გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა – რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

47
VIEWS

2020 წლის 25 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა  Travel Georgia გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ  მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა ყალბი ამბავი გურჯაანში ბანკზე მომხდარ შეიარაღებულ თავდახმასთან დაკავშრებით. Travel Georgia-ს მიხედვით, “მთავარმა არხმა” რეპორტაჟში მცდარი ინფორმაციის დასადასტურებლად ამერიკის შტატ ოკლაჰომაში მომხდარი ძარცვის ფოტო გამოიყენა. გვერდი მომხმარებლებს მოუწოდებს, გააზიარონ პოსტი, რათა “მთავარი არხი” სიცრუეში ამხილონ. პოსტს თან ახლავს ფოტოსურათი, რომელზეც წითლადაა მონიშნული ორი აფროამერიკელი თავდამსხმელი, ხოლო სურათის ქვედა ნაწილში ჩანს “მთავარი არხის” 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების ლოგო და რეპორტაჟის სათაური, თუმცა აღნიშნული კადრი დასათაურებულია არა როგორც გურჯაანში მომხდარი ყაჩაღობა, არამედ “შეიარაღებული ძარცვა დმანისში”. “Travel Georgia”-ს პოსტს თან არ ახლავს “მთავარი არხის” კონკრეტული გადაცემის ან სიუჟეტის ბმული, რომელიც შეიცავს აღნიშნულ კადრს.

Travel Georgia: “გააზიარეთ, რათა არ მოგატყუონ! მთავარი არხი აგრძელებს ტყუილების მოფიქრებას. იმისთვის რომ ხალხი დაზაფრონ და დააჯერონ, რომ კრიმინალმა მოიმატა, საინფორმაციო გამოშვებაში  მოიფიქრეს ამბავი, რომ გურჯაანში კიდევ ერთი ბანკი დააყაჩაღეს. არ დაიჯეროთ! ეს ფოტო არის  აღებული გუგლიდან. ძარცვა, ამერიკის ერთ-ერთ შტატში, ოკლაჰომაში მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.”

rphes 1 გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?

“Travel Georigia”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ფოტომანიპულაციაა. “მთავარი არხის” ვებ-გვერდზე არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც გურჯაანის ბანკზე მომხდარ თავდასხმას ეხება. ხოლო სიუჟეტები, რომელიც დმანისში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ასახავს, არხის 21 და 22 ოქტომბრის 9 საათიან გამოშვებებში გავიდა და მასში აღნიშნული კადრი გამოყენებული არ არის. ფოტომანიპულაციის გავრცელება წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური მედიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

“მთავარმა არხის” 9 საათიანმა საინფორმაციო გამოშვებამ დმანისში მომხდარი ინცინდენტი 21 ოქტომბერს და 22 ოქტომბერს გააშუქა. რეპორტაჟები არა ბანკზე შეიარაღებული პირების თავდასხმას, არამედ პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა, რომლის დროსაც  სამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირსა და “ქართული ოცნების” შტაბის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 21 ოქტომბრის გამოშვებაში დმანისის ინცინდეტის შესახებ სიუჟეტი გავიდა სათაურით “ქურდული გარჩევა დმანისში”, ხოლო 22 ოქტომბრის სიუჟეტის სათაურია – “სისხლიანი გარჩევა დმანისში”. მთავარი არხის გვერდზე დმანისთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიუჟეტი 2020 წლის 16 სექტემბრით თარიღდება და იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ კახა ოქრიაშვილსა და მის მხარდამჭერებზე მომხდარ თავდასხმას ეხება, აღნიშნული რეპორტაჟის სათაურია “დაპირისპირება დმანისში”. Travel Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ სურათში მოცემული სათაურით – “შეიარაღებული თავდასხმა დმანისში”, “მთავარი არხის” რეპორტაჟი არ იძებნება.

rtgs გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?grsv გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?

rphhds გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?

ფოტოსურათი, რომელიც პოსტის მტკიცებით, მთავარი არხის სიუჟეტში გამოჩნდა, რეალურად 2020 წლის 21 ივნისს ამერიკაში, ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ ქალაქში მომხდარ შეიარაღებულ ძარცვას ასახავს. ფოტოსურათის ორიგინალი შტატის ადგილობრივმა მედიამ Fox 25-მა გაავრცელა.

hertphh გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?

პოსტის გავრცელება 

2020 წლის 26 ოქტომბრის 18:37 საათის მონაცემებით ფოტომანიპულაცია მთავარი არხის შესახებ ორმა გვერდმა “Travel Georgia”-ს პოსტს 69 გაზიარება აქვს. აღნიშნული პოსტი 26 ოქტომბერს გააზიარეს პრო-სახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციურმა გვერდებმა ტერენტი გლდანელი  და მიხელ უკრაინოლოგი. ფოტომანიპულაცია 26 ოქტომბერს გაზიარდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ერთ ჯგუფშიც  “წინ საქართველოს უკეთესი მომავლისკენ!”. ამჟამად ტერენტი გლდანელის პოსტს – 21, ხოლო მიხეილ უკრაინოლოგის პოსტს – 60 გაზიარება აქვს, ხოლო სახელისუფლებო ჯგუფში გავრცელებული პოსტი 33-მა მომხმარებელმა გააზიარა.

dths გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?dkhphth გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?

tgdj გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?

Travel Georgia-ს შესახებ 

გვერდი 2020 წლის 9 აპრილს შეიქმნა და დღემდე სახელი ხუთჯერ შეიცვალა. გვერდს ამჟამად ერთი ადმინისტრატორი საქართველოდან მართავს და მასზე ძირითადად სხვადასხვა ტურისტული ადგილის ფოტოსურათები ქვეყნდებოდა. გვერდის სახელის ბოლო ცვლილება 2020 წლის 25 ოქტომბერს ფიქსირდება, ამავე დღეს გამოქვეყნდა “მთავარი არხის” შესახებ გავრცელებული ფოტომანიპულაციაც.

sdrgsz 0 გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰომა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist