები თანხით არის დაფინანსებული, ხოლო რეკლამის განმთავსებელი თავად გვერდი აგენტურაა.

agentura da khazaradze2 გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ გაყალბებულ ფოტოს აფინანსებს

17 იანვრის მონაცემებით, გვერდი “აგენტურა” 290 რეკლამას აფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის და მათი ლიდერების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მხოლოდ სოციალური, საარჩევნო და პოლიტიკური თემატიკის შინაარსის დაფინანსებაზე გვერდს შექმნის დღიდან 2 636 აშშ დოლარი აქვს დახარჯული. ამასთანავე, დაფინასებული პოსტები, რომლებიც სოციალურ საკითხებს და პოლიტიკას ეხება რიგ შემთხვევებში (არქივი) საჭირო ინდიკაციის და შესაბამისად დაფინანსების წყაროს დადასტურების გარეშე ვრცელდება.

agentura da khazaradze3 გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ გაყალბებულ ფოტოს აფინანსებს

“აგენტურას” შესახებ: 

ფეისბუქ გვერდი აგენტურა 2023 წლის 17 თებერვალს Georgian archive-ის სახელით შეიქმნა და მას შემდეგ რამდენიმე სახელი გამოიცვალა.

agentura da khazaradze4 გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ გაყალბებულ ფოტოს აფინანსებს

გვერდი ქართველი ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მადისკრედიტირებელ პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. პოსტების დიდი ნაწილი ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსისაა.

agentura da khazaradze5 გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ გაყალბებულ ფოტოს აფინანსებს

2023 წლის ივლისის ბოლოს გვერდი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა. 24 ივლისს გვერდზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მარგველაშვილმა სააკაშვილის ქებითვის 11 500 დოლარი მიიღო.

agentura da khazaradze6 გვერდი “აგენტურა” პარტია “ლელოს” მადისკრედიტირებელ გაყალბებულ ფოტოს აფინანსებს

აღსანიშნავია, რომ Facebook Ad Library-ის მიხედვით, გვერდზე განთავსებული პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებულია

გაყალბებული ფოტოს არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist