ღაზის სექტორში ასობით კაცის დაკავების კადრებზე ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

170
VIEWS

7 დეკემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა რამდენიმე ფეისბუქ პოსტი (1;2;3), რომლებშიც წერს, რომ ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში, ბეით-ლახიაში მდებარე სკოლაში შეიჭრნენ, რომელსაც თავს ათასობით დევნილი აფარებდა. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ებრაელებმა 15 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირი გააშიშვლეს და ქალებისა და ბავშვების თვალწინ სიკვდილით დასაჯეს. ზაქარეიშვილი ასევე წერს, რომ ისრაელი ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ ჩაატარა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ალ-ჯაზირას ჟურნალისტიც. 

palestinelebis dakaveba ღაზის სექტორში ასობით კაცის დაკავების კადრებზე ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ირაკლი ზაქარეიშვილი ნაწილობრივ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დააკავეს და დაკითხეს ასობით ტერორიზმში ეჭვმიტანილი. მათი ნაწილი მოგვიანებით გათავისუფლდა. ინფორმაცია, რომ ისინი სიკვდილით დასაჯეს, არ დასტურდება. 

7 დეკემბერს გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ სულ მცირე 100 ადამიანი მიწაზე ხელებშეკრული ზის. ვიდეოების ნაწილში ისინი სამხედრო მანქანით მიჰყავთ. მასალა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით არის გადაღებული. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დააკავეს პირები, რომლებიც ჰამასის წევრობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს.  

 ადგილობრივები ისრაელის 261-ე სარეზერვო ბრიგადას ჩაბარდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის სიტყვებით, ჯაბალია და შეჯაია ტერორისტების “მიზიდულობის ცენტრია”. ისრაელის მთავრობის სპიკერმა BBC-ს უთხრა, რომ დაკავებულთაგან ყველა სამხედრო ასაკის იყვნენ და იპოვეს იქ, საიდანაც მშვიდობიანი მოქალაქეები რამდენიმე კვირის წინ უნდა ევაკუირებულიყვნენ.  

ასევე, ისრაელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის სექტორში მათ ჰამასის მრავალი წევრი ჩაბარდათ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაკავებულები იყვნენ იმ ტერიტორიებზე, რომლებთანაც ახლოს ბრძოლები მიმდინარეობს, განზრახ იცვამდნენ სამოქალაქო ტანსაცმელს და მოქმედებდნენ საცხოოვრებელი შენობებიდან. როგორც მთავრობის სპიკერმა, ეირონ ლევიმ CNN-ს უთხრა, ყველა პირი, რომელიც ფოტოებზეა აღბეჭდილი, ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი. მისივე სიტყვებით, უნდა დააკავონ ადამიანები, რომლებიც იმ ადგილებში არიან, რომელთა ევაკუირებისკენაც თვეებია, მოუწოდებენ, რათა გაიგონ, თუ ვინ არის ტერორისტი. ლევი ამბობს, რომ თუ დაკავებულებს შორის აღმოჩნდებიან უდანაშაულო მოქალაქეები, ისინი, “რა თქმა უნდა, გათავისუფლდებიან”. 

 როგორც BBC Arabic-თან ინტერვიუში თვითმხილველი ჰყვება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ბეიტ-ლაჰიაში შევიდნენ და მეგაფონებიდან მოუწოდეს კაცებს, სახლებიდან და გაეროს დახმარების სააგენტოს სკოლის შენობიდან გამოსულიყვნენ, ასევე, ქალებს უბრძანეს, ახლომდებარე საავადმყოფოებში წასულიყვნენ, მოგვიანებით კი დაიმუქრნენ დახვრეტით, თუ შენობებიდან კაცები არ გამოვიდოდნენ. კაცი ამბობს, რომ დააპატიმრეს მისი 10 ნათესავი, რომელთაგანაც 7 მოგვიანებით გაათავისუფლეს, 3-ის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს. 

 დაკავებულთა შორის არის პალესტინელი ჟურნალისტი, დიაა ალ-კაჰლუტი, რომელიც al-Araby al-Jadeed-ისთვის მუშაობდა. ის ძმებთან და ნათესავებთან ერთად დააკავეს. გამოცემამ ჟურნალისტის დაკავება დაგმო და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ჟურნალისტების უფლებების დამცველებსა და დამკვირვებლებს, ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანოებს, დაგმონ “ისრაელის მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმა”.  

ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ კაცები ნახევრად შიშვლები არიან. გავრცელებული კადრებმა გამოიწვია კითხვები, არღვევს თუ არა ისრაელი დაკავების პროცედურას და ტანსაცმლის გახდის იძულების გამო ეპყრობა თუ არა დაკავებულებს დამამცირებლად. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის მრჩეველმა, ცაჩი ჰანეგბიმ 10 დეკემბერს თქვა, რომ საჭიროა ეჭვმიტანილების გაჩხრეკა, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი იარაღს ან ასაფეთქებელ მასალას არ ატარებენ, თუმცა იმ ფოტოების გავრცელება, რომლებშიც ისინი საცვლებში ჩანან, არავის ინტერესს არ ემსახურება და ელის, რომ ისრაელის მიერ მსგავსი ფოტოების გავრცელება შეწყდება. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ დამამცირებელი ფოტოები მისი ოფისის მიერ არ გავრცელებულა და დაკავების პროცედურა შეიცვლება, თუ მისი წესები სათანადოდ არ იქნება დაცული. 

ირაკლი ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ ვიდეოში ასახული ადამიანები სახალხოდ დახვრიტეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება – ინფორმაციას ვერ ვხვდებით ადგილობრივ მედიასა და დასავლურ მედიაში, არ იძებნება შემთხვევის ამსახველი კადრები ან თვითმხილველების კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით. 

 წყაროს შესახებ 

 ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც მრავალჯერ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist