გაუკეთა თუ არა ბაიდენმა ვიეტნამის ომის ვეტერანს მედალი უკუღმა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4.8k
VIEWS

6 ივლისს ფეისბუქ-გვერდმა ანტილიბერალური გვერდი და სხვადასხვა ფეისბუქ-პროფილმა (1, 2, 3, 4) ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ის ვიეტნამის ომის ვეტერანებს მედლებით აჯილდოებს. პოსტებში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა ვეტერანს მედალი უკუღმა გაუკეთა.

იმავე შინაარსის პოსტი ფეისბუქზე 2011-2013 წლებში რუსეთის დუმის დეპუტატმა ანტონ ბელიაკოვმაც გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ვიდეო არაერთ რუსულენოვან ინდიდუალურ ფეისბუქ ანგარიშზე (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21) და ფეისბუქ-ჯგუფებშიც (1, 2, 3)  გავრცელდა.

ფეისბუქ-პოსტებში გამოქვეყნებული ვიდეოები დაბალი ხარისხისაა და მათში მედალი ნათლად არ ჩანს, უკეთესი ხარისხის ორიგინალ კადრებში კი შესამჩნევია, რომ ბაიდენმა ვიეტნამის ომის ვეტერანს, დუაიტ ბერდველს, ღირსების მედალი სწორ მხარეს გაუკეთა.

ფეისბუქ-პოსტებისთვის დართული ვიდეოები დაბალი ხარისხისაა და კარგად არ ჩანს, რომელ მხარეს უკეთებს ბაიდენი ვეტერანს მედალს. ვიდეოებში მედალის ლენტი ჩანს, რომელიც საკმაოდ მოკლეა და ვეტერანს ყელზე აქვს მიბჯენილი, ამასთანავე მედლის კარგად დანახვას ხელს ჰალსტუხიც უშლის.

ამერიკული ტელევიზიების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ნათლადაა ასახული, რომ ბაიდენი ვეტერანს მედალს სწორად უკეთებს, ახლო კადრებში ვხედავთ, რომ ვეტერანს, სახელად დუაიტ ბერდველს, ისევე როგორც სხვა ვეტერანებს, მედალი წინა მხარეს უკეთია. გარდა ამისა, კადრებში მედალი ვეტერანებისთვის გადაცემამდე, ყუთშიც ჩანს და ბერდველს ის სწორედ ამ, სწორი მხრიდან უკეთია.

baideni2 გაუკეთა თუ არა ბაიდენმა ვიეტნამის ომის ვეტერანს მედალი უკუღმა? baideni1 გაუკეთა თუ არა ბაიდენმა ვიეტნამის ომის ვეტერანს მედალი უკუღმა?baideni3 გაუკეთა თუ არა ბაიდენმა ვიეტნამის ომის ვეტერანს მედალი უკუღმა?

აღსანიშნავია, რომ მედლები ბერდველის მსგავსად, სხვა ვეტერანებსაც წინა მხარეს, სწორად უკეთიათ.

baideni4 გაუკეთა თუ არა ბაიდენმა ვიეტნამის ომის ვეტერანს მედალი უკუღმა? baideni5 გაუკეთა თუ არა ბაიდენმა ვიეტნამის ომის ვეტერანს მედალი უკუღმა?

5 ივლისს თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 4 სამხედრო ვეტერანი, რომლებიც ვიეტნამის ომში იბრძოდნენ, ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ბაიდენის თქმით, ვიეტნამის ომში მონაწილე სამხედროებმა ერის ღირებულებების დასაცავად თავი საფრთხეში ჩაიგდეს და გმირულად იბრძოლეს, თუმცა ამისთვის სათანადო აღიარება არ მიუღიათ, ღირსების მედლებით დაჯილდოება კი მიზნად სწორედ ამას ისახავდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist