განტროლვა: როგორ იქცა თურქი მსახიობი შამუგიად თარხან-მოურავის დასაცავად

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ef
2.6k
VIEWS

“მითების დეტექტორმა” Nata Shamugia-ს სახელით facebook-ში რეგისტრირებული ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომელიც თურქი მსახიობის ფოტოს იპარავს და ამავდროულად, ანტი-თურქული განწყობების მქონე პატრიოტთა ალიანსის ლიდერს დავით თარხან-მოურავს სოციალურ ქსელში კრიტიკისგან იცავს.

ტროლი “მითების დეტექტორის” 21 თებერვლის პუბლიკაციის “რა მესიჯებს იღებს “პატრიოტი” თარხან-მოურავი რუსული სატირული panorama.pub-იდან?” facebook პოსტის კომენტარებში გამოჩნდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ თარხან-მოურავის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო, თითქოს ბელგიის პარლამენტი ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდას სისხლის სამართლის წესით დასჯადს ხდიდა, რუსულენოვანი სატირული გამოცემა panorama.pub-ი  იყო, რომელიც მხოლოდ გამოგონილ ამბებს ავრცელებდა.

"

\

Nata Shamugia-ს პროფილის ფოტოზე სინამდვილეში თურქი მსახიობის ილაიდა ჩევიქის ფოტოა, რომელიც თურქულ სერიალში “შავი ვარდი” მონაწილეობს. სერიალი 2015 წელს საქართველოშიც პოპულარული იყო.

/

Nata Shamugia-ს თაიმლაინზე მხოლოდ ერთი აქტივობა – 2019 წლის 26 ნოემბერს გარეკანის ფოტოს შეცვლა იძებნება, რაც დიდი ალბათობით პროფილის შექმნის თარიღიცაა.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist