“გალიები” დაინფიცირებულებისთვის თუ საკარანტინო ბანაკები? – რას ასახავს ვიდეო

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

68
VIEWS

24 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა “სამყარო სამყარო” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ადამიანები გისოსებიანი ფანჯრებიდან იყურებიან. ვიდეოს ახლავს ტექსტი, სადაც მითითებულია, რომ აცრილებში კოვიდ19-ის ძლიერი შტამები და სხვადასხვა ვირუსები ხელოვნურად შეჰყავთ, შემდეგ კი დაინფიცირებულებს “გალიებში” სვამენ. თავად ვიდეოს ახლლავს წარწერა, რომ ის ხეპეის პროვინციაში, ქალაქ სინთაიში 2021 წლის 22 მაისს არის გადაღებული.

 

;
გავრცელებული ცნობა, თითქოს ჩინეთში ვაქცინირებულ ადამიანებს კოვიდ-19-ით ხელოვნურად აინფიცირებენ და შემდეგ გალიებში კეტავენ, დეზინფორმაციაა. ვიდეო, რომელიც პოსტს საილუსტრაციოდ ახლავს, რეალურად ხეპეის პროვინციაში არსებულ საკარანტინე ბანაკს ასახავს.

ვიდეოს პირველწყარო ტვიტერის ანგარიში @TruthAbtChina-ა, რომელმაც ტვიტერზე ვიდეო 23 მაისს გამოაქვეყნა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდეოს აღწერილობა განსხვავდება იმ პოსტის აღწერილობისგან, რაც ფეისბუქ ანგარიშმა “სამყარო სამყარომ” გაავრცელა. ტვიტერზე ვიდეოპოსტის ავტორს მითითებული აქვს, რომ ვიდეო ჩინეთში, ხეპეის პროვინციაში, ქალაქ სინთაიშია გადაღებული და ის ადამიანები, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდ ინფიცირებულთან, ამ საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავთ.

2021 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ხეპეის პროვინციაში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა იმატა, ჩინეთის მთავრობამ საკარანტინე ბანაკები ააშენა. ოთახები 18 კვადრატული მეტრია, მასში განთავსებულია აბაზანა, მაგიდები, სკამები, საწოლები, ტელევიზორი და ინტერნეტი. კარანტინი სავალდებულოა ასევე მოგზაურებისთვისაც, რომლებმაც მინიმუმ 14 დღიანი იზოლაციის პერიოდი სახელმწიფო კარანტინში უნდა გაიარონ.

;
ხებეის პროვინცია, კარანტინის ცენტრი.

მსგავსი ვიდეოები, სადაც აღნიშნული საკარანტინე ბანაკები ჩანს, ტიკტოკზე 14 და 25 იანვარს იძებნება. მომხმარებლებს მითითებული აქვთ, რომ ვიდეო ქალაქ სინთაიშია გადაღებული. ვიდეოებს არაფერი აკავშირებთ იმ დეზინფორმაციასთან, თითქოს ვაქცინირებულებს კოვიდ-19 სხვადასხვა შტამით განგებ აინფიცირებენ კარანტინში გამოსაკეტად.

;
საკარანტინე ბანაკები სინთაიში

აღსანიშნავია, რომ მოხალისეების კორონავირუსით განგებ დაინფიცირება კვლევითი მიზნებისთვის დიდ ბრიტანეთში მართლაც მოხდა, რათა ვაქცინების წარმოების პროცესი დაჩქარებულიყო, თუმცა, კოვიდ-19-ის ვაქცინები ძირითადად ჩვეულებრივი კლინიკური კვლევებით შემუშავდა. ხოლო მტკიცებას უკვე ავტორიზებული ვაქცინებით აცრილი მოსახლეობის კოვიდ19-ის შტამებით დაინფიცირების შესახებ, საფუძველი არ აქვს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (mastertechplumbing.com) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist